1. ცალკეულ შემთხვევებში, არამატერიალური აქტივების რეალური ღირებულების განსაზღვრის მიზნით, მიზანშეწონილია გადაფასების მოდელის გამოყენება, კერძოდ, თუ არამატერიალური აქტივის რეალური ღირებულება არსებითად მეტია მის საბალანსო ღირებულებაზე, გადაფასების შედეგად არამატერიალური აქტივის საბალანსო ღირებულება ექვემდებარება კორექტირებას – გადაფასებულ ღირებულებამდე.
2. არამატერიალური აქტივების სამართლიანი (რეალური) ღირებულების განსაზღვრის მიზნით, ერთჯერადი გადაფასების შედეგად მათი ღირებულების ზრდა (აფასება), განიხილება კაპიტალის კორექტირებად (რეტროსპექტული გაანგარიშება) და მიეკუთვნება :
კ – „კორექტირებები ერთჯერადი გადაფასების შედეგად საბიუჯეტო სახსრებით საქმიანობისათვის“ – №3-22-3100, „არამატერიალური აქტივების“ – №1-24-0000 ძირითადი ანგარიშის შესაბამისი ქვეანგარიშების დებეტთან კორესპონდენციით.
არამატერიალური აქტივების გადაფასების შედეგად მათი ღირებულების შემცირება (ჩამოფასება) ითვლება გაუფასურებად და გატარდება: დ – 5-95-0000 – „არამატერიალური აქტივების გაუფასურების ხარჯები“, „არამატერიალური აქტივების აკუმულირებული გაუფასურების ზარალის“ – №1-29-4000 ძირითადი ანგარიშის შესაბამისი ქვეანგარიშების კრედიტთან კორესპონდენციი