1. არამატერიალური აქტივების უსასყიდლოდ მიღება, როდესაც შესაძლებელია მისი ღირებულების საიმედო შეფასება, მიეკუთვნება არაგაცვლით ოპერაციას და სსბასს 23-ის – „შემოსავალი არაგაცვლითი ოპერაციებიდან“ (გადასახადები და ტრანსფერები)
–
შესაბამისად აღიარდება, როგორც:
ა) „სასაქონლო ფორმით მიღებული კაპიტალური გრანტები“ და მიეკუთვნება შემოსავლების – №4-32-2000 ნომინალური ანგარიშის შესაბამისი სუბანგარიშის კრედიტს, „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების“ – №1-24-1000 ძირითადი ანგარიშის შესაბამისი ქვეანგარიშის დებეტთან კორესპონდენციით;
ბ) არამატერიალური აქტივების შესაძენად ან შესაქმნელად მიღებული ფულადი ტრანსფერები აღიარდება, როგორც „ფულადი ფორმით მიღებული კაპიტალური გრანტები“
და მიკუთვნება – №4-31-2000 ნომინალური ანგარიშის შესაბამისი ქვეანგარიშის კრედიტს, ფულადი სახსრების შესაბამისი ანგარიშის დებეტთან კორესპონდენციით;
გ) საანგარიშო პერიოდის ბოლოს გრანტების შემოსავლების ნომინალური ანგარიშები დებეტის ჩანაწერით მიეკუთვნება საანგარიშო პერიოდის ნამეტი/დეფიციტის ანგარიშს (კრედიტის ჩანაწერი), რომელიც პერიოდის ბოლოს (დებეტის ჩანაწერით) გაზრდის გაუნაწილებელი ნამეტი/დეფიციტის ანგარიშს (კრედიტის ჩანაწერით