1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხარჯავი დაწესებულებები აწარმოებენ როგორც კონსოლიდირებულ, ასევე ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშგებას.
ფინანსური ანგარიშგებების წარდგენა წარმოებს სსბასს 1-ის „ფინანსური ანგარიშგების წარდგენის“ მოთხოვნების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის №24 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ“
ინსტრუქციის შესაბამისად, საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადება წარმოებს სსბასს – 35-ის
„კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების“ შესაბამისად.

2. კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება მზადდება ყველა ძირითადი პრინციპების შესაბამისად, მასზე ხელს აწერენ შესაბამისი უფლებამოსილი პირები,ანგარიშგება ითვლება დამტკიცებულად და ბარდება აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტს, დადგენილ ვადებში.

3. სახაზინო დეპარტამენტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას ამზადებს და დადგენილ ვადებში წარუდგენს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინას.

4.
კონსოლიდაციის სუბიექტებია:

ა) აფახაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი – კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება;

ბ)აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო – ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება;

გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო – კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება;

დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო – კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება;

ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება;

ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო – კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება;

ზ) იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი – კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება;

თ) ზემო აფხაზეთში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა – ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება.

5. კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადების დროს კონსოლიდაციას არ ექვემდებარება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები. ასეთ საწარმოებში ასახული წილების ასახვა წარმოებს კაპიტალ-მეთოდის გამოყენებით.

6.
ფინანსური ანგარიშგების კომპონენტებია:

ა)
„ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება“;

ბ)
„ფინანსური შედეგების ანგარიშგება“;

გ) „წმინდა აქტივების/კაპიტალის ცვლილებების შესახებ ანგარიშგება“;

დ) „ბიუჯეტისა და ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიშგება“;

ე)
„განმარტებითი შენიშვნები“.

7. სააღრიცხვო ოპერაციების დეტალიზაცია წარმოებს განმარტებითი შენიშვნების შემდეგ ფორმებში:

ფორმა №1 – „სააღრიცხვო პოლიტიკები და სხვა განმარტებითი შენიშვნები“;

ფორმა №2 – „ფულადი სახსრები და ეკვივალენტები“;

ფორმა №2/ა – „მიმდინარე ინვესტიციები და მოკლევადიანი დებიტორული დავალიანებები“;

ფორმა №3 – „მატერიალური მარაგები“;

ფორმა №4 – „სხვა მოკლევადიანი (მიმდინარე) აქტივები“;

ფორმა№5 – „გრძელვადიანი ფინანსური აქტივები“;

ფორმა №6 – „ძირითადი აქტივები“;

ფორმა №8 – „არამატერიალური აქტივები“;

ფორმა №11 – „სხვა გრძელვადიანი არაფინანსური აქტივები“;

ფორმა №12 – „მოკლევადიანი და გრძელვადიანი ფინანსური ვალდებულებები“;

ფორმა №13 – „კრედიტორული დავალიანებები, ანარიცხები და სხვა ვალდებულებები“;

ფორმა №14 – „შემოსავლები არაგაცვლითი ოპერაციებიდან“;

ფორმა №15 – „შემოსავლები გაცვლითი ოპერაციებიდან“;

ფორმა №16 – „გაუფასურების ხარჯები და გაუფასურების უკუგატარებით შემოსავლები“;

ფორმა №17 – „საოპერაციო ხარჯები“;

ფორმა №18 – „სხვადასხვა შემოსავლები და ხარჯები“;

ფორმა
№19   –   „ფულადი სახსრები გადასახადებიდან“;

ფორმა №20 – „საოპერაციო საქმიანობიდან წმინდა ფულადი სახსრების მოძრაობის შეჯერება (შედარება) ნამეტთან/დეფიციტთან“;

ფორმა №21 – „ფაქტობრივი თანხებისა და საოპერაციო, საინვესტიციო და ფინანსური საქმიანობებიდან წმინდა ფულადი სახსრების მოძრაობის შეჯერება (შედარება)“;

ფორმა №22 – სახელმწიფოს სახელით ადმინისტრირებადი კატეგორიები.

8. კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ელემენტები ექვემდებარება დეტალიზაციას განმარტებითი შენიშვნების ცხრილების სახით და ტექსტური ფორმით. ფინანსური ანგარიშგების ელემენტები ანგარიშგებაში წარმოდგენილია როგორც საანგარიშო პერიოდის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ასევე წინა საანგარიშო პერიოდის მონაცემები – შესადარისობის უზრუნველყოფის მიზნით, არსებითი მუხლები დეტალურად, ხოლო არაარსებითი მუხლები აგრეგირებულად.

9. კონსოლიდაცია წარმოებს ფინანსური ანგარიშგების ელემენტების ნაშთების დაჯამებით. კონსოლიდაციას დაქვემდებარებული სუბიექტების შიდა ოპერაციები, დებიტორული და კრედიტორული ოპერაციები ექვემდებარება გადაფარვას, ხოლო შემოსავლები და ხარჯები – ელიმინირებას (ამოთიშვას). კონსოლიდაციის პროცესში ელიმინირებას ექვემდებარება არაგაცვლითი ოპერაციებით განხორციელებული ტრანსფერები:

ა) მიმღები საბიუჯეტო ერთეულის მიერ, აქტივების მიღებით აღიარებული შემოსავლები გრანტებით და ვალდებულების აღებით აღიარებული ხარჯები გრანტებით;

ბ) გამცემი საბიუჯეტო ერთეულების მიერ, აქტივების გაცემით აღიარებული ხარჯები გრანტებით და ვალდებულებების გადაცემით აღიარებული შემოსავლები გრანტებით.

თავი XI. გარდამავალი დებულებე