1. არამატერიალური აქტივები აღრიცხვაში აისახება ნარჩენი ღირებულების გარეშე და თვითღირებულება და ამორტიზებადი ღირებულება ერთმანეთის ტოლია.
2.ბალანსზე რიცხულ არამატერიალურ აქტივებს, მათი მნიშვნელოვანი ღირებულებიდან გამომდინარე, ამორტიზაცია დაერიცხება ინდივიდუალურად, წრფივი მეთოდით, საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. ამორტიზაციის დარიცხვა წარმოებს აქტივის სასარგებლო მომსახურების ვადით განსაზღვრული ცვეთადი ღირებულებიდან.
3. არამატერიალური აქტივების ამორტიზაციის დარიცხვა მიეკუთვნება „ამორტიზაციის ხარჯის“ – „№5-42-0000 ანგარიშის დებეტს, „არამატერიალური აქტივების აკუმულირებული ამორტიზაციის“ – №1-28-5000 ძირითადი ანგარიშის შესაბამისი ქვეანგარიშების
კრედიტთან კორესპონდენციით.
4. საბიუჯეტო სახსრებით შეძენილი არამატერიალური აქტივების ამორტიზაციის ხარჯი – №5-42-0000 ანგარიშის კრედიტის ჩანაწერით ჯერ მიეკუთვნება „საანგარიშო პერიოდის ნამეტი/დეფიციტი საბიუჯეტო სახსრებით საქმიანობისათვის“ – №3-23-1000 ნომინალური ანგარიშის დებეტს, რომელიც საანგარიშო პერიოდის ბოლოს კრედიტის ჩანაწერით გადაიხურება „გაუნაწილებელი ნამეტი/დეფიციტი საბიუჯეტო სახსრებით საქმიანობისათვის“ – №3-21-1000 ანგარიშის დებეტთან კორესპონდენციი