1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-3 ნაწილის თითოეულ ჯგუფში შემავალ, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვა დასაშვებია ყოველწლიურად, საანგარიშოს წინა საგადასახადო წლის ბოლოსთვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5 პროცენტამდე ოდენობით.
2. თანხა, რომელიც აღემატება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ზღვრულ დონეს, ზრდის შესაბამისი ჯგუფის ღირებულებით ბალანსს. ამასთანავე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლით დადგენილი 100-პროცენტიანი საამორტიზაციო ანარიცხების ნორმების გამოყენებისას, რემონტის ხარჯები გამოიქვითება სრულად, ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვის გაუთვალისწინებლად.
3. იჯარით აღებულ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯები, თუ მისი ჩატარება ხელშეკრულების შესაბამისად გათვალისწინებული არ არის საიჯარო გადასახდელების შემცირების ხარჯზე, ექვემდებარება ძირითად საშუალებათა მიმღებთან კაპიტალიზებას და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის ქმნის ცალკე ჯგუფს, ხოლო გაწეული ხარჯები ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-3 ნაწილის მეხუთე ჯგუფში შემავალ ძირითად საშუალებათა ამორტიზაციის ნორმის მიხედვით. ამასთანავე, ხელშეკრულების ვადის გასვლის ან ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში აღნიშნული ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულს გაუტოლდება და დარჩენილი თანხა ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცალკეული მუხლების გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" · რედაქცია 17.06.2010
მუხლი 3. ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვა
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 5 პროცენტამდე
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. საამორტიზაციო ანარიცხები და გამოქვითვები ძირითად საშუალებათა მიხედვით
- მუხლი 2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის გამოყენება
- მუხლი 4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 184-ე მუხლის გამოყენება
- მუხლი 5. გეოლოგიური კვლევებისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების მოსამზადებელი მომსახურების ხარჯები
- მუხლი 6. საქართველს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის გამოყენება
- მუხლი 7. არამატერიალური აქტივების ხარჯები
- მუხლი 8. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 189-ე მუხლის გამოყენება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცალკეული მუხლების გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე", მუხლი 3, №656, 12.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.013.646 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/86590/muxli-3/