1. ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ძირითად საშუალებათა საამორტიზაციო ანარიცხები გამოიქვითება ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების მიხედვით.
2. ამორტიზაცია არ ერიცხება მიწას, ხელოვნების ნიმუშებს, სამუზეუმო ექსპონატებს, ისტორიული მნიშვნელობის მქონე ობიექტებს (გარდა შენობა-ნაგებობებისა) და სხვა არაამორტიზებად აქტივებს. ამასთანავე, ამორტიზაცია არ ერიცხება 1 000 ლარამდე ღირებულების ძირითად საშუალებას და ბიოლოგიურ აქტივს. 1 000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალება მთლიანად გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ექსპლუატაციაში გადაეცა, ხოლო ბიოლოგიურ აქტივზე გაწეული ხარჯი გამოიქვითება იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ფაქტობრივად იქნა გაწეული.
3. ძირითადი საშუალებები, რომლებიც ამორტიზაციას ექვემდებარება, ჯგუფდება ამორტიზაციის შემდეგი ნორმების მიხედვით:

ჯგუფის ნომერი
ძირითადი საშუალებები
ამორტიზაციის ნორმა, %
1
მსუბუქი ავტომობილები; ავტოსატრაქტორო ტექნიკა გზებზე გამოსაყენებლად; ავეჯი ოფისისათვის; საავტომობილო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობა; სატვირთო ავტომობილები, ავტობუსები, სპეციალური ავტომობილები და ავტომისაბმელები; მანქანები და მოწყობილობა მრეწველობის ყველა დარგისათვის, სამსხმელო წარმოებისათვის; სამჭედლო-საწნეხი მოწყობილობა; სამშენებლო მოწყობილობა; სასოფლო-სამეურნეო მანქანები და მოწყობილობა
20

2
სპეციალური ინსტრუმენტები, ინვენტარი და მოწყობილობა; კომპიუტერები, მონაცემთა დამუშავების პერიფერიული მოწყობილობები და აღჭურვილობაელექტრონული მოწყობილობა
20
3
სარკინიგზო, საზღვაო და სამდინარო სატრანსპორტო საშუალებები; ძალოვანი მანქანები და მოწყობილობა; თბოტექნიკური მოწყობილობა, ტურბინული მოწყობილობა, ელექტროძრავები და დიზელ-გენერატორები, ელექტროგადაცემისა და კავშირგაბმულობის მოწყობილობები; მილსადენები
8
4
შენობები, ნაგებობები
5
5
ამორტიზებადი აქტივები, რომლებიც შეტანილი არ არის სხვა ჯგუფებში
15

4. თითოეული ჯგუფის საამორტიზაციო ანარიცხების ოდენობა გამოიანგარიშება საგადასახადო წლის ბოლოს ჯგუფის ღირებულებითი ბალანსიდან, ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ამორტიზაციის ნორმების შესაბამისად.
5. შენობებსა და ნაგებობებს (შემდგომში – ნაგებობა) ამორტიზაცია დაერიცხება თითოეულ ნაგებობაზე ცალ-ცალკე. შესაბამისად, თითოეული ნაგებობა განიხილება, როგორც ცალკე ჯგუფი.
6. საგადასახადო წლის ბოლოსთვის ჯგუფის ღირებულებით ბალანსს შეადგენს შემდეგი წესით განსაზღვრული თანხა: საანგარიშოს წინა საგადასახადო წლის ბოლოსთვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი მცირდება საანგარიშოს წინა საგადასახადო წელს დარიცხული ამორტიზაციის თანხით და ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად წარმოებული გამოქვითვებით, რომლებსაც ემატება საან-გარიშო საგადასახადო წლის განმავლობაში ჯგუფისათვის დამატებულ ძირითად საშუალებათა (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ძირითადი საშუალებებისა) ღირებულება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 211-ე მუხლის თანახმად, აგრეთვე საანგარიშო საგადასახადო წლის განმავლობაში ძირითად საშუალებებზე გაწეული რემონტის ხარჯები ზღვრული დონის ზემოთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად და აკლდება საანგარიშო საგადასახადო წლის განმავლობაში ჯგუფის ძირითად საშუალებათა რეალიზაციის თანხა და ლიზინგით გაცემულ ძირითად საშუალებათა დისკონტირების გზით გამოყოფილი თანხა.
7. თუ საგადასახადო წლის განმავლობაში ჯგუფის ძირითად საშუალებათა რეალიზაციის თანხა აღემატება ჯგუფის ღირებულებით ბალანსს წლის ბოლოსათვის, მაშინ ნამეტი თანხა ჩაითვლება ერთობლივ შემოსავალში და ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი ნულს გაუტოლდება.
8. თუ ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის თანხა წლის ბოლოსათვის 1 000 ლარზე ნაკლებია, ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის თანხა ექვემდებარება გამოქვითვას.
9. თუ ჯგუფის ყველა ძირითადი საშუალება რეალიზებული ან ლიკვიდირებულია, ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის თანხა წლის ბოლოსათვის ექვემდებარება ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას.
10. გადასახადის გადამხდელებს უფლება აქვთ მეორე და მესამე ჯგუფზე გამოიყენონ დაჩქარებული ამორტიზაციის ნორმა, მაგრამ არა უმეტეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმების ორმაგი ოდენობისა.
11. ლიზინგით მიღებული ძირითადი საშუალებები (ლიზინგის საგანი), რომლებიც ამორტიზაციას ექვემდებარება, ჯგუფდება ცალ-ცალკე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნორმების მიხედვით.
12. ლიზინგის საგნის მიმღებისათვის ლიზინგის საგნის საბალანსო ღირებულებას შეადგენს ლიზინგის მიმღების ვალდებულების საერთო თანხიდან ბასს-ის მიხედვით დისკონტირების გზით გამოყოფილი ძირითადი თანხა. ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში ლიზინგის საგანი არსებული საბალანსო ღირებულებით უბრუნდება ლიზინგის გამცემს. ლიზინგის მიმღების საპროცენტო ხარჯი ექვემდებარება მისი ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას, ხელ-შეკრულებით გათვალისწინებული გადახდების პრო-პორციულად. საიჯარო საპროცენტო ხარჯის გამოქვითვისას გაითვალისწინება საქართველოს საგადასა-ხადო კოდექსის 179-ე მუხლის მოთხოვნები.
13. შესყიდული, ლიზინგით მიღებული ან გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებული ძირითადი საშუალებების მიმართ გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს სრულად გამოქვითოს ამ აქტივების შესყიდვის (წარმოების) ღირებულება, ლიზინგის შემთხვევაში სალიზინგო გადასახდელების დისკონტირებული ღირებულება, იმ საგადასახადო წელს, რომელშიც ძირითადი საშუალებები ექსპლუატაციაში შევიდა. აღნიშნული ძირითადი საშუალებები არ შეიტანება ამ მუხლით გათვალისწინებული ჯგუფის ღირებულებით ბალანსში; მათი მიწოდებისას (ლიზინგის შემთხვევაში დაბრუნებისას, თუ გათვალისწინებული იყო გამოსყიდვა) მიღებული ან მისაღები თანხები, ხოლო ასეთის არარსებობისას – საბაზრო ღირებულება დღგ-ის გარეშე ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ჩართვას. ამ უფლების გამოყენების შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია იგივე მეთოდი გამოიყენოს ყველა შემდგომში შესყიდული (წარმოებული), ლიზინგით მიღებული ძირითადი საშუალებების მიმართ.
14. ამ მუხლის მე-13 პუნქტის დებულება ეხება მხოლოდ მისი ძალაში შესვლის შემდეგ შესყიდულ, ლიზინგით მიღებულ ან გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებულ, ამორტიზაციას დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებებს. ამ მუხლის მე-13 პუნქტის ძალაში შესვლამდე შესყიდული, ლიზინგით მიღებული ან გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოებული ძირითადი საშუალებების მიმართ გამოიყენება ამ მუხლის პირველი – მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული პირობები. ამ მუხლის მე-13 პუნქტის დებულების გამოყენებისას გადასახადის გადამხდელს უფლება არა აქვს არჩეული გამოქვითვის ნორმა 5 წლის განმავლობაში შეცვალოს. ამასთანავე, გამოქვითვის ასეთი ნორმის არჩევა უნდა მოხდეს იმ საგადასახადო წელს, როდესაც ძირითადი საშუალებები ექსპლუატაციაში შევიდა