მუხლი 119. გეოლოგიური კვლევებისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების მოსამზადებელი მომსახურების ხარჯები
თავი XV — გამოქვითვები და ზარალი
1. გეოლოგიური კვლევებისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების მოსამზადებელი მომსახურების ხარჯები გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან საამორტიზაციო ანარიცხების სახით, ამ კოდექსის 111-ე მუხლით დადგენილი ამორტიზაციის ნორმის მიხედვით, 20 პროცენტის ოდენობით, ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის მიხედვით და აღირიცხება ცალკე ჯგუფად.
2. ეს მუხლი:
ა) ვრცელდება იმ არამატერიალური აქტივების ხარჯებზედაც, რომლებიც გაწეულია გადასახადის გადამხდელის მიერ ბუნებრივი რესურსების გეოლოგიური კვლევის, დამუშავების ან ექსპლუატაციის უფლების შეძენასთან დაკავშირებით;
ბ) არ ვრცელდება იმ არამატერიალურ აქტივებზე, რომელთა სასარგებლო გამოყენების ვადის დადგენა და საანგარიშო პერიოდის პროპორციულად გამოქვითვა შესაძლებელია.
3. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების მიხედვით განხორციელებული გეოლოგიური კვლევების, ბუნებრივი რესურსების მოპოვების მოსამზადებელი მომსახურებისა და ბურღვის ხარჯები გამოიქვითება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისა
მთავარი მონაცემები
განაკვეთი20 პროცენტის
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (17.09.2010).
…და ყველა სათანადო დოკუმენტი დაუყოვნებლივ გადასცა საკოორდინაციო ცენტრს. აპელანტის მოსაზრებით, 2002 წლის 29 ივლისს, საკოორდინაციო ცენტრისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჩაბარების დღიდან, საკოორდინაციო ცენტრს უნდა ემოქმედა საგადასახადო კოდექსის 119-ე მუხლის შესაბამისად და არა იმგვარად, რომ წელიწადნახევრის დაგვიანებით პრეტენზიები განეცხადებინა შპს “....ისათვის,” რომელიც მას 1940 ლარს ვერ…
…სიგარეტების საჭირო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის, საგადასახადო კოდექსის 143.1 მუხლის შესაბამისად, დაჯარიმდა 6 697 ლარის ოდენობით. საქალაქო სასამართლოს დასკვნით, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას დაირღვა საგადასახადო კოდექსის 119.1 მუხლი, რომლის თანახმად, საგადასახადო ინსპექციის უფლებამოსილ პირს საგადასახადო ოქმი უნდა შეედგინა სამართალდარღვევის გამოვლენისას, ხოლო…
საქმე №3გ-ად-172-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.01.2001
…დეპარტამენტი არასწორად მიიჩნევს მის საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩართვას. მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ დარ-ღვეულია სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 52-ე, 203-ე და 207-ე მუხლები. მი-უთითებს, რომ საგადასახადო კოდექსის 119-ე მუხლში შეტანილი 1997 წლის 18 სექტემბრის ცვლილებების გავრცელება შპს «მ-ის” მიერ გაეროს ლტოლვილ-თა კომისარიატზე მიწოდებული ხე-ტყის მასალაზე,…
…იანვრიდან, ხოლო 1556 მუხლი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან. 6. 922 მუხლის მოქმედება შეჩერებულ იქნეს კანონმდებლობაში თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობისა და ლიცენზირების საკითხებთან დაკავშირებით სათანადო ცვლილებების განხორციელებამდე. 7. ამ კოდექსის 119-ე მუხლის მე-7 ნაწილი ამოქმედდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის „ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო…
…142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვებისა; თ.ე) 28-ე უჯრაში – საამორტიზაციო ანარიცხები ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივების მიხედვით, რომელიც გამოიანგარიშება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე, 113-ე და 119-ე მუხლების შესაბამისად; თ.ვ) 29-ე უჯრაში – საანგარიშო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ამორტიზაციას დაქვემდებარებული ძირითადი საშუალებების ღირებულება,…