1. არამატერიალური აქტივების ხარჯები გამოიქვითება საამორტიზაციო ანარიცხების სახით, მათი სასარგებლო გამოყენების ვადის განმავლობაში, საანგარიშო პერიოდის პროპორციულად. თუ შეუძლებელია არამატერიალური აქტივების სასარგებლო გამოყენების ვადის განსაზღვრა, ამორტიზაციის ნორმა განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-5 ჯგუფის ძირითად საშუალებათა ამორტიზაციის ნორმის მიხედვით. არამატერიალური აქტივები აღირიცხება ცალკე ჯგუფად.
2. ამორტიზაციას დაქვემდებარებული არამატერიალური აქტივების ღირებულებაში არ შეიტანება მათი შეძენის ან წარმოების ხარჯები, თუ ისინი უკვე გამოქვითული იყო გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი მოგების (შემოსავლის) გამოანგარიშებისას
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცალკეული მუხლების გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" · რედაქცია 17.06.2010
მუხლი 7. არამატერიალური აქტივების ხარჯები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. საამორტიზაციო ანარიცხები და გამოქვითვები ძირითად საშუალებათა მიხედვით
- მუხლი 2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის გამოყენება
- მუხლი 3. ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვა
- მუხლი 4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 184-ე მუხლის გამოყენება
- მუხლი 5. გეოლოგიური კვლევებისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების მოსამზადებელი მომსახურების ხარჯები
- მუხლი 6. საქართველს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის გამოყენება
- მუხლი 8. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 189-ე მუხლის გამოყენება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცალკეული მუხლების გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე", მუხლი 7, №656, 12.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.013.646 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/86590/muxli-7/