მუხლი 120. გადასახადები და ჯარიმები, რომლებიც არ გამოიქვითება
თავი XV — გამოქვითვები და ზარალი
1. არ გამოიქვითება:
ა) მოგების გადასახადი და საშემოსავლო გადასახადი, რომლებიც გადახდილია ან გადასახდელია საქართველოში ან სხვა სახელმწიფოში, გარდა ფიზიკური პირის მიერ სარგებლის (გარდა დაქირავებით მუშაობით და ეკონომიკური საქმიანობით მიღებულისა) მიღებასთან დაკავშირებით გადახდილი საშემოსავლო გადასახადისა. ამ შემთხვევაში ქონების რეალიზაციით მიღებული შემოსავლის შესაბამისად გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის თანხა მცირდება ამ ქონების მიხედვით გადახდილი (მათ შორის, წინა საგადასახადო პერიოდებში) საშემოსავლო გადასახადის თანხით;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი და გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტში გადახდილი ან გადასახდელი სანქციის/ჯარიმის თანხები.
2. (ამოღებულია - 26.12.2013, №1886).
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6212 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2013 წლის
26 დეკემბრის კანონი №1886 - ვებგვერდი, 30.12.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.12.2013-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 120. გადასახადები და ჯარიმები, რომლებიც არ გამოიქვითება 1. არ გამოიქვითება: ა) მოგების გადასახადი და საშემოსავლო გადასახადი, რომლებიც გადახდილია ან გადასახდელია საქართველოში ან სხვა სახელმწიფოში, გარდა ფიზიკური პირის მიერ სარგებლის (გარდა დაქირავებით მუშაობით და ეკონომიკური საქმიანობით მიღებულისა) მიღებასთან დაკავშირებით გადახდილი საშემოსავლო გადასახადისა. ამ შემთხვევაში ქონების რეალიზაციით მიღებული შემოსავლის შესაბამისად გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის თანხა მცირდება ამ ქონების მიხედვით გადახდილი (მათ შორის, წინა საგადასახადო პერიოდებში) საშემოსავლო გადასახადის თანხით; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი და გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტში გადახდილი ან გადასახდელი სანქციის/ჯარიმის თანხები. 2. (ამოღებულია - 26.12.2013, №1886).
…მითითებით, რომლის თანახმადაც მოხდა გადასახადის დარიცხვა და ა.შ. არცერთი ზემოაღნიშნული მოთხოვნა გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში დაცული არ არის. საგადასახადო შემოწმების დროს ასევე დაირღვა საგადასახადო კოდექსის 113-ე და 120-ე მუხლის დანაწესები, რის გამოც შემოწმების აქტი არ შეიძლებოდა ყოფილიყო საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის საფუძველი. აპელანტის მითითებით, მას ყოველთვიური დეკლარაციების…
…ვალდებულებათა შესრულების შესაბამისობას ამ კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. 2008 წლის 18 თებერვალს შედგენილ იქნა შპს «...» კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტი, მოსარჩელის განმარტებით, აქტის შინაარსი არ პასუხობდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 120-ე მუხლის მოთხოვნებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ დგებოდა აქტი, რომელშიც ასევე უნდა…
…ბრძანებაში აღნიშნული იყო, რომ გადასახადის გადამხდელზე დარიცხული საურავები ექვემდებარებოდა გადაანგარიშებას. ამდენად, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ამ ბრძანებით საგადასახადო დეპარტამენტმა დაადგინა, რომ აქტის შედგენისას დარღვეული იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილის,,ი’’ ქვეპუნქტის მოთხოვნები, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ 2006 წლის 11 დეკემბრის ¹2910 ბრძანება ნაწილობრივ…
…კოდექსის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში კი არანაირი სამართალდარღვევის ოქმი არ შემდგარა და არც ადმინისტრაციული სახდელი ყოფილა დადებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. მოსარჩელის მტკიცებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 120-ე მუხლის თანახმად, შემოწმების აქტში უნდა ყოფილიყო შემოწმების საფუძვლების დასაბუთება, გადასახადის გადამხდელის მიმართ მოთხოვნებისა…
…გარეშე მოაქციოს; ბ) მიანიჭოს ტვირთის უფლებამოსილი მიმღების სტატუსი, რაც მას შესაძლებლობას აძლევს, ტრანზიტის პროცედურაში მოქცეული საქონელი საბაჟო ორგანოსთან წინასწარ შეთანხმებულ ადგილზე მიიღოს, რათა დასრულდეს ტრანზიტის პროცედურა ამ კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად; გ) მისცეს საბაჟო იდენტიფიკაციის სპეციალური საშუალების გამოყენების უფლება, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა…
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 399. ადმინისტრაციული ზომები და ჯარიმები— HS კოდი
პროდუქციის აღწერა
წარმოშობის სტატუსის მისაღებად წარმოშობის არმქონე მასალებზე განსახორციელებელი საჭირო სამუშაოები და გადამამუშავებელი პროცესები
(1)
(2)
(3) ან (4)