არსებობს სამი მნიშვნელოვანი გამონაკლისი, რომელთა შემთხვევაშიც დასაშვებია საჩუქრების გაცემა-მიღება თანამშრომლებს შორის და თანამშრომელსა და მის უფროსს შორის:
ა) საჩუქრები საგანგებო თარიღებთან დაკავშირებით, როგორიცაა დაბადების დღე და საერთო დღესასწაულები, თუ საჩუქრები წარმოადგენს ნივთებს ღირებულებით არა უმეტეს საარსებო მინიმუმის ნახევრისა;
ბ) საჩუქრები საგანგებო, იშვიათი შემთხვევებისათვის ან პირადი მნიშვნელობის ისეთი მოვლენებისათვის, როგორიცაა: ქორწილი, ავადმყოფობა, ბავშვის შეძენა, პენსიაზე გასვლა, სხვა სამსახურში გადასვლა;
გ) ჯგუფური საჩუქრები: დაშვებულია თანამშრომლისათვის მისართმევად საჩუქრისათვის ნებაყოფლობით შემოწირულობის სახით ნომინალური თანხის თხოვნა, თუ აღნიშნული საჩუქარი კეთდება საგანგებო თარიღების და იშვიათი შემთხვევების აღსანიშნავად, წარმოადგენს საკვებს ან გამაგრილებელ სასმელს სამსახურში გამასპინძლებისათვის.
საბაჟო მოხელეთა ქცევის (ქცევის კოდექსის) წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 15.01.2002
მუხლი 16
თავი IV — საჩუქრებთან დაკავშირებული წესები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საბაჟო მოხელეთა ქცევის (ქცევის კოდექსის) წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 15.01.2002. გამოქვეყნება: სსმ, 7, 21/01/2002.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საბაჟო მოხელეთა ქცევის (ქცევის კოდექსის) წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 16, №10, 15.01.2002, სარეგისტრაციო კოდი 230.200.030.11.114.005.120 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.01.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/53194/muxli-16/