აქტივების
აღიარების შეწყვეტა

1. არამატერიალური აქტივების ერთეულის აღიარების შეწყვეტა წარმოებს, როდესაც აქტივი არის სრულად ამორტიზებული და მისი გამოყენებიდან შეუძლებელია ეკონომიკური სარგებლის და მომსახურების პოტენციალის მიღება. სათანადო ნებართვის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების შემდეგ, წარმოებს ბალანსიდან არამატერიალური აქტივების ჩამოწერა, ბუღალტრული გატარებით: დებეტი – ანგარიში №5-95-0000 – „არამატერიალური აქტივების გაუფასურების ხარჯები“, ასევე დებეტდება ანგარიში №1-28-5000 – არამატერიალური აქტივების აკუმულირებული ამორტიზაციის“ შესაბამისი ქვეანგარიშები
(აკუმულირებული ამორტიზაციის თანხით) და „არამატერიალური აქტივების აკუმულირებული გაუფასურების ზარალის“ №1-29-4000 ძირითადი ანგარიშის შესაბამისი ქვეანგარიშები (დაგროვილი აკუმულირებული გაუფასურების ამორტიზაციის თანხით), დაკრედიტდება „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების“ – №1-24-1000 მთავარი ანგარიშის შესაბამისი ქვეანგარიშები (არამატერიალური აქტივების ისტორიული ღირებულებით).

2. არამატერიალური აქტივებით სამეურნეო ოპერაციები იდენტურია ძირითადი აქტივებით განხორციელებული ოპერაციების და ამ ოპერაციებთან დაკავშირებული ყველა არსებითი მოვლენები, ექვემდებარება გამჟღავნებას ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში.

თავი X. ფინანსურიანგარიშგე