1. ძირითადი საშუალებების ანალოგიურად ამორტიზაციის დარიცხვას ექვემდებარება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის 27-ე ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული არამატერიალური აქტივები. არამატერიალური აქტივების ხარჯები გამოიქვითება საამორტიზაციო ანარიცხების სახით და იგი აღირიცხება ცალკე ჯგუფად.
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 189-ე მუხლის მიზნებისათვის არამატერიალური აქტივები პირობითად შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად:
ა) არამატერიალური აქტივი, რომელსაც გააჩნია სასარგებლო გამოყენების ვადა;
ბ) არამატერიალური აქტივი, რომელთა სასარგებლო გამოყენების ვადა არ არის განსაზღვრული.
3. არამატერიალური აქტივების ღირებულება, რომელსაც გააჩნია სასარგებლო გამოყენების ვადა, გამოიქვითება ამორტიზაციის დარიცხვით, სასარგებლო გამოყენების ვადის განმავლობაში საანგარიშო პერიოდების პროპორციულად.
მაგალითი 1:
გადასახადის გადამხდელმა 2006 წლის 1 იანვარს 50 000 ლარად შეიძინა სავაჭრო ნიშნის გამოყენების უფლება 5 წლით.
მოცემულ პირობებში:
ვინაიდან, არამატერიალურ აქტივს განსაზღვრული აქვს სასარგებლო გამოყენების ვადა (5 წელი), გადასახადის გადამხდელმა მასზე საამორტიზაციო ანარიცხები უნდა გაიანგარიშოს საანგარიშო პერიოდ-ში მისი სასარგებლო ვადის პროპორციულად. ანუ ყოველ საანგარიშო პერიოდში (5 წლის განმავლობაში) ერთობლივი შემოსავლიდან უნდა გამოქვითოს 10 000 ლარი (50 000 : 5).
თვალსაჩინოებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქვემომთოყვანილი ცხრილი:

არამატერიალური აქტივის დასახელება და აღწერილობა
შეძენის ან წარმოების
სასარგებლო გამოყენების ვადა (წელი)
გამოქვითულია წინა პერიოდების მიხედვით (ლარი)
საამორტი-ზაციო ანარიცხი
თარიღი
თანხა (ლარი)
1
2
3
4
5
6
სავაჭრო ნიშანი
01.01.06
50 000
5
0
10 000

სულ:
10 000

4. „არამატერიალური აქტივის ხარჯი, რომელზედაც შეუძლებელია სასარგებლო გამოყენების ვადის დადგენა, გამოიქვითება საამორტიზაციო ანარიცხების სახით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-5 ჯგუფის ძირითად საშუალებათა ამორტიზაციის ნორმის მიხედვით და აღირიცხება ცალკე ჯგუფად.
მაგალითი 2:
გადასახადის გადამხდელმა 2006 წლის 1 იანვარს 50 000 ლარად შეიძინა (უვადოდ) სავაჭრო ნიშანი.
მოცემულ პირობებში:
გადასახადის გადამხდელმა შეძენილი არამატერიალური აქტივი უნდა ასახოს ცალკე ჯგუფში და საანგარიშო წელს დაარიცხოს ამორტიზაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-5 ჯგუფით განსაზღვრული საამორტიზაციო ნორმის მიხედვით 7 500 ლარი (50 000X 15%).
თვალსაჩინოებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქვემომოთყვანილი ცხრილი:

დასახელება
ლარი
1
ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი 2005 წლის ბოლოს
0
2
2005 წელს დარიცხული ამორტიზაციის თანხა
0
3
2006 წელს დამატებული (შეძენილი, წარმოებული) არამატერიალური აქტივის ღირებულება
50 000
4
2006 წელს რეალიზებული არამატერიალური აქტივების ღირებულება
0
5
ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი საანგარიშო წლის ბოლოს
50 000
6
ამორტიზაციის თანხა (სტრ.5X15%)
7 500

5. არამატერიალური აქტივის ღირებულება, რომელიც ექვემდებარება ამორტიზაციის დარიცხვას, არ მოიცავს ამ აქტივების შეძენასთან ან წარმოებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, რომელიც უკვე გამოქვითულია გადასახადის გადამხდელის მიერ.
6. არამატერიალურ აქტივებთან მიმართებაში არ გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-13 ნაწილით დადგენილი („100 %-იანი ცვეთა“) ნორმა