ა) მონაწილეობა მიიღოს იმ საწარმოებთან დაკავშირებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაში, სადაც მას ეკუთვნის აქციები ან წილი.
ბ) ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ან ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე სხვა საჯარო დაწესებულებაში ან საწარმოში, სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში.
გ) მიიღოს რაიმე ანაზღაურება საბაჟო სამსახურის მიერ შექმნილი ან მოპოვებული ინფორმაციის, ან ამ ინფორმაციის საფუძველზე მომზადებული ნაშრომის, მოხსენების ან სხვა მასალის გამოქვეყნებისათვის.
2. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო მოხელეს სურს დამატებითი ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება სხვა ადგილზე, ამაზე წინასწარი თანხმობა უნდა მიიღოს ხელმძღვანელობისაგან. ზემდგომ თანამდებობის პირთან აღნიშნული საკითხის განხილვისას, მოხელემ უნდა დაამტკიცოს, რომ ამგვარი დასაქმება არ წარმოქმნის ინტერესთა კონფლიქტს და არ იქონიებს გავლენას სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაზე. დამატებითი დასაქმების საათები არ უნდა დაემთხვეს საბაჟო ორგანოებში სამუშაო დროს