მუხლი 1460. სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყოფა მემკვიდრეებს შორის
1. თუ მესაკუთრემ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც საოჯახო მეურნეობაა მოწყობილი, ანდერძით რამდენიმე მემკვიდრეს დაუტოვა, ან თუ ანდერძი დატოვებული არ იყო და კანონით მემკვიდრე რამდენიმეა, მაშინ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მოწყობილი საოჯახო მეურნეობა შეიძლება გაიყოს მემკვიდრეებს შორის, თუკი ასეთი გაყოფის შედეგად თითოეული მემკვიდრისთვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთი უზრუნველყოფს სიცოცხლისუნარიანი მეურნეობის არსებობას.
2. გაყოფა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრეები თვითონ აპირებენ გაუძღვნენ მეურნეობას. თუკი არც ერთი მემკვიდრე არ მოისურვებს მეურნეობის გაძღოლას, მაშინ მათი შეთანხმებით მიწა და მასზე მოწყობილი მეურნეობა შეიძლება გაიყიდოს და მემკვიდრეები მიიღებენ თავიანთ წილს ფულის სახით.
საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი №4851 - ვებგვერდი, 02.07.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.06.2019-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1460. სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყოფა მემკვიდრეებს შორის 1. თუ მესაკუთრემ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც საოჯადგილმამულხო მეურნეობაა მოწყობილი, ანდერძით რამდენიმე მემკვიდრეს დაუტოვა, ან, თუ ანდერძი არ იყო დატოვებული არ იყო და კანონით მემკვიდრე რამდენიმეა, მაშინ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მოწყობილი საოჯადგილმამულხო მეურნეობა შეიძლება გაიყოს მემკვიდრეებს შორის, თუკი ამგვარსეთი გაყოფის შედეგად თითოეული მემკვიდრეზე მოისთვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთი უზრუნველყოფს სიცოცხლისუნარიანი მეურნეობის არსებობას. 2. გაყოფა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრეები თვითონ აპირებენ გაუძღვნენ მეურნეობას. თუკი არც ერთი მემკვიდრე არ მოისურვებს მეურნეობის გაძღოლას, მაშინ მათი შეთანხმებით მიწა და მასზე მოწყობილი მეურნეობა შეიძლება გაიყიდოს და მემკვიდრეები მიიღებენ თავიანთ წილს ფულის სახით.
…ლარი. კერძოდ, მიწის ნაკვეთის საერთო ფართი შეადგენდა 1100 კვ.მ-ს, რომელზეც მდებარეობდა ერთსართულიანი ფინური ტიპის შენობა, რომლის სახურავი შესაკეთებელი იყო, შენობა ნორმალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1460-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ მესაკუთრემ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელზედაც საადგილმამულო მეურნეობაა მოწყობილი, ანდერძით რამდენიმე…
…არამედ ქონების კონკრეტული ობიექტების ფართის მიხედვით. პალატამ მიუთითა, რომ სამკვიდროდან წილის გამოყოფისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნას სამკვიდრო მასის ღირებულება და სამკვიდრო ქონების შემადგენელი თითოეული ობიექტის დანიშნულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1460-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, დადგენილად ცნო, რომ დ. ჯ-ძის სამკვიდრო შედგებოდა 3820 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 8…
…მოცემულ შემთხვევაში სადავო მიწის ნაკვეთის ღირებულება აუდიტის შეფასებით 2500 ლარს შეადგენდა. სამოქალაქო კოდექსის 1454-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეს შეეძლო თავისი წილის გამოყოფა ნატურით როგორც უძრავი, ისე მოძრავი ქონებიდან. ამავე კოდექსის 1460-ე მუხლიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა მისი სახლის მოსაზღვრედ მდებარე მიწის ნაკვეთის ნატურით გამოყოფის შესახებ…
საქმე №ას-561-1216-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2004
…თ. ს-ს. პალატამ არასწორად ჩათვალა, რომ თ. ს-ი ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო ქონებას, მაგრამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ იგი სკ-ის 311-ე მუხლის შესაბამისად არ არის რეგისტრირებული სამკვიდრო ქონების ფაქტობრივ მფლობელად. სკ-ის 1460-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს ექსპერტიზის დასკვნის მეშვეობით უნდა გაერკვია, შეინარჩუნებდა თუ არა თითოეული მემკვიდრის კუთვნილი წილის შესაბამისად სამკვიდრო…
საქმე №3გ-ად-477-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.05.2003
…საკასაციო პალატის მითითება, რომ უნდა დადგენილიყო მიწის რეფორმამდე საკარმიდამო ნაკვეთის თავდაპირველი ოდენობა და კასატორს გამოყოფოდა ნაკვეთის ის ნაწილი, რომლითაც სარგებლობის უფლება მას ჰქონდა. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სკ-ს 1460-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც სასოფლო-სამეურნეო მიწა და მასზედ მოწყობილი საადგილმამულო მეურნეობა უნდა გაიყოს მემკვიდრეებს შორის, ასევე დაარღვია 1513-ე…