გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.10.2018
საქმის ნომერი
330210117001964196
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
01.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 2/15330-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

01 ოქტომბერი, 2018წ. ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე დალი აბჟანდაძე

სხდომის მდივანი კობა ბალახაძე

მოსარჩელე ე-–-----------------–ი

წარმომადგენლები მ--–-----ირ, ლ-----------------–---–ი, მ-------------–---–ი

მოპასუხე ხ--------–--–----ია

წარმომადგენელი ი----------–----–-ძე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ხ--------–--–----იასათვის, სამკვიდრო წილის კომპენსაციის სახით, 2----–-–----------ს გარდაცვლილი დ-------–--–----იასაგან საჩუქრად მიღებული ქონების ღირებულების ½ ნაწილის - 4--------------–--------- აშშ დოლარის ექვივალენტის - 9---- ლარის, მოსარჩელე ე-–-----------------–ის სასარგებლოდ გადახდის დაკისრება.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2----–-–----------ს გარდაიცვალა მოსარჩელე ე-–-----------------–ის მამა, დ-------–--–----ია. მისი პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენენ შვილები - ე-–-----------------–ი და ხ--------–--–----ია. მოსარჩელე არის ი------–ის მოქალაქე, მუდმივად ცხოვრობს საზღვარგარეთ, მაგრამ ურთიერთობა არასდროს გაუწყვეტია მამასთან, ჰქონდა მასთან თბილი ურთიერთობა და სატელეფონო კომუნიკაცია. მშობლის გარდაცვალების შესახებ მოსარჩელემ შეიტყო მოგვიანებით, სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილ ვადაში მიმართა სანოტარო ორგანოს და მიიღო სამკვიდრო მოწმობა. მამის დანაშთ მოძრავ ქონებას, მათ შორის, კუთვნილ პირად ნივთებს, ავეჯს, ნახატებს და სხვას, ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მეორე მემკვიდრე - ხ--------–--–----ია. სამკვიდრო მასის დადგენის მიზნით მტკიცებულებების მოძიების შედეგად, მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ დ-------–--–----იას, საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ.თბილისი, ვ.ს-------–---–ის ქ--------, 2----–-–-------------ერს დადებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გაუფორმებია შვილის, მოპასუხე ხ--------–--–----იას სახელზე.

 

დასახელებული უძრავი ქონება ექსპერტ-შემფასებლის დასკვნის თანახმად, 2----–-–----------რის მდგომარეობით შეფასებულია - 8----- აშშ დოლარად. ვინაიდან ე-–-----------------–ი წარმოადგენს მამის მემკვიდრეს, მას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1455-ე მუხლის საფუძველზე, აქვს უფლება მოითხოვოს მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე 5 წლის განმავლობაში გაჩუქებული ნივთის ფასის გათვალისწინებით, დ-------–--–----იას სამკვიდრო ქონებიდან წილის კომპენსაციის სახით გაჩუქებული ბინის ღირებულების - 8----- აშშ დოლარის ნახევრის, 4-------–– დოლარის ექვივალენტის ლარში - 9---- ლარის დაკისრება. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სურათები, რომელიც ეკუთვნოდა მამკვიდრებელს მის მიერ არ იქნა შეფასებული, ვინაიდან არ წარმოადგენს დიდი ღირებულების მქონეს, რის გამოც ექსპერტიზის ხარჯი არ იქნა მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი. ამასთან, სურათებთან დაკავშირებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ რამოდენიმე სურათს მოპასუხე გადასცემს მოსარჩელეს. მათ დავა სურათებთან დაკავშირებით არ აქვთ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი მოკლებულია როგორც ფაქტობრივ, ასევე სამართლებრივ დასაბუთებას, კერძოდ, უპირველესად მოსარჩელის მიერ არ განსაზღვრულა და შეფასებულა სამკვიდრო მასა. დ-------–--–----იას რაიმე სახის ღირებული ქონება გარდაცვალების მომენტისათვის არ დარჩენია. მისი ტანისამოსი გადაეცა ეკლესიას, ხოლო მცირე ფასის მქონე სურათები, მოპასუხემ შეინახა, რაც მისი მხრიდან სამკვიდროს მიღებაზე უარს ნიშნავს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1455-ე მუხლი არ ითვალისწინებს კომპენსაციის დაკისრებას გაჩუქებული ნივთის ხარჯზე, ამასთან, ნორმა არეგულირებს მემკვიდრეთა შორის ურთიერთობას. ხ--------–--–----იას, იმის გათვალისწინებით, რომ მშობელს შესაძლოა ჰქონოდა გარკვეული ვალდებულებები, სამკვიდრო ქონება არ მიუღია.

 

ამასთან, საგულისხმოა, რომ მოპასუხეს საკუთრების უფლება ბინაში რეგისტრაციის გზით მოპოვებული ჰქონდა ჩუქების საგანზე, დაბადებიდან, 1--- წლიდან ჩაწერილი იყო და ცხოვრობდა მისამართზე და ისედაც წარმოადგენდა ქონების ½ ნაწილის მესაკუთრეს. 2----–-–-------------ერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება არ გაუქმებულა, ჩუქების საგნის ღირებულება მისი განკარგვისას შეადგენდა - 6----- ლარს. მესაკუთრედ ცნობის შემდეგ, ხ--------–--–----იამ შეაკეთა და გაარემონტა იგი, გაიღო მამის მატერიალური უზრუნველყოფისათვის ფულადი თანხები - 3800 აშშ დოლარის ოდენობით, მამას დაუთმო დედის პენსია, თვეში 150 ლარი, ის ასევე იღებდა ბინის ქირას - თვეში 100 ლარის ოდენობით, გაისტუმრა მამის ვალები, გაიღო მისი დაკრძალვისა და საფლავის მოწყობის ხარჯი. ე-–-----------------–ს არ უზრუნია მშობელზე, არ უკითხავს მისი მდგომარეობა, ნოტარიუსთან დამალა სხვა პირველი რიგის მემკვიდრის არსებობა, რაც მის არაკეთილსინდისიერ მოქმედებაზე მიუთითებს. შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების კანონით განსაზღვრული წინაპირობები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დ-------–--–----ია გარდაიცვალა 2----–-–----------ს. მის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენენ შვილები: ე-–-----------------–ი და ხ--------–--–----ია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

-გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ.16)

-სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ.17).

 

3.1.2. დ-------–--–----იას ანდერძი არ დაუტოვებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

-ინფორმაცია (ს.ფ.24).

 

3.1.3. დ-------–--–----იას გარდაცვალების შემდეგ დარჩა სამკვიდრო მოძრავი ქონება, 16 ნახატი. მემკვიდრეების შეთანხმებით მათგან 3 სურათი, დავის დასრულების შემდეგ გადაეცემა ე-–-----------------–ს. სურათებთან დაკავშირებით მხარეებს დავა არ აქვთ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.4. ე-–-----------------–ი არის ი------–ის მოქალაქე, სადაც იგი მუდმივად ცხოვრობს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.5. დ-------–--–----იას მემკვიდრეთა მიერ, მისი დანაშთი სამკვიდროს დადგენა და შეფასება არ მომხდარა. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც გარდა ზემოაღნიშნული სურათებისა, დ-------–--–----იას სამკვიდრო ქონების არსებობას დაადასტურებდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ხ--------–--–----ია 1--- წლიდან რეგისტრირებულია მისამართზე თბილისი, ს-------–---–ის ქ. #12.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საბინაო წიგნი (ს.ფ. 138-140).

 

3.2.2. 2----–-–-------------ერს ერთის მხრივ დ-------–--–----იას, როგორც მჩუქებელს, ხოლო მეორეს მხრივ ხ--------–--–----იას, როგორც დასაჩუქრებულს შორის დაიდო უძრავი ქონების მდებარე ქ.თბილისი, ს-------–---–ის ქ-------–---------, 1----------–ზე - ფ------------ კვ.მ, ს---------------- კვ.მ, შ---------, #-, #-- მ-------------–ზე - ფ------------ კვ.მ, ჩუქების ხელშეკრულება. გარიგების საფუძველზე ნივთი აღირიცხა ხ--------–--–----იას საკუთრებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 22-23);

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.20-21).

 

3.2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–--------------ლის გადაწყვეტილებით, საქმეზე #-/18804-13 დ-------–--–----იას სასარჩელო მოთხოვნა ხ--------–--–----იას მიმართ, 2----–-–-------------რის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების და გაჩუქებული ქონების დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–--------------ლის გადაწყვეტილება, საქმეზე #-/18804-13 (ს.ფ.115-121).

 

3.2.4. დ-------–--–----იას სამკვიდრო ქონებაზე შვილის, ე-–-----------------–ის სახელზე 2----–-–-- 2- დ--------ს ნოტარიუს თ--------------ის მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რეესტრში რეგისტრაციის #1--------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ.17).

 

3.2.5. 2----–-–-------------ს შედგენილი აუდიტორული დასკვნის მიხედვით, ამავე თარიღის მდგომარეობით, ქ.თბილისში, ვ.ს-------–---–ის ქ---------ში მდებარე ხ--------–--–----იას კუთვნილი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებაა - 8----- აშშ დოლარი.

 

ამავე უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულება 2----–-–-- მაისის მდგომარეობით, მოპასუხე ხ--------–--–----იას მიერ განხორციელებული აუდიტორული დასკვნით, შეფასდა 110 000 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საშემფასებლო ანგარიში (ს.ფ. 32-48);

-შეფასების დასკვნა (ს.ფ.161-174).

 

3.2.6. დ-------–--–----ია გარდაცვალებამდე ცხოვრობდა ქ.თბილისში, ვ.ს-------–---–ის ქ---------ში მდებარე უძრავ ქონებაში, სადაც განთავსებული იყო მისი პირადი ნივთები და საკუთრებაში არსებული სურათები. ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ აღნიშნულ ბინას ფლობს ხ--------–--–----ია. იგი მამის გარდაცვალებიდან 6 თვიან ვადაში დაეუფლა მამის ნივთებს. შესაბამისად, მიღებული აქვს მამის სამკვიდრო.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.

 

თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, სარჩელი საჩუქრად მიღებული ქონების ღირებულების ½ ნაწილის სამკვიდროდან წილის კომპენსაციის სახით ანაზღაურების დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1456-ე, 1457-ე, 1462-ე, 1460-ე, 1455-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელემ მოპასუხისათვის თანხის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, რომ მოპასუხეს მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე 5 წლის განმავლობაში მამისგან ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში მიღებული აქვს უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, ვ.ს-------–---–ის ქ--------, რის გამოც იგი ვალდებულია წილის კომპენსაციის სახით აუნაზღაუროს მოსარჩელეს, საჩუქრად მიღებული ქონების ½ წილის ღირებულება - 4-------–– დოლარის ექვივალენტის ლარში - 9---- ლარის ოდენობით. ხ--------–--–----ია წარმოადგენს დ-------–--–----იას პირველი რიგის მემკვიდრეს, რომელსაც მიღებული აქვს სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით.

 

სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით უპირველესად მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა, რაც ხორციელდება იმის მიუხედავად, მითითებულია თუ არა კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი სარჩელში. სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და შემდგომ, ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. იმავდროულად, სასარჩელო მოთხოვნა მოწმდება არა მხოლოდ მოსარჩელის მიერ მითითებულ სამართლებრივ საფუძვლებთან, არამედ, ნორმის იმ აბსტრაქტულ წინაპირობებთან, რომლებიც სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მოთხოვნის შესამოწმებლად რელევანტურად მიაჩნია.

 

სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე, ხოლო 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ-------–--–----იას გარდაცვალებით, 2----–-–----------ს გაიხსნა სამკვიდრო. დ-------–--–----იას პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენენ შვილები - ე-–-----------------–ი და ხ--------–--–----ია.

 

დადგენილია ასევე, რომ დ-------–--–----იას გარდაცვალებამდე, მის სახელზე ირიცხებოდა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე ქ.თბილისი, ს-------–---–ის ქ-------–---------, 1----------–ზე - ფ------------ კვ.მ, ს---------------- კვ.მ, შ---------, #-, #-- მ-------------–ზე - ფ------------ კვ.მ,. 2----–-–-------------ერს ერთის მხრივ დ-------–--–----იას, როგორც მჩუქებელს, ხოლო მეორეს მხრივ ხ--------–--–----იას, როგორც დასაჩუქრებულს შორის დაიდო დასახელებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება. გარიგების საფუძველზე ნივთი აღირიცხა ხ--------–--–----იას საკუთრებად.

 

დ-------–--–----იამ მოგვიანებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს წარუდგინა სარჩელი ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და გაჩუქებული ქონების უკან დაბრუნების მოთხოვნით, მაგრამ ამავე სასამართლოს 2----–-–--------------ლის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

ამდენად, დ-------–--–----იას გარდაცვალებისას მის სამკვიდრო მასაში საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე ქ.თბილისი, ს-------–---–ის ქ-------–---------, 1----------–ზე - ფ------------ კვ.მ, ს---------------- კვ.მ, შ---------, #-, #-- მ-------------–ზე - ფ------------ კვ.მ, არ შედიოდა.

 

ე-–-----------------–მა მოითხოვა გაჩუქებული ქონების სანაცვლოდ, სამკვიდროში წილის კომპენსაციის სახით ჩუქების საგნის ღირებულების - ½ ნაწილის მოპასუხისათვის დაკისრება.

 

სამკვიდროს გაყოფისას ერთ-ერთი თანამემკვიდრისათვის კომპენსაციის გაცემის შემთხვევებს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მემკვიდრეობის სამართლის თავი, კერძოდ, რომელიმე მემკვიდრისათვის სამკვიდრო წილის ნაცვლად კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს ხსენებული კოდექსის 1456-1457-ე მუხლები, მაგრამ მხოლოდ სამკვიდრო ქონების არსებობისას და თანამემკვიდრეთა შეთანხმებით. ასევე, სამკვიდრო წილის კომპენსაციაა განსაზღვრული 1462-ე მუხლით, სადაც მემკვიდრეზე მისი გაცემა გათვალისწინებულია იმ შემთხვევაში, თუ იგი გაყოფის შეუძლებლობის გამო ვერ მიიღებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და სხვა ქონებაც არ არის საკმარისი მის ასანაზღაურებლად.

 

ამავე კოდექსის 1460-ე მუხლის მიხედვითაც, თუ მემკვიდრეები არ აპირებენ იმ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე მეურნეობის გაგრძელებას, რომლის გაყოფაც შეუძლებელია, მაშინ მათივე შეთანხმებით მიწა და მასზე მოწყობილი მეურნეობა შეიძლება გაიყიდოს და მემკვიდრეები მიიღებენ თავიანთ წილს ფულის სახით.

 

განსახილველ შემთხვევაში დასახელებულ ნორმათა დისპოზიციით განსაზღვრულ არც ერთ ფაქტობრივ გარემოებას ადგილი არ აქვს, შესაბამისად, არ არსებობს მათი გამოყენებისა და ე-–-----------------–ისათვის აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლით კომპენსაციის გაცემის წინაპირობები.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1455-ე მუხლს, ნორმის თანახმად, სამკვიდროს გაყოფისას თითოეული მემკვიდრის წილში ჩაითვლება იმ ქონების ღირებულება, რომელიც მან საჩუქრის სახით მიიღო მამკვიდრებლისგან სამკვიდროს გახსნამდე ხუთი წლის განმავლობაში. ხსენებული მუხლი რომელიმე მემკვიდრისათვის კომპენსაციის გაცემის წესს არ ითვალისწინებს. ნორმის განმარტების თანახმად, მამკვიდრებლისაგან სამკვიდროს გახსნამდე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მემკვიდრის მიერ საჩუქრის სახით მიღებული ნივთი სამკვიდრო მასაში კი არ მოიაზრება და მეორე მემკვიდრეს კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას კი არ წარმოუშობს, არამედ არსებული სამკვიდროს გაყოფისას იგი დასაჩუქრებული მემკვიდრის წილში უნდა ჩაითვალოს. შედეგად შესაძლოა მემკვიდრის წილის ჩუქების საგნის ღირებულების ფარგლებში შემცირება.

 

ამგვარივე განმარტებაა მოცემული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, სადაც განმარტებულია, რომ ,,აღნიშნული ნორმით, სამკვიდროს გაყოფისას მემკვიდრის წილში იმ ქონების ღირებულება გაითვალისწინება, რომელიც მამკვიდრებელმა სიცოცხლეში აჩუქა მას. ნაჩუქარი ქონების ღირებულების გათვალისწინება ნიშნავს მემკვიდრის წილის სწორედ ამ ღირებულების ფარგლებში შემცირებას, ანუ თუ მემკვიდრემ ჩუქებით მიიღო 1000 ლარის ქონება, მისი წილი სამკვიდროში სწორედ ამ ქონებით შემცირდება. მამკვიდრებლის მიერ გაჩუქებულ ქონებასთან დაკავშირებით სხვა რაიმე დათქმას კანონი არ ადგენს. სამკვიდროში ნაჩუქარი ქონების შეტანა უზრუნველყოფს სხვა მემკვიდრეების ინტერესების დაცვას იმ მიმართებით, რომ ადრე დასაჩუქრებულ მემკვიდრეს საჩუქრის ღირებულება მისაღებ სამკვიდროში ჩაეთვლება და მისი წილი ამ ფარგლებში შემცირდება, რაც პროპორციულად სხვა მემკვიდრეთა წილის გაზრდას გამოიწვევს.“ (იხ.სუსგ, საქმე #ას-1058-1325-09, 23/03/2010წ)

 

ამდენად, ჩუქების სახით მიღებული ქონების სანაცვლოდ, მეორე მემკვიდრისათვის ქონების ღირებულების კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას, კანონი არ ითვალისწინებს. ნორმით განსაზღვრულია სამკვიდრო მასის არსებობის შემთხვევაში, დარჩენილი სამკვიდრო ქონებიდან წილის შემცირება და არა ღირებულების კომპენსაციის სახით დაკისრება.

 

ნორმის გამოყენებისათვის დამატებით აუცილებელია განისაზღვროს სამკვიდრო მასა, მისი ღირებულება, მემკვიდრეთა წრე, ნაჩუქარი ქონების ღირებულება, რათა შესაბამისი მოთხოვნის არსებობის პირობებში, სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა დასაჩუქრებულ მემკვიდრეს მისაღებ სამკვიდროში ჩაეთვალოს საჩუქრის ღირებულება, პროპორციულად შემცირდეს მისი წილი სამკვიდროში და ამგვარივე პროპორციით გაიზარდოს სხვა მემკვიდრის ნაწილი.

 

მოცემულ შემთხვევაში ე-–-----------------–ს წარმოდგენილი აქვს სასარჩელო მოთხოვნა არა საჩუქრის ღირებულების დასაჩუქრებული მემკვიდრის, ხ--------–--–----იას მისაღებ სამკვიდროში ჩათვლისა და პროპორციულად დ-------–--–----იას დანაშთ ქონებაში მისი, როგორც მემკვიდრის წილის გაზრდის შესახებ, არამედ იგი ითხოვს სანაცვლოდ ჩუქების საგნის ღირებულების კომპენსაციის სახით დაკისრებას, რასაც კანონი არ ითვალისწინებს.

 

ამასთან, ე-–-----------------–ის მიერ არ არის განსაზღვრული და შეფასებული დ-------–--–----იას სამკვიდრო მასა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1455-ე მუხლთან მიმართებით სამკვიდრო მასის განსაზღვრისა და შეფასების - როგორც ფაქტობრივი მოცემულობის, მტკიცების ტვირთი აწევს მოსარჩელეს, რომელმაც უნდა ადასტუროს, რომ რას შეადგენდა იგი მამკვიდრებლის გარდაცვალებისას, და რასთან მიმართებით უნდა იქნას შემდგომში საჩუქრის ღირებულების ჩათვლა. მოსარჩელეს კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება არ მოუხდენია. ე-–-----------------–ის მხრიდან სამკვიდრო მასის განსაზღვრისა და მისი შეფასების შესახებ მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაშიც, მოთხოვნის არსებული სახით ფორმულირების ფარგლებში, იგი ვერ გამოიწვევდა მოსარჩელისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას, სარჩელის დაკმაყოფილებას, ვინაიდან მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა ჩუქების სახით მიღებული ქონების სანაცვლოდ, მეორე მემკვიდრისათვის ქონების ღირებულების კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას, არ ითვალისწინებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 248-ე მუხლის მიხედვით, განსაზღვრულია სასამართლო გადაწყვეტილების ფარგლები, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. შესაბამისად, დავის განხილვისას სასამართლო ფაქტობრივ გარემოებებს ადგენს და მტკიცებულებებს აფასებს ე-–-----------------–ის მიერ წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს მოსარჩელეს გადაწყვეტილებით ის, რაც მას არ მოუთხოვია.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზე არ არის მოპასუხისათვის კომპენსაციის დაკისრების საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა. მოსარჩელემ ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება, ამასთან, ვერ დაასაბუთა მოთხოვნის საფუძვლად არსებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც მეორე მემკვიდრისათვის კომპენსაციის რომელიმე სამართლებრივი საფუძვლის წინაპირობებს დაასაბუთებდა.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მხარეთა ახსნა-განმარტებების, წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოპასუხე ხ--------–--–----იასთვის მოსარჩელე ე-–-----------------–ის სასარგებლოდ 2----–-–----------ს გარდაცვლილი დ-------–--–----იასგან საჩუქრად მიღებული ქონებიდან, სამკვიდრო წილის კომპენსაციის სახით ღირებულების ½ ნაწილის - 4--------------–--------- აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ე-–-----------------–ის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ასევე, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 2-----------------–---------–---------------- ლარის ოდენობით, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. მოპასუხე ხ--------–--–----იას არ დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე პრიმა მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2----–-–-----------ს მიღებული განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ხ--------–--–----იას (პ/ნ 0----------) აეკრძალა საჯარო რეესტრში მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებიდან მდებარე თბილისი, ს-------–---–ის ქ--------, საკადასტრო კოდი 0--------0--.0--, შენობა #--ში პირველ სართულზე - ფ------------- კვ.მ, ს-------------- კვ.მ, შ---------, #-, #-, მეორე სართულზე - ფ------------ კვ.მ ½ ნაწილის გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა, სახელდობრ, იპოთეკით, სერვიტუტით, უზურფრუქტით.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-8, 37-ე, 38-ე, 39-ე, 55-ე, 1991, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ე-–-----------------–ის სარჩელი ხ--------–--–----იას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელე ე-–-----------------–ის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ასევე, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 2-----------------–---------–---------------- ლარის ოდენობით, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

3. მოპასუხე ხ--------–--–----იას არ დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა;

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2----–-–-----------ს მიღებული განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ხ--------–--–----იას (პ/ნ 0----------) აეკრძალა საჯარო რეესტრში მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებიდან მდებარე თბილისი, ს-------–---–ის ქ--------, საკადასტრო კოდი 0--------0--.0--, შენობა #--ში პირველ სართულზე - ფ------------- კვ.მ, ს-------------- კვ.მ, შ---------, #-, #-, მეორე სართულზე - ფ------------ კვ.მ ½ ნაწილის გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა, სახელდობრ, იპოთეკით, სერვიტუტით, უზურფრუქტით.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დალი აბჟანდაძე