1. ძირითადი აქტივების რეალიზაციის შემთხვევაში ჯერ წარმოებს ისტორიული ღირებულებიდან აკუმულირებული ცვეთის და აკუმულირებული გაუფასურების ზარალის (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
თანხების ჩამოწერა:

დ – 1-28-0000 – „აკუმულირებული ცვეთა/ამორტიზაცია“.

დ – 1-29-0000 – „გრძელვადიანი აქტივების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი“.

კ – 1-22-0000 – „ძირითადი აქტივები“.

2. გასაყიდი ძირითადი აქტივი, გაყიდვამდე, ნარჩენი ღირებულებით მიეკუთვნება „გასაყიდად გამიზნული გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების“ №1-27-4400 ანგარიშის დებეტს, „ძირითადი აქტივების“ №1-22-0000 შესაბამისი ქვეანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით.

საბალანსო ღირებულების აღიარება რეალიზაციის ხარჯად:

დ – 5-76-0000 – „გრძელვადიანი აქტივების გაყიდვასთან დაკავშირებული ხარჯები“.

კ- 1-27-4400 – „გასაყიდად გამიზნული გრძელვადიანი არაფინანსური აქტივები“.

ძირითადი აქტივის ნარჩენი სარეალიზაციო ღირებულების მოთხოვნად აღიარება:

დ – 1-13-8200 – „სხვა გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების გასვლით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) ფულადი მოთხოვნები“.

კ – 4-43-0000 – „გრძევადიანი აქტივების გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლები“.

მოთხოვნის ჩამოწერა მიეკუთვნება №1-13-8200 – „სხვა გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების გასვლით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) ფულადი მოთხოვნების“ ანგარიშის კრედიტს, №1-13-1230 – „საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ, არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით“ ანგარიშის დებეტთან კორესპონდენციით.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში (გამონაკლისია სსიპ
– აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ქონების რეალიზაცია) რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებით წარმოიქმნება ვალდებულება ბიუჯეტის წინაშე (სსიპ – აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტო),  შემოსავლები მიიმართება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში, შემოსულობების სახაზინო ანგარიშზე და აღიარდება, როგორც „შემოსულობები არაფინანსური აქტივების კლებით“ და  დადებეტდება ანგარიში – №5-51-4000 – „შიდა ტრანსფერები საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან ხაზინაში, გრძელვადიანი აქტივების გაყიდვით“, „ხაზინისათვის გადასახდელები არასაგადასახადო შემოსავლებიდან“ – №2-13-1200 ანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით.

3.
თანხის ბიუჯეტში გადარიცხვა გატარდება:

დ – 2-13-1200 – „ხაზინისათვის გადასახდელები არასაგადასახადო შემოსავლებიდან“.

კ – 1-13-1230 – „საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ, არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით“.

4. საანგარიშო პერიოდის ბოლოს ნომინალური ანგარიშები, ექვემდებარებიან გადახურვას საქმიანობის სახეების მიხედვით, საანგარიშო პერიოდის ნამეტი/დეფიციტის ნომინალურ ანგარიშებზე და შესაბამისად გაზრდიან/შეამცირებენ გაუნაწილებელი ნამეტი/დეფიციტის ანგარიშებ