1. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს გეოლოგიური კვლევებისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების მოსამზადებელ სამუშაოებზე გაწეული ხარჯები ერთობლივი შემოსავლებიდან გამოქვითოს მისი ამორტიზირებად აქტივად აღიარების და შესაბამისი ამორტიზაციის დარიცხვის გზით. ასეთი ხარჯი აღირიცხება ამორტიზირებად აქტივთა ცალკე ჯგუფად და, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი ჯგუფის ამორტიზაციის ნორმის მიხედვით, გაიანგარიშება ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი საამორტიზაციო ანარიცხები.
მაგალითი 1:
საწარმომ, სასმელი წყლის მოსაპოებლად მოსამზადებელი სამუშაოებისათვის (ჭის ბურღვით სამუშაოებზე) საანგარიშო წელში დახრჯა 100 000 ლარი.
მოცემულ პირობებში:
საწარმომ 100 000 ლარი უნდა ასახოს ცალკე ჯგუფად როგორც ბუნებრივი რესურსების მოპოვების მოსამზადებელი მომსახურების ხარჯი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი ჯგუფის ღირებულების ბალანსის ნორმის გამოყენებით დაარიცხოს ამორტიზაცია 20 000 ლარის ოდენობით (100 000X20%).
2. აღნიშნული ნორმა გავრცელდება იმ არამატერიალური აქტივების ხარჯების მიმართაც, რომელიც გაწეულია ბუნებრივი რესურსების, გეოლოგიური კვლევების, დამუშავების ან ექსპლუატაციის უფლების შეძენასთან დაკავშირებით, გარდა იმ არამატერიალური აქტივებისა, რომლის გამოყენების ვადის დადგენა შესაძლებელია.
მაგალითი 2:
გადასახადის გადამხდელმა საანგარიშო პერიოდში 5 წლის ვადით შეიძინა (მოიპოვა) ბუნებრივი რესურსების მოპოვების უფლება 5 000 ლარად.
მოცემულ პირობებში:
აღნიშნულ არამატერიალური აქტივის შეძენის ხარჯების მიმართ ამორტიზაციის დარიცხვის ამ მუხლით გათვალისწინებული ნორმა, არ გამოიყენება, რადგან დადგენილია ამ აქტივის გამოყენების ვადა. მას ამორტიზაცია უნდა დაერიცხოს საანგარიშო პერიოდების პროპორციულად ანუ საანგარიშო პერიოდში 1000 ლარი (5000: 5)
მაგალითი 3:
მე-2 მაგალითის პირობები იგივეა, იმ განსხვავებით, რომ აღნიშნული უფლება შეძენილია უვადოდ.
მოცემულ პირობებში:
აღნიშნული შეძენილი აქტივის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს ამორტიზაციის დარიცხვის ამ მუხლით დადგენილი ნორმა, ანუ მას ამორტიზაცია უნდა დაერიცხოს საქართველოს საგადასახადო კოდექსი 183-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი ჯგუფის ძირითადი საშუალებების ამორტიზაციის ნორმის მიხედვით 1000 ლარი (5000X20%).
3. მოცემული წესები არ ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით აღწერილ შემთხვევებზე, რადგან ამორტიზაციის ნორმები დგინდება შესაბამისი ხელშეკრულებით.
4. გეოლოგიური კვლევებისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების მოსამზადებელი მომსახურების ხარჯების მიმართ არ გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-13 ნაწილით („100%-იანი ცვეთა“) დადგენილი ნორმა
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცალკეული მუხლების გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" · რედაქცია 17.06.2010
მუხლი 6. საქართველს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის გამოყენება
მთავარი მონაცემები
- თანხა 100 000 ლარი
- თანხა 20 000 ლარის
- თანხა 1000 ლარი
- განაკვეთი 20%
- განაკვეთი 100%
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. საამორტიზაციო ანარიცხები და გამოქვითვები ძირითად საშუალებათა მიხედვით
- მუხლი 2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის გამოყენება
- მუხლი 3. ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვა
- მუხლი 4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 184-ე მუხლის გამოყენება
- მუხლი 5. გეოლოგიური კვლევებისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების მოსამზადებელი მომსახურების ხარჯები
- მუხლი 7. არამატერიალური აქტივების ხარჯები
- მუხლი 8. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 189-ე მუხლის გამოყენება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცალკეული მუხლების გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე", მუხლი 6, №656, 12.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.013.646 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/86590/muxli-6/