1. ბალანსზე რიცხული არამატერიალური აქტივები არ წარმოადგენს კომერციული მოგების მიღების წყაროს და სსბასს 21-ის მოთხოვნების შესაბამისად, მიეკუთვნება ფულადი სახსრების არწარმომქმნელ აქტივებს.

2. სსბასს 21-ის „ფულადი სახსრების არწარმომქმნელი აქტივების გაუფასურება“ – შესაბამისად. მხარჯავი დაწესებულებები ვალდებული არიან აწარმოონ არამატერიალური აქტივების გაუფასურების შემოწმება, მისი ანაზღაურებადი ღირებულების საბალანსო ღირებულებასთან შედარების გზით, თუ არსებობს შესაძლო გაუფასურების ნიშნები.

3. ბალანსზე რიცხული არამატერიალური აქტივების დარჩენილი მომსახურების პოტენციალის დღევანდელი ღირებულების განსაზღვრა წარმოებს სათანადო სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე, შესაბამისი უფლებამოსილი პირების ბრძანების შესაბამისად, „თვითღირებულების“ მოდელით.

4. არამატერიალური აქტივების გაუფასურების ზარალი (საბალანსო ღირებულებას მინუს მომსახურების აღდგენითი ღირებულება) მიეკუთვნება „არამატერიალური აქტივების გაუფასურების ხარჯების“ – №5-95-0000 ანგარიშის დებეტს და დაკრედიტდება
მარეგულირებელი (კონტრაქტიური) ანგარიში №1-29-4000 – არამატერიალური აქტივების აკუმულირებული გაუფასურების ზარალის“ ძირითადი ანგარიშის შესაბამისი ქვეანგარიშებ