1. ამ კოდექსის 111-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ თითოეულ ჯგუფში შემავალ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვა დასაშვებია ყოველწლიურად, საანგარიშოს წინა საგადასახადო წლის ბოლოსთვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5 პროცენტამდე ოდენობით.
2. თანხა, რომელიც აღემატება ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ზღვრულ დონეს, ზრდის შესაბამისი ჯგუფის ღირებულებით ბალანსს.
3. ამ კოდექსის 112-ე მუხლით გათვალისწინებული საამორტიზაციო ანარიცხების სრულად გამოქვითვის უფლების გამოყენებისას რემონტის ხარჯები გამოიქვითება სრულად, ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვის გაუთვალისწინებლად.
4. იჯარით აღებულ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯები, თუ მისი ჩატარება ხელშეკრულების შესაბამისად გათვალისწინებული არ არის საიჯარო გადასახდელების შემცირების ხარჯზე, ექვემდებარება ძირითად საშუალებათა მიმღებთან კაპიტალიზებას და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის ქმნის ცალკე ჯგუფს, რომლის დროსაც:
ა) გაწეული ხარჯები ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ამ კოდექსით ძირითად საშუალებათა მიმართ დადგენილი ამორტიზაციის ნორმების მიხედვით, 15 პროცენტის ოდენობით;
ბ) ხელშეკრულების ვადის გასვლის ან ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, თუ ხორციელდება ძირითადი საშუალების მეიჯარისთვის დაბრუნება, აღნიშნული ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულს გაუტოლდება და დარჩენილი თანხა ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება. ამასთანავე, ძირითადი საშუალების მეიჯარისთვის დაბრუნება არ ითვლება მიწოდებად.
5. (ამოღებულია - 26.12.2013, №1886).
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6212 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2013 წლის
26 დეკემბრის კანონი №1886
- ვებგვერდი, 30.12.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.12.2013-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 26.12.2013 კანონი №1886
- 15.05.2012 კანონი №6212
წინა რედაქცია (12.10.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 115. ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვა 1. ამ კოდექსის 111-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ თითოეულ ჯგუფში შემავალ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვა დასაშვებია ყოველწლიურად, საანგარიშოს წინა საგადასახადო წლის ბოლოსთვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5 პროცენტამდე ოდენობით. 2. თანხა, რომელიც აღემატება ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ზღვრულ დონეს, ზრდის შესაბამისი ჯგუფის ღირებულებით ბალანსს. 3. ამ კოდექსის 112-ე მუხლით გათვალისწინებული საამორტიზაციო ანარიცხების სრულად გამოქვითვის უფლების გამოყენებისას რემონტის ხარჯები გამოიქვითება სრულად, ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვის გაუთვალისწინებლად. 4. იჯარით აღებულ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯები, თუ მისი ჩატარება ხელშეკრულების შესაბამისად გათვალისწინებული არ არის საიჯარო გადასახდელების შემცირების ხარჯზე, ექვემდებარება ძირითად საშუალებათა მიმღებთან კაპიტალიზებას და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის ქმნის ცალკე ჯგუფს, რომლის დროსაც: ა) გაწეული ხარჯები ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ამ კოდექსით ძირითად საშუალებათა მიმართ დადგენილი ამორტიზაციის ნორმების მიხედვით, 15 პროცენტის ოდენობით; ბ) ხელშეკრულების ვადის გასვლის ან ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, თუ ხორციელდება ძირითადი საშუალების მეიჯარისთვის დაბრუნება, აღნიშნული ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულს გაუტოლდება და დარჩენილი თანხა ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება. ამასთანავე, ძირითადი საშუალების მეიჯარისთვის დაბრუნება არ ითვლება მიწოდებად. 5. (ამოღებულია - 26.12.2013, №1886).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(107)
- საქმე №ბს-1047(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.06.2025
…8) რემონტის სახით გამოქვითული მასალების ღირებულებებს შორის გამოვლინდა სხვაობა, რაც გამოწვეულია შემდეგი გარემოებით: გადამხდელის მიერ გაწეულია ძირითადი საშუალებების სარემონტო სამუშაოები, რომელიც გამოქვითული აქვს როგორც საგადასახადო კოდექსის 115-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ასევე ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. შემოწმებისას ძირითადი საშუალებების რემონტის…
- საქმე №ბს-706(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.10.2024
…საშუალებათა (გარდა ძირითადი საშუალებებისა, რომლებიც ამორტიზაციას არ ექვემდებარება) ღირებულებით; ბ.ბ) საანგარიშო საგადასახადო წლის განმავლობაში ძირითად საშუალებებზე გაწეული რემონტის ხარჯების ზღვრული დონის ზემოთ არსებული თანხით, ამ კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლზე, რომელიც ეხება ძირითად…
- საქმე №ბს-1688-1660(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.05.2012
…ზემდგომ საგადასახადო ორგანოში ან სასამართლოში ამ მუხლით დადგენილ ვადებში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. კასატორის მითითებით, სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა 2005 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 114-ე, 115-ე და 118-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, საგადასახადო ორგანოში ანგარიშ-ფაქტურების დაუწყვილებლობა ე.წ. საქონლის შემძენს ართმევდა დღგ-ს თანხის ჩათვლის შესაძლებლობას,…
- საქმე №ბს-589-584(2კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.06.2011
…სამინისტროს დავების საბჭოს გადაწყვეტილებითაც. საგადასახადო დეპარტამენტის მხრიდან მოსარჩელისათვის ჩათვლების გაუქმების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა შესაბამისი პერიოდისათვის მოქმედი საგადასახადო კოდექსის მე-2, 114-ე, 115-ე და 118-ე მუხლები. მოსარჩელეს კუთვნილი გადასახადის ვადაში გადაუხდელობისათვის საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის შესაბამისად, დაერიცხა საურავი კანონიერად და არ…
- საქმე №ბს-191-184(4კ-10) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.02.2011
…2005 წლის 1 იანვრიდან დაწყებულ საანგარიშო პერიოდზე. იგივე საკითხის 2004 წელს მოქმედი საგადასახადო კოდექსის განხილვის შემთხვევაშიც კი, ფინანსური სანქციების გამოყენება სრულიად გამოირიცხებოდა, ვინაიდან, 2004 წელს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 115-ე მუხლი იმპარეტიულად განსაზღვრავდა იმ გარემოებებს, რომლებზეც ვრცელდებოდა 121-ე და 254-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები. ყოველივე…
- საქმე №ბს-1247-1191(2კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.05.2010
- საქმე №ბს-1173-1120(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.12.2009
- საქმე №ბს-502-473(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.10.2009
- საქმე №ბს-1438-1396(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.07.2009
- საქმე №ბს-224-218(3კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2009
- საქმე №ბს-833-801(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.06.2009
- საქმე №ბს-1575-1530(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.02.2009
- საქმე №ბს-513-491(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.01.2009
- საქმე №ბს-915-879(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2008
- საქმე №ბს-1107-1069(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2008
- საქმე №ბს-1129-1091(3კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2008
- საქმე №ბს-791-760(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.11.2008
- საქმე №ბს-911-875(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.11.2008
- საქმე №ბს-806-775(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.10.2008
- საქმე №ბს-776-745(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.10.2008
- საქმე №ბს-698-670(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2008
- საქმე №ბს-658-630(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.09.2008
- საქმე №ბს-80-80(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.07.2008
- საქმე №ბს-532-510(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.07.2008
- საქმე №ბს-527-505(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.07.2008
- საქმე №ბს-537-515(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.07.2008
- საქმე №ბს-522-500(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.07.2008
- საქმე №ბს-161-157(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.07.2008
- საქმე №ბს-492-470(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.07.2008
- საქმე №ბს-418-402(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.06.2008
- საქმე №ბს-319-310(2კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.06.2008
- საქმე №ბს-50-50(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2008
- საქმე №ბს-141-137(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.05.2008
- საქმე №ბს-1057-1010(2კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.05.2008
- საქმე №ბს-976-936(3კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.04.2008
- საქმე №ბს-1009-966(2კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.03.2008
- საქმე №ბს-990-948(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.03.2008
- საქმე №ბს-1033-987(2კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.03.2008
- საქმე №ბს-1028-982(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2008
- საქმე №ბს-1142-1093(2კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.03.2008
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 107-დან.