1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის 36-ე ნაწილის მიხედვით, ძირითადი საშუალება განიმარტება, როგორც მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის, ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია.
2. ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ძირითად საშუალებათა შესყიდვისათვის (შექმნისათვის) გაწეული ხარჯები ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება საამორტიზაციო ანარიცხების სახით.
3. საამორტიზაციო ანარიცხები გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული აქტივების გახარჯვის, ცვეთისა და დაძველების გონივრული კომპენსაციის მიზნით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ დაბეგვრის მიზნებისათვის.
4. ბუღალტრულ აღრიცხვაში ძირითად საშუალებათა ცვეთის მეთოდს და საამორტიზაციო ანარიცხების ნორმას დამოუკიდებლად ირჩევს გადასახადის გადამხდელი. ამასთან, პირს მოეთხოვება, თითოეული ძირითადი საშუალების მიხედვით ცვეთის დარიცხვა დაიწყოს მაშინ, როდესაც იგი ხელმისაწვდომია ექსპლუატაციისათვის და განაგრძოს ცვეთის დარიცხვა მისი ძირითად საშუალებად აღიარების შეწყვეტამდე, თუნდაც ამ პერიოდში აქტივი არ ფუნქციონირებდეს. ანუ აქტივის ცვეთა იწყება, როდესაც შესაძლებელია მისი გამოყენება, ე.ი, როდესაც აქტივი არის იმ ადგილას ან ისეთ სამუშაო მდგომარეობაში, რაც აუცილებელია აქტივის გამოსაყენებლად დასახული ამოცანების, მიზნების შესასრულებლად.
5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით ძირითადი საშუალებების ცვეთის დარიცხვის მეთოდად ე. წ. „ჯგუფური ნარჩენი ღირებულების“ მეთოდია დადგენილი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრულია ხუთი ჯგუფი, რომლებშიც ერთიანდებიან ძირითადი საშუალებები. ამასთან, საამორტიზაციო ანარიცხების ნორმები ერთიანია (დადგენილია) თითოეული ჯგუფებისათვის და არა ჯგუფში შემავალი ცალკეული აქტივისათვის.
6. საამორტიზაციო ანარიცხების დარიცხვის „ჯგუფური ნარჩენი ღირებულების“ მეთოდი არ მოითხოვს, რომ აქტივის მიმართ ცვეთა გაანგარიშებულ იქნეს საგადასახადო წლის განმავლობაში ძირითადი საშუალებების ფაქტობრივად გამოყენების პერიოდის პროპორციულად, ანუ საამორტიზაციო ანარიცხების ნორმა სრულად გამოიყენება როგორც საანგარიშო წლის 1 იანვარს, ასევე 30 დეკემბერს ექსპლუატაციაში შესულ აქტივთა მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ 1 იანვარს ექსპლუატაციაში შესული აქტივი გამოიყენება სრული ერთი წელი, ხოლო 30 დეკემბერს ექსპლუატაციში შესული აქტივი ეკონომიკურ საქმიანობაში (საანგარიშო წელს) გამოყენე-ბული არსებითად ვერ იქნება.
7. საქართველოს საგადასახადო კოდექსი განასხვავებს ამორტიზებად და არაამორტიზებად აქტივებს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის 37-ე ნაწილის მიხედვით არაამორტიზებადი ძირითადი საშუალება ისეთი ძირითადი საშუალებაა, რომელიც ექსპლოატაციის დროს არ კარგავს თავის ღირებულებას.
8. აქტივები, რომლებიც ექსპლოატაციის განმავლობაში არ კარგავს პირვანდელ ღირებულებას, ჩამოთვლილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილში (ამორტიზაცია არ ერიცხება მიწას, ხელოვნების ნიმუშებს, სამუზეუმო ექსპონატებს, ისტორიული მნიშვნელობის მქონე ობიექტებს (გარდა შენობა-ნაგებობისა), და სხვა არაამორტიზებად აქტივებს. არაამორტიზებად აქტივებს ამორტიზაცია არ ერიცხება და მისი შეძენის ან შექმნის ხარჯები საგადასახადო მიზნებისათვის მათი გამოყენების პერიოდში ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება. ასეთი აქტივების მიწოდების (გასხვისების) შემთხვევაში მოგება და ზარალი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 210-ე მუხლით დადგენილი წესით.
9. საგადასახადო მიზნებისათვის ამორტიზაცია არ დაერიცხება აგრეთვე საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ (სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ) ეკონომი-კური საქმიანობისათვის გამოყენებულ ძირითად საშუალებებს.
მაგალითი 1:
გადასახადის გადამხდელმა, ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების მიზნით 2006 წელს იყიდა 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელშიც გადაიხადა 20 000 ლარი.
მოცემულ პირობებში:
ვინაიდან მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს ამორტიზირებად აქტივს, მისი გამოყენების პროცესში გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მიზნებისათვის არ აქვს უფლება მიწის ფართობში გადახდილი 20 000 ლარი გამოქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან.
მაგალითი 2:
პირველი მაგალითის პირობები უცვლელია იმ განსახვავებით, რომ გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული მიწის ნაკვეთი გაყიდა 2007 წელს 25 000 ლარად.
მოცემულ პირობებში:
გადასახადის გადამხდელმა 2007 წელს ერთობლივ შემოსავალში უნდა შეიტანოს მიწის გაყიდვიდან მიღებული ნამეტი შემოსავალი (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის „ბ” ქვეპუნქტი) 5 000 ლარი (25 000-20 000).
ანალოგიური მიდგომა უნდა განხორციელდეს იმ მიწის ფართის მიმართ, რომლის ღირებულება შედის მასზე მდგარი შენობის ღირებულებაში.
10. ამორტიზაცია არ ერიცხება აგრეთვე 1000 ლარამდე ღირებულების ამორტიზაციადაქვემდებარებულ ძირითად საშუალებებს და ბიოლოგიურ აქტივს (ცხოველი ან მცენარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის 48-ე ნაწილი), მაგრამ არაამორტიზებადი ძირითადი საშუალებებისაგან განსხვავებით 1 000 ლარამდე ძირითადი საშუალებების ღირებულება მთლიანად გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ექსპლოატაციაში გადაეცა, ხოლო ბიოლოგიურ აქტივზე გაწეული ხარჯი – იმ საანგარიშო წელს, როდესაც ფაქტობრივად იქნა გაწეული.
მაგალითი 3:
გადასახადის გადამხდელმა, რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელი საანგარიშო წელს 2000 ლარად იყიდა და ოფისში განათავსა 10 საოფისე მაგიდა. ერთეულის ღირებულებამ დღგ-ის ჩათვლით შეადგინა 200 ლარი.
მოცემულ პირობებში:
გადასახადის გადამხდელმა 2 000 ლარი (მათ შორის, გადახდილი დღგ) მთლიანად უნდა გამოქვითოს იმ საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავლიდან, როდესაც განხორციელდება მისი ექსპლუატაციაში გადაცემა, მიუხედავად იმისა, რომ მიღებული ძირითადი საშუალებების ჯამური ღირებულება აღემატება 1 000 ლარს.
მაგალითი 4:
გადასახადის გადამხდელმა 2009 წელს შეიძინა 200 000 ლარის ღირებულების საჯიშე პირუტყვი, აქედან 150 000 ლარი გადაიხადა ამავე საანგარიშო წელს. 2010 წელს ოთხი გაყიდა 10 000 ლარად.
მოცემულ პირობებში:
მიუხედავად იმისა, რომ პირი შემოსავლების აღრიცხვას აწარმოებს დარიცხვის მეთოდის გამოყენებით, გადასახადის გადამხდელმა 2009 წლის ერთობლივი შემოსავლიდან უნდა გამოქვითოს ფაქტობრივად გაწეული ხარჯი (150 000 ლარი), ხოლო 2010 წელში 10 000 ლარი აიღოს ერთობლივ შემოსავალში.
11. საქართველოს საგადასახადო კოდექსი ადგენს აქტივებზე ამორტიზაციის დარიცხვის საერთო წესიდან გამონაკლისს შენობების და ნაგებობებისათვის. ამ წესის მიხედვით ისინი ერთიანდებიან მე-4 ჯგუფში, მაგრამ საამორტიზაციო ანარიცხები ერიცხება არა ჯგუფურად, არამედ თითოეულ შენობა-ნაგებობაზე ცალ-ცალკე. ამით ამ აქტივებისათვის შენარჩუნებულია მათი ინდივიდუალური ღირებულება.
მაგალითი 5:
დღგ-ის გადამხდელმა საანგარიშო წელს ეკონომიკური საქმიანობის მიზნით იყიდა და ექსპლოატაციაში შეიყვანა 170 000 ლარად (დღგ-ის გარეშე) ღირებული სამი შენობა, მათ შორის, საამქრო 100000 ლრად, საოფისე შენობა 50 000 ლარად და სასაწყობო შენობა 20 000 ლარად.
მოცემულ პირობებში:
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ შენობა-ნაგებობებზე დადგენილია ერთი და იგივე ამორტიზაციის ნორმა, საამორტიზაციო ანარიცხები მათზე გაიანგარიშება ცალ-ცალკე და იგი შეადგენს:
ა) საამქროს შენობაზე – 5 000 ლარს (100 000 X 5 %),ბ) საოფისე შენობაზე – 2 500 ლარს (50 000 X 5 %),გ) სასაწყობო შენობაზე – 1 000 ლარს (20 000 X 5 %).
გამოსაქვითი საამორტიზაციო ანარიცხი აღნიშნულ აქტივებზე ჯამურად შეადგენს 8 500 ლარს (5 000+ 2500+1 000).
12. ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება:
ა) არაამორტიზებადი ძირითადი საშუალებები;
ბ) იჯარით აღებული (გარდა ლიზინგით აღებულისა) ძირითადი საშუალებები;
გ) ძირითადი საშუალებების გადაფასებით მიღებული სხვაობა (გაზრდა ან შემცირება);
დ) 1 000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალებები;
ე) ის აქტივები, რომელთა მიმართ გადასახადის გადამხდელის მიერ გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-13 ნაწილით საამორტიზაციო ანარიცხების დადგენილი ნორმა (100 %-იანი ამორტიზაციის დარიცხვა);
ვ) ძირითადი საშუალებები, რომლებიც არ არიან ექსპლოატაციაში გადაცემული და სხვა.
13. ძირითადი საშუალების ექსპლოატაციაში შესვლამდე არსებითად შეუძლებელია იმ ღირებულების სრულად განსაზღვრა, რომლითაც აქტივი ასახულ უნდა იქნეს ჯგუფის ღირებულებით ბალანსში. შესაბამისად, ძირითადი საშუალების ექსპლოატაციაში შესვლამდე, მასზე გაწეული ხარჯები ემატება მის ღირებულებას (კაპიტალიზირდება) და ჯგუფის ღირებულებით ბალანსში ცალკე არ აისახება.
14. თითოეული ჯგუფის მიხედვით საამორტიზაციო ანარიცხების ოდენობა გამოიანგარიშება საგადასახადო წლის ბოლოს ჯგუფის ღირებულებითი ბალანსიდან (ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი გამოითვლება ცვეთის თანხის გამოკლებამდე). ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის განსაზღვრის წესი (ფორმულა) მოცემულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-6 ნაწილში.
მაგალითი 6:
2005 წლის ბოლოს პირველი ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი შეადგენს 300 000 ლარს, ამ ჯგუფის ძირითად საშუალებებზე გაანგარიშებული საამორტიზაციო ანარიცხები – 60 000 ლარს. 2006 წელს შეძენილია ხუთი სატვირთო ავტომანქანა, რომლის ღირებულება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 211-ე მუხლის შესაბამისად შეადგენს 100 000 ლარს. ამავე წელს ამ ჯგუფში რიცხული სამი სპეციალური ავტომობილი გაიყიდა 9 000 ლარად (თითოეული 3 000 ლარად).
მოცემულ პირობებში:
2006 წლის ბოლოს ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის და საამორტიზაციო ანარიცხების ოდენობის განსაზღვრის თვალსაჩინოებისათვის შეიძლება გამოყენებული იქნეს ქვემოთ მოყვანილი ცხრილი:

დასახელება
ჯგუფის ნომერი
ჯამი

1
2
3
4
5

1
2005 წლის ბოლოს ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი
300 000
0
0
0
0
300 000
2
2005 წელში დარიცხული ამორტიზაციის თანხა
60 000
0
0
0
0
60 000

3
2006 წელში დამატებული (შესყიდული) ძირითადი საშუალებების ღირებულება
100 000

0
0
0
0
100 000
4
2006 წელში რეალიზებული ძირითადი საშუალებები ღირებულება
9 000
0
0
0
0
9 000
5
2006 წელს ძირითადი საშუალებების ზღვრული ოდენობის ზემოთ გაწეული რემონტის ხარჯები
0
0
0
0
0
0
6
ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი საანგარიშო წლის ბოლოს
331 000

0
0
0
0
331 000
7
ამორტიზაციის ნორმა (%)
20%

5%
15%
X
8
ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ამორტიზაციის თანხა
66 200
0
0
0
0
66 200

2006 წლის ბოლოს პირველი ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი იქნება 331 000 ლარი, რომელიც მიიღება შემდეგი გაანგარიშებით: 2005 წლის ბოლოს პირველი ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი 300 000 ლარი მცირდება ამავე წელს ამ ჯგუფზე დარიცხული ამორტიზაციით 60 000 ლარით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილების შესაბამისად გამოსაქვითი თანხით – 0 ლარით და 2006 წლის ამ ჯგუფის ძირითადი საშუალებების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლით 9 000 ლარით. მიღებულ სხვაობას ემატება 2006 წელს ამ ჯგუფში შესატანი ძირითადი საშუალებების ღირებულება 100 000 ლარი და 2006 წელს ამ ჯგუფის ძირითად საშუალებებზე ზღვრული დონის ზევით გაწეული სარემონტო ხარჯი 0 ლარი (300 000- 60 000-0-9 000)+(100 000+0).
შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს 2006 წლის ერთობლივი შემოსავლიდან პირველი ჯგუფის მიხედვით საამორტიზაციო ანარიცხების სახით შეუძლია გამოქვითოს 66 200 ლარი.
15. ღირებულება, რომლითაც ძირითადი საშუალება უნდა აისახოს (შეტანილ იქნეს) ჯგუფის ღირებულებით ბალანსში, უნდა განისაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 211-ე მუხლის შესაბამისად, ანუ აქტივების ღირებულებაში შეიტანება მისი შეძენის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟის, დადგმის და მასზე გაწეული სხვა ხარჯები. უსასყიდლოდ (ჩუქებით) და სხვა ანალოგიური ფორმით მიღებული აქტივები ჯგუფის ღირებულებით ბალანსში აისახება საბაზრო ღირებულებით.
მაგალითი 7:
მე-6 მაგალითის პირობები უცვლელია იმ განსხვავებით, რომ 2006 წელს საწარმომ, როგორც ძირითადი საშუალება, უსასყიდლოდ მიიღო 5 სატვირთო ავტომანქანა, რომელთა საბაზრო ღირებულება შეადგენს 100 000 ლარს.
მოცემულ პირობებში:
უსასყიდლოდ მიღებული ავტომანქანების საბაზრო ღირებულება 100 000 ლარი უნდა დაემატოს ზემოაღნიშნული ცხრილის მე-3 სტრიქონის მონაცემს, ანუ აღნიშნული თანხით უნდა გაიზარდოს ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი. ამასთან, უსასყიდლოდ მიღებული ავტომანქანების საბაზრო ღირებულება ასევე უნდა დაემატოს 2006 წლის ერთობლივ შემოსავალს.
16. ჯგუფის ღირებულებით ბალანსში შეტანილი (ექსპლუატაციაში გადაცემული) ძირითად საშუალებებზე ცვეთის დარიცხვა (გამოქვითვა) შესაძლებელია განხორციელდეს მაშინაც, როდესაც ამ ძირითად საშუალებას საანგარიშო წლის განმავლობაში ფიზიკური ცვეთა არ განუცდია, საერთოდ არ უმუშავია (ცნობისათვის: 2005 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებდა ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის შემცირებას კონსერვაციის რეჟიმზე გადაყვანილი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებით).
მაგალითი 8:
გადასახადის გადამხდელს 2006 წელს არ უმუშავია და საქონლის/მომსახურების მიწოდებაც არ განუხორციელებია, ამდენად მისი ერთობლივი შემოსავალი საგადასახადო წლის მიხედვით ნულის ტოლია.
მოცემულ პირობებში:
საწარმოდან ეკონომიკური სარგებლის გასვლის ხარჯად აღიარებისათვის დადგენილი წესების დაცვით გამოსაქვითი სხვა არაპირდაპირი ხარჯების (მაგალითად: დენის, წყლის, დაცვის, ადმინისტრაციული დანახარჯები, ქონებრივი გადასახადები და ა. შ.) ანალოგიურად, 2006 წელს გამოქვითვას დაქვემდებარებულ ხარჯად უნდა იქნეს აღიარებული წლის ბოლოს ჯგუფის ღირებულების ბალანსის მიხედვით დარიცხული საამორტიზაციო ანარიცხები.
შესაბამისად, ადგილი ექნება გამოქვითვების გადამეტებას ერთობლივ შემოსავალზე (ზარალს), რომელსაც არეგულირებს საქართველოს საგადასახადო კოდექ-სის 192-ე მუხლი (ზარალის გადატანა).
17. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-6 ნაწილით ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის გაანგარიშების დადგენილი ნორმა „დამატებული ძირითადი საშუალებები“ მოიცავს როგორც შესყიდულ, წარმოებულ (შექმნილ), ლიზინგით (საფინანსო იჯარით), უზუფრუქტით (როდესაც იგი თავისი შინაარსით წარმოადგენს საქონლის მიწოდებას), ასევე უსასყიდლოდ მიღებულ და პარტნიორის მიერ კაპიტალში შეტანილ (ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ) ამორ-ტიზაციას დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებებს.
მაგალითი 9:
პარტნიორის მიერ საწარმოს 2006 წელს კაპიტალში არაფულადი შენატანის სახით გადაეცა 5 სატვირთო ავტომანქანა, რომელთა საბაზრო ღირებულება 100 000 ლარს შეადგენს.
მოცემულ პირობებში:
საწარმოს კაპიტალში გადაცემული 5 სატვირთო ავტომანქანის საბაზრო ღირებულება უნდა დაემატოს მე-6 მაგალითში მოცემული ცხრილის მე-3 სტრიქონის მონაცემს. ამასთან, მიღებული ავტომანქანების საბაზრო ღირებულება არ შეიტანება 2006 წლის ერთობლივ შემოსავალში (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლი).
18. ამორტიზაცია დაქვემდებარებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტით უვადოდ ან აქტივის სასარგებლო მომსახურების ვადაზე (მათ შორის, დარჩენილ პერიოდზე) მეტი ხნით გადაცემისას, ეს ქონება საბაზრო ღირებულებით ასახულ უნდა იქნეს ქონების მიმღების ერთობლივ შემოსავალში როგორც უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებული ქონება, ხოლო შემდგომში მასზე დარიცხული საამორტიზაციო ანარიცხები გამოიქვითოს შესაბამისი პერიოდების მიხედვით.
მაგალითი 10:
საწარმომ მეორე პირს (უზუფრუქტუარს) უვადოდ უსასყიდლო უზუფრუქტით გადასცა ნაგებობა, რომლის სასარგებლო მომსახურების ვადა 40 წელია, ხოლო მისი საბაზრო ღირებულება 600 000 ლარს შეადგენს. პირი ქონებას იყენებს ეკონომიკურ საქმიანობაში.
მოცემულ პირობებში:
იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღნიშნული ნაგებობა სრულად იქნება ამორტიზირებული, აღნიშნული ოპერაცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის დებულებების გათვალისწინებით, დაბეგვრის მიზნები-სათვის განხილულ უნდა იქნეს როგორც საწარმოსათვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონება. შესაბამისად, 600 000 ლარი უნდა ჩაირთოს საწარმოს ერთობლივ შემოსავალში, შეიქმნას შესაბამისი ჯგუფი და მისი გამოქვითვა განხორციელდეს ამორტიზაციისათვის დადგენილი წესით.
19. თუ საანგარიშო წლის განმავლობაში რომელიმე ჯგუფში რიცხული ძირითადი საშულება (საშუალებები) გაიყიდა ამ ჯგუფის ღირებულებით ბალანსზე მეტ თანხად, მაშინ ჯგუფის ღირებულება ნულს გაუტოლდება, ხოლო ნამეტი თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩაირთვება შესაბამისი წლის ერთობლივ შემოსავალში.
მაგალითი 11:
მე-6 მაგალითის პირობები უცვლელია იმ განსხვავებით, რომ გადასახადის გადამხდელმა პირველ ჯგუფში რიცხული სამი სპეციალური ავტომობილი გაყიდა ჯამურად 360 000 ლარად.
მოცემულ პირობებში:
საამორტიზაციო ანარიცხის ცხრილს ექნება შემდეგი სახე:

დასახელება
ჯგუფის ნომერი
ჯამი

1
2
3
4
5

1
2005 წლის ბოლოს ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი
300 000
0
0
0
0
300 000
2
2005 წელში დარიცხული ამორტიზაციის თანხა
60 000
0
0
0
0
60 000

3
2006 წელში დამატებული (შესყიდული) ძირითადი საშუალებების ღირებულება
100 000

0
0
0
0
100 000
4
2006 წელში რეალიზებული ძირითადი საშუალებების ღირებულება.
360 000
0
0
0
0
360 000
5
2006 წელს ძირითადი საშუალებების ზღვრული ოდენობის ზემოთ გაწეული რემონტის ხარჯები
0
0
0
0
0
0
6
ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი საანგარიშო წლის ბოლოს
0

0
0
0
0
0
7
ამორტიზაციის ნორმა (%)
20%

5%
15%
X
8
ამორტიზაციის თანხა
0
0
0
0
0
0
9
ერთობლივ შემოსავალზე დასამატებელი თანხა
20 000
0
0
0
0
20 000

შესაბამისად, 2006 წელს პირველი ჯგუფიდან გაყიდული ძირითადი საშუალებებიდან მიღებული თანხა 360 000 ლარი აღემატება ამ წლის ბოლოსათვის ამ ჯგუფის ღირებულებით ბალანსს 20 000 ლარით (300 000 – 60 000 + 100 000 – 360 000), რომელიც უნდა ჩაირთოს 2006 წლის ერთობლივ შემოსავალში და ამ ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულს გაუტოლდეს.
20. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, თუ ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი წლის ბოლოსათვის 1 000 ლარზე ნაკლებია, მასზე საამორტიზაციო ანარიცხები არ გაიანგარიშება და მთლიანად გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლებიდან, მიუხედვად ამ ჯგუფში შემავალი ძირითადი აქტივის ფიზიკურად არსებობისა.
მაგალითი 12:
მე-6 მაგალითის პირობები უცვლელია იმ განსხვავებით, რომ გადასახადის გადამხდელმა პირველ ჯგუფში რიცხული სამი სპეციალური ავტომობილი ჯამურად გაყიდა 339 600 ლარად.
მოცემულ პირობებში:
საამორტიზაციო ანარიცხების ცხრილს ექნება შემდეგი სახე:

დასახელება
ჯგუფის ნომერი
ჯამი

1
2
3
4
5

1
2005 წლის ბოლოს ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი
300 000
0
0
0
0
300 000
2
2005 წელში დარიცხული ამორტიზაციის თანხა
60 000
0
0
0
0
60 000

3
2006 წელში დამატებული (შესყიდული) ძირითადი საშუალებების ღირებულება
100 000

0
0
0
0
100 000
4
2006 წელში რეალიზებული ძირითადიდან მიღებული შემოსავალი
339 600
0
0
0
0
339 600
5
2006 წელს ძირითადი საშუალებების ზღვრული ოდენობის ზემოთ გაწეული რემონტის ხარჯები
0
0
0
0
0
0
6
ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი საანგარიშო წლის ბოლოს
0

0
0
0
0
0
7
ამორტიზაციის ნორმა (%)
20%

5%
15%
X
8
ამორტიზაციის თანხა
0
0
0
0
0
0
9
ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი თანხა

400
0
0
0
0
400
2006 წლის ბოლოს პირველი ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი (400 ლარი) რადგან 1000 ლარზე ნაკლებია, შესაბამისად იგი უნდა გამოიქვითოს ამ წლის ერთობლივი შემოსავლიდან და ამ ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულს გაუტოლდეს.
მაგალითი 13:
საწარმომ, რომელმაც ფუნქციონირება დაიწყო 2006 წელს, ამავე წელს, როგორც ძირითადი საშუალება, შეისყიდა სამი სატვირთო ავტომანქანა 30 000 ლარად, თითოეული 10 000 ლარად. ამავე წელს ერთი სატვირთო ავტომანქანა გაყიდა 28 500 ლარად, ხოლო მეორე დაზიანდა საგზაო შემთხვევის გამო და ჯართის სახით გაიყიდა 600 ლარად.
მოცემულ პირობებში:
საამორტიზაციო ანარიცხების ცხრილს ექნება შემდეგი სახე:

დასახელება
ჯგუფის ნომერი
ჯამი

1
2
3
4
5

1
2005 წლის ბოლოს ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი
0
0
0
0
0
0
2
2005 წელში დარიცხული ამორტიზაციის თანხა
0
0
0
0
0
0

3
2006 წელში დამატებული (შესყიდული) ძირითადი საშუალებების ღირებულება
30 000

0
0
0
0
30 000
4
2006 წელში რეალიზებული ძირითადი საშუალებიდან მიღებული შემოსავალი
29 100
(28500+600)
0
0
0
0
29 100
5
2006 წელს ძირითადი საშუალებების ზღვრული ოდენობის ზემოთ გაწეული რემონტის ხარჯები
0
0
0
0
0
0
6
ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი საანგარიშო წლის ბოლოს
0

0
0
0
0
0
7
ამორტიზაციის ნორმა (%)
20%

5%
15%
X
8
ამორტიზაციის თანხა
0
0
0
0
0
0
9
ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი თანხა
900
0
0
0
0
900

2006 წლის ბოლოს პირველი ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი (900 ლარი) რადგან                1 000 ლარზე ნაკლებია, იგი უნდა გამოიქვითოს ამ წლის ერთობლივი შემოსავლიდან და პირველი ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულს გაუტოლდეს.
ფიზიკურად დარჩენილი ერთი სატვირთო ავტომანქანის ღირებულება მომავალ წლებში ამორტიზაციის გაანგარიშებაში (გამოქვითვებში) მონაწილეობას აღარ მიიღებს. ამასთან, შემდგომ პერიოდებში (თუ ჯგუფში სხვა სახის ცვლილება (დამატება) არ განხორციელებულა) მისი რეალიზაციის შემთხევაში, რეალიზაციის თანხა მთლიანად შეიტანება ერთობლივ შემოსავალში.
მაგალითი 14:
მე-13 მაგალითის პირობები უცვლელია იმ დამატებით, რომ 2007 წელს საწარმომ გაყიდა მესამე სატვირთო ავტომანქანაც 25 000 ლარად.
მოცემულ პირობებში:
საწარმომ 2007 წლის ერთობლივ შემოსავალში უნდა ჩართოს სატვირთო ავტომანქანის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი 25 000 ლარი.
21. თუ ჯგუფში რიცხული ყველა ძირითადი საშუალება რეალიზებულია ან ლიკვიდირებულია და საანგარიშო წლის ბოლოს ამ ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულზე მეტია, იგი ექვემდებარება ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას.
მაგალითი 15:
მე-6 მაგალითის პირობები უცვლელია იმ განსხვავებით, რომ პირველ ჯგუფში რიცხული ყველა ძირითადი საშუალება გაიყიდა 300 000 ლარად (საბაზრო ღირებულება).
მოცემულ პირობებში:
ამ ჯგუფის ღირებულების ბალანსი 2006 წლის ბოლოსათვის იქნება 40 000 ლარი (300 000-60 000+100 000-300 000), რომელიც გამოქვითულ უნდა იქნეს ამ წლის ერთობლივი შემოსავლებიდან, რადგან ამ ჯგუფის ყველა ძირითადი საშუალება რეალიზებულია.
მაგალითი 16:
მე-6 მაგალითის პირობები უცვლელია იმ განსხვავებით, რომ პირველ ჯგუფში რიცხული ყველა ძირითადი საშუალება ლიკვიდირებულია.
მოცემულ პირობებში:
ამ ჯგუფის ღირებულების ბალანსი 2006 წლის ბოლოსათვის იქნება უცვლელი 340 000 ლარი (300 000-60 000+100 000), რომელიც გამოქვითულ უნდა იქნეს ამ წლის ერთობლივი შემოსავლებიდან, რადგან ამ ჯგუფის ყველა ძირითადი საშუალება ლიკვიდირებულია.
22. ძირითადი საშუალებების ლიკვიდაციისას (ჩამოწერისას) შესაძლებელია წარმოიშვას გარკვეული გამოყენებადი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა, რომელიც დადგენილი წესის (სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შეფასება ხდება მის თვითღირებულებასა და სარეალიზაციო ღირებულებას შორის უმცირესი თანხით – ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები 2.9-ის შესაბამისად აღრიცხულ უნდა იქნეს სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შემადგენლობაში. ამასთან, ასეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ლიკვიდირებული (გამოქვითული) ძირითადი საშუალების თავდაპირველ ღირებულებას.
23. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული დებულებები მე-4 ჯგუფის აქტივთა მიმართებაში გამოყენებულ უნდა იქნეს ცალ-ცალკე შენობების და ნაგებობების მიხედვით, რაც იმის შესაძლებლობას წარმოშობს, რომ ამ ჯგუფში საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შესაძლებელია ერთდროულად წარმოიშვას ერთობლივ შემოსავალში შესატანი და ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი თანხები.
მაგალითი 17:
საწარმოს მე-4 ჯგუფში ერიცხება შემდეგი შენობა-ნაგებობები:

დასახელება
მე-4 ჯგუფი

ნაგებობა 1
ნაგებობა 2
ნაგებობა 3
მე-4 ჯგუფის
ნაერთი

1
2005 წლის ბოლოს ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი
10000
5000
15000
30000

2
2005 წელში დარიცხული ამორტიზაციის თანხა
500
250
750
1500

3
2006 წელში ძირითადი საშუალებების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი
12000
0
14000
26000

4
ამორტიზაციის ნორმა (%)
5
5
5
5

5
ამორტიზაციის თანხა
0
237
0
237

6
ერთობლივ შემოსავალზე დასამატებელი თანხა
2500
0
0
2500

7
ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი თანხა
0
0
250
250

მოცემულ პირობებში:
იმის გამო, რომ მე-4 ჯგუფში შემავალი ცალ-ცალკე ნაგებობების მიმართ განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილებით დადგენილი პროცედურები, 2006 წლის ბოლოს ერთდროულად წარმოიშვა ერთობლივ შემოსავალში შესატანი და ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი თანხები (2500 და 250 ლარი).
24. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს გამოიყენოს დაჩქარებული ამორტიზაციის ნორმა. ამასთან, დაჩქარებული ამორტიზაციის ნორმა გამოიყენება მხოლოდ მე-2 და მე-3 ჯგუფებში აღრიცხულ ძირითად საშუალებებთან მიმართებაში. ამორტიზაციის ამ ნორმის გამოყენების შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსი გადასახადის გადამხდელს არ ავალდებულებს აღნიშნული ჯგუფების მიმართ გამოიყენოს დაჩქარებული ამორტიზაციის კონკრეტული (გაორმაგებული) ნორმა. თუმცა, იგი არ შეიძლება იყოს დაწესებულზე ნაკლები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ნორმების ორმაგ ოდენობაზე მეტი. ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ არის ვალდებული მომავალ საგადასახადო პერიოდებშიც სავალდებული წესით გამოიყენოს დაჩქარებული ამორტიზაციის ნორმა.
მაგალითი 18:
მე-2 და მე-3 ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი საანგარიშო წლის ბოლოს შეადგენს, შესაბამისად, 400 000 და 200 000 ლარს. გადასახადის გადამხდელმა გადაწყვიტა მომდევნო საანგარიშო წელს გამოიყენოს დაჩქარებული ამორტიზაციის გაორმაგებული ნორმა.
მოცემულ პირობებში:
აღნიშნული ჯგუფების მიმართ საამორტიზაციო ანარიცხები შეადგენს შესაბამისად 160 000 (400 000 X 40 %) და 32 000 ლარს (200 000 X 16 %).
მაგალითი 19:
მე-18 მაგალითის პირობები უცვლელია იმ დამატებით, რომ გადასახადის გადამხდელმა გადაწყვიტა მეორე ჯგუფის მიმართ დაჩქარებული ამორტიზაციის ნორმად გამოიყენოს 25%, ნაცვლად დაწესებული ძირითადი 20 პროცენტისა და მე-3 ჯგუფის მიმართ 10%, ნაცვლად 8 პროცენტისა.
მოცემულ პირობებში:
აღნიშნული ჯგუფების მიმართ საამორტიზაციო ანარიცხების სახით ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი თანხა შეადგენს, შესაბამისად, 100 000 (400 000 X 25%) და 20 000 ლარს (200 000 X 10 %).
25. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, ლიზინგით – ფინანსური იჯარით (საქართველოს საგადასახადო კოდექსის მუხლი 21) აქტივების მიმღებმა ასეთი აქტივები (ძირითადი საშუალებები) არ უნდა ჩართოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ შესაბამის ჯგუფებში და იგი უნდა აღრიცხოს ცალკე ჯგუფად. ამასთან, ამორტიზაციის (ცვეთის) დარიცხვის მეთოდი და ნორმა იგივე უნდა იყოს, როგორც შესაბამისი ჯგუფებისათვისაა დადგენილი. ლიზინგის საგნის მიხედვით გადასახდელი მთლიანი თანხა შედგება ძირითადი თანხისა და საიჯარო პროცენტისაგან. ლიზინგის საგნის საბალანსო ღირებულება, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს საამორტიზაციო ანარიცხების დარიცხვა, განისაზღვრება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით დისკონტირების გზით გამოყოფილი ძირითადი თანხიდან. რაც შეეხება საიჯარო პროცენტს, მისი ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვა უნდა განხორციელდეს სესხზე გადასახდელი პროცენტისათვის დადგენილი წესით, მაგრამ არა უმეტეს წლიური 24%-ისა.
მაგალითი 20:
საწარმომ 2006 წელს ლიზინგით (საფინანსო იჯარით) მიიღო გენერატორი. სალიზინგო ხელშეკრულებით მან ყოველი წლის ბოლოს უნდა გადაიხადოს სალიზინგო გადასახდელი 5 000 ლარი. სალიზინგო ხელშეკრულების ვადა 3 წელია. მოცემულ პერიოდში საბანკო კრედიტის სარგებლობის წლიური საპროცენტო განაკვეთი 15%-ია.
მოცემულ პირობებში:
მიმდინარე ღირებულების დისკონტირების ცხრილით 3-წლიან 15%-იან სესხზე დისკონტირების კოეფიციენტია 2,2832. შესაბამისად, სალიზინგო გადასახდელის მთლიანი თანხის (15000 ლარის) მიმდინარე დისკონტირებული ღირებულება იქნება 11416 (5000 X 2,2832) ლარი, ე. ი. 15000 ლარიდან საპროცენტო ხარჯი შეადგენს 3584 ლარს (15000–11416).
გენერატორი განეკუთვნება მე-3 ჯგუფში შემავალ აქტივს, რომელზედაც გათვალისწინებულია 8%-იანი ამორტიზაციის ნორმა. შესაბამისად, წარმოდგენილი მაგალითის მიხედვით, ამორტიზაციის გზით ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას ექვემდებარება 11416 ლარი, მათ შორის, 2006 წელს – 913 ლარი (11416X8%).
რაც შეეხება საიჯარო პროცენტს – 3584 ლარს, მისი ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვა უნდა განხორციელდეს სესხზე გადასახდელი პროცენტისათვის დადგენილი წესით (თითოეულ წელზე გაანგარიშებით).
თვალსაჩინოებისათვის 2006 წლის ბოლოს ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის და საამორტიზაციო ანარიცხების ოდენობის განსაზღვრისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს საამორტიზაციო ანარიცხები და გამოქვითვები ლიზინგით მიღებული ქვემომთოყვანილი ცხრილი:
ძირითადი საშუალებების მიხედვით

დასახელება
ჯგუფის ნომერი
ჯამი

1
2
3
4
5

1
ლიზინგით მიღებული ძირითადი
საშუალებების ღირებულება 2005 წლის
ბოლოს
0
0
0
0
0
0
2
2005 წელს დარიცხული ამორტიზაციის
თანხა
0
0
0
0
0
0
3
2006 წელს ლიზინგით მიღებული ძირითადი საშუალებების ღირებულება
0
0
11416
0
0
11416
4
2006 წელს ლიზინგის გამცემისათვის
დაბრუნებული ძირითადი საშუალებების ღირებულება
0
0
0
0
0
0
5
2006 წელს ძირითადი საშუალებების რემონტის ხარჯების ზღვრულ ოდენობაზე გადამეტება
0
0
0
0
0
0
6
ლიზინგით მიღებული ძირითადი
საშუალებების ღირებულება საანგარიშო
წლის ბოლოს
0
0
11416
0
0
11416
7
ლიზინგის საგნის ამორტიზაციის
ნორმა(%)
20%
20
8%
5%
15
X
8
ლიზინგის საგნის ამორტიზაციის თანხა
0
0
913
0
0
913
მაგალითი 21:
საწარმომ 2006 წელს ლიზინგით (საფინანსო იჯარით) გასცა გენერატორი. გენერატორი საწარმოს აღრიცხული ჰქონდა მე-3 ჯგუფში, რომლის ღირებულებითი ბალანსი პირობითად შეადგენდა 10 000 ლარს. სალიზინგო ხელშეკრულებით მან ყოველი წლის ბოლოს უნდა მიიღოს სალიზინგო გადასახდელი 5 000 ლარი. სალიზინგო ხელშეკრულების ვადა 3 წელია. მოცემულ პერიოდში საბანკო კრედიტის სარგებლობის წლიური საპროცენტო განაკვეთი 15%-ია.
მოცემულ პირობებში:
მიმდინარე ღირებულების დისკონტირების ცხრილით 3-წლიან 15%-იან სესხზე დისკონტირების კოეფიციენტია 2,2832. შესაბამისად, სალიზინგო გადასახდელის მთლიანი თანხის (15000 ლარის) მიმდინარე დისკონტირებული ღირებულება იქნება 11416 (5000 X 2,2832) ლარი, ე. ი. 15000 ლარიდან საპროცენტო შემოსავალი შეადგენს 3584 ლარს (15000–11416).
2006 წელს ძირითადი თანხა, საიდანაც იანგარიშება საპროცენტო შემოსავალი, შეადგენს 11416 ლარს (აქტივის ღირებულება) და, შესაბამისად, საპროცენტო შემოსავალი იქნება მისი 15%, ანუ 1712 ლარი, ხოლო 3288 ლარი (5000–1712) იქნება ძირითადი თანხის მიხედვით გადახდილი ვალდებულება.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 21-ე მუხლის მიხედვით ამორტიზაციას დაქვემდებარებული ძირითადი საშუალებების ლიზინგით გადაცემის ოპერაცია დაბეგვრის მიზნებისათვის ითვლება საქონლის მიწოდებად, ლიზინგის გამცემმა საწარმომ 11416 ლარიდან (აქტივის ღირებულება) 10 000 ლარით უნდა შეამციროს ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი და ნულს გაუტოლოს, ხოლო 1416 ლარი (11416-10000) ასახოს ერთობლივ შემოსავალში. ამასთან, საანგარიშო წელსვე შესაბამისი საპროცენტო შემოსავალი 1712 ლარი უნდა შეიტანოს ერთობლივ შემოსავალში.
2007 წელს ძირითადი თანხის მიხედვით ნარჩენი ვალდებულება იქნება 8128 ლარი (11416–3288), საპროცენტო შემოსავალი იქნება მისი 15% ანუ 1219 ლარი, ხოლო 3781 ლარი (5000–1219) იქნება ძირითადი თანხის მიხედვით გადასახდელი ვალდებულება. შესაბამისად, 2007 წელს სალიზინგო გადასახდელის სახით მისაღები 5000 ლარიდან მხოლოდ 1219 ლარი საპროცენტო შემოსავლის სახით შეიტანება ერთობლივ შემოსავალში.
2008 წელს ძირითადი თანხის ნარჩენი ვალდებულება იქნება 4347 ლარი (8128–3781), საპროცენტო შემოსავალი იქნება მისი 15% ანუ 652 ლარი, ხოლო 4348 ლარი (5000–652) იქნება ძირითადი თანხის მიხედვით გადასახდელი ვალდებულება. შესაბამისად, ამ წელს სალიზინგო გადასახდელის სახით მისაღები 5000 ლარიდან მხოლოდ 652 ლარი საპროცენტო შემოსავლის სახით შეიტანება ერთობლივ შემოსავალში.
26. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს შესყიდული, ლიზინგით მიღებული ან მის მიერ შექმნილი ამორტიზაციადაქვემდებარებული ძირითადი საშუალებების მიმართ სრულად (100%-ანი ამორტიზაციის დარიცხვით) გამოქვითოს ამ აქტივების ღირებულება (ლიზინგის შემთხვევაში დისკონტირებული ღირებულება) იმ საგადასახადო წელს, რომელშიც ძირითადი საშუალება ექსპლუატაციაში (ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენება დაიწყო) შევიდა. ამ შემთხვევაში აღნიშნული ძირითადი საშუალებები არ შეიტანება ჯგუფის ღირებულებით ბალანსში. აღნიშნული ნაწილით გათვალისწინებული ძირითადი საშუალებების მიწოდებისას (ლიზინგის შემთხვევაში დაბრუნებისას, თუ გათვალისწინებული იყო გამოსყიდვა) მიღებული ან მისაღები თანხები, ხოლო ასეთის არარსებობისას – საბაზრო ღირებულება ერთობლივ შემოსავალში ჩართვას ექვემდებარება დღგ-ის გარეშე. გამოქვითვის ასეთი ნორმის არჩევის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი ვალდებულია იგივე ნორმა გამოიყენოს შემდგომ პერიოდებში შესყიდული (წარმოებულ) და ლიზინგით მიღებული ძირითადი საშუალებების მიმართ. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უფლება არ აქვს არჩეული გამოქვითის ნორმა შეცვალოს მომდევნო 5 წლის განმავლობაში. ამასთანავე გამოქვითვის ასეთი ნორმის არჩევა უნდა მოხდეს იმ საგადასახადო წელს, როდესაც ძირითადი საშუალებები ექსპლოატაციაში შევიდა.
მაგალითი 22:
მე-20 მაგალითის პირობები იგივეა იმ განსხვავებით, რომ საწარმომ გადაწყვიტა გამოიყენოს ამორტიზაციის დარიცხვის ე. წ. 100-პროცენტიანი ნორმა.
მოცემულ პირობებში:
გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს ლიზინგით მიღებული ძირითადი საშუალების მიხედვით სალიზინგო გადასახდელის მთლიანი თანხის (15000 ლარის) მიმდინარე დისკონტირებული ღირებულება (11416 ლარი) არ შეიტანოს ჯგუფის ღირებულებით ბალანსში და იგი მთლიანად გამოქვითოს 2006 წლის ერთობლივი შემოსავლიდან, იმ პირობით, რომ მან აღნიშნული მეთოდი უნდა გამოიყენოს ამ პერიოდის შემდგომ მიღებული შესაბამისი ძირითადი საშუალებების მიმართ მომდევნო 5 წლის განმავლობაში. ამასთან, საპროცენტო ხარჯები გამოიქვითება 21-ე მაგალითში მოცემული გაანგარიშებების ანალოგიურად.
მაგალითი 23:
გადასახადის გადამხდელმა 2005 წლის იანვარში შეისყიდა 100 000 ლარად ლუდის ჩამოსასხმელი ხაზი, რომელიც ექსპლოატაციაში (ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენება დაიწყო) შევიდა ამავე წლის მარტში.
მოცემულ პირობებში:
გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს შესყიდული 100 000 ლარის ძირითადი საშუალება არ შეიტანოს ჯგუფის ღირებულებით ბალანსში და იგი მთლიანად გამოქვითოს 2005 წლის ერთობლივი შემოსავლიდან, იმ პირობით, რომ მან აღნიშნული მეთოდი უნდა გამოიყენოს ამ პერიოდის შემდგომ მიღებულ ყველა ძირითადი საშუალებების მიმართ მომდევნო 5 წლის განმავლობაში.
აღნიშნული მეთოდი გამოიყენება მხოლოდ 2005 წლის 1 იანვრის შემდეგ შესყიდულ ლიზინგით მიღებულ ან გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებულ (ამორტიზაციადაქვემდებარებულ) ძირითად საშუალებებზე.
მაგალითი 24:
23-ე მაგალითის პირობები უცვლელია იმ განსხვავებით, რომ გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული ძირითადი საშუალებები შეიძინა 2004 წლის დეკემბერში.
მოცემულ პირობებში:
გადასახადის გადამხდელს უფლება არ აქვს აღნიშნული ძირითადი საშუალებების ღირებულება გამოქვითოს მთლიანად 2005 წლის ერთობლივი შემოსავლიდან, მიუხედავად იმისა, რომ ექსპლუატაციაში (ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენება დაიწყო) შევიდა ამ წელს, რადგან შეძენა განხორციელდა 2005 წლის 1 იანვრამდე, ანუ აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის ძალაში შესვლამდე. მიღებული ძირითადი საშუალებების ღირებულება უნდა ჩაირთოს შესაბამის ჯგუფში და განხორციელდეს მასზე შესაბამისი დადგენილი წესით ამორტიზაციის დარიცხვა.
27. ცალკეულ შემთხვევებში მიღებული ძირითადი საშუალებები ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებამდე საჭიროებს რეკონსტრუქციას, ფუნქციონალური დანიშნულების შეცვლას და ა. შ. ასეთ შემთხვევაში 100%-იანი გამოქვითვის უფლება გადასახადის გადამხდელს წარმოეშობა იმ საგადასახადო წელს, როდესაც აქტივი ხელმისაწვდომი იქნება ექსპლუატაციისათვის, ანუ დაიწყება ეკონომიკური საქმიანობისათვის მისი გამოყენება.
მაგალითი 25:
საწარმომ 2006 წელს ოფისისათვის 100 000 ლარად შეიძინა ფართი, რომელშიც ადრე სასადილო ფუნქციონირებდა. ამ მიზნისათვის ამავე წელს საწარმომ სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაობის სახით 30 000 ლარი დახარჯა და მომდევნო საანგარიშო წელს გახსნა ოფისი. საწარმო ძირითადი საშუალებების ამორტიზაციის (გამოქვითვების) 100%-იან ნორმას იყენებს.
მოცემულ პირობებში:
საწარმო 2006 წელს ერთობლივი შემოსავლიდან ვერ გამოქვითავს ვერც უძრავი ქონების შეძენის (100 000 ლარი) და ვერც რეკონსტრუქციასთან დაკავშირებულ ხარჯებს (30000 ლარი).
ამასთან, აღნიშნული თანხა მთლიანად გამოიქვითება 2007 წლის (ექსპლოატაციაში გადაცემის) ერთობლივი შემოსავლიდან.
მაგალითი 26:
23-ე მაგალითის პირობები უცვლელია იმ დამატებით, რომ გადასახადის გადამხდელმა ლუდის ჩამოსასხმელი ხაზი გაყიდა მომდევნო საანგარიშო წელს 150 000 ლარად.
მოცემულ პირობებში:
ძირითადი საშუალებების მიწოდებით მიღებული (მისაღები) შემოსავალი 150 000 ლარი სრულად უნდა ჩაირთოს ამ წლის ერთობლივ შემოსავალში.
28. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-13 ნაწილის დებულებები არ ვრცელდება:
ა) არაამორტიზებად აქტივებზე;
ბ) უზუფრუქტით მიღებულ უძრავ ქონებაზე;
გ) უსასყიდლოდ (ჩუქებით) მიღებულ აქტივებზე;
დ) პარტნიორის მიერ საწარმოს კაპიტალში შეტანილ ძირითად საშუალებებზე;
ე) იჯარით აღებულ ძირითად საშუალებებზე ჩატარებული სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებით შექმნილ აქტივებზე;
მაგალითი 27:
საწარმომ 2008 წელს 200000 ლარად შეიძინა ლუდის ჩამოსასხმელი ხაზი, ამავე წელს უსასყიდლო უზუფრუქტით მიიღო 500000 ლარად ღირებული ნაგებობა და დამფუძნებლის მიერ წმინდა აქტივის გაზრდის მიზნით 400000 ლარის (საბაზრო ღირებულება) ცვეთადი აქტივი. აღნიშნული აქტივების ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენება დაიწყო ამავე წელს. 2007 წლიდან საწარმო იყენებს ამორტიზაციის დარიცხვის 100%-იან ნორმას.
მოცემულ პირობებში:
საწარმომ შეძენილი ლუდის ჩამოსახმელი ხაზის ღირებულება 200000 ლარი მთლიანად უნდა გამოქვითოს 2008 წლის ერთობლივ შემოსავლიდან. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-13 ნაწილით დადგენილი ნორმით საწარმოს არ აქვს უფლება უსასყიდლო უზუფრუქტით მიღებული და დამფუძნებლის მიერ საწარმოს კაპიტალში შეტანილ აქტივთა (900000 ლარი, 500000+-400000) მიმართ გამოიყენოს ამორტიზაციის დარიცხვის 100%-იანი ნორმა. ამდენად, უნდა შექმნას აღნიშნული აქტივის ცალკე ჯგუფები და ამორტიზაციის დარიცხვა განახორციელოს ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით