1. ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივები ექვემდებარება სავალდებულო ინვენტარიზაციას, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად. ინვენტარიზაციის ჩატარების ფორმა (მატერიალური და ელექტრონული), პერიოდულობა, ვადები და საინვენტარიზაციო კომისია განისაზღვრება
უფლებამოსილი პირის
ბრძანებით.

2. ინვენტარიზაციის შედეგები მიეკუთვნება: ზედმეტობა – „კაპიტალური ტრანსფერები და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები გაცვლითი ოპერაციებით“ – №4-45-1100 ან „კაპიტალური ტრანსფერები და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები არაგაცვლითი ოპერაციებით“ – №4-45-2100 ნომინალური ანგარიშების კრედიტს, „ძირითადი აქტივების“ – №1-22-0000 ძირითადი ანგარიშის შესაბამისი ქვეანგარიშების დებეტთან კორესპონდენციით.

3. დანაკლისი ჯერ მიეკუთვნება „მოკლევადიანი (მიმდინარე) არაფულადი მოთხოვნები არაფინანსური აქტივების დანაკლისებით“ №1-15-5000 ანგარიშის დებეტს, „ძირითადი აქტივების“ №1-22-0000 ძირითადი ანგარიშის შესაბამისი ქვეანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით. თუ დადგენილია დანაკლისზე პასუხისმგებელი დამნაშავე პირი, მაშინ დანაკლისი დაეწერება „სხვა მიზნებისათვის მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები თანამშრომლებისა და ანგარიშვალდებული პირების მიმართ“ №1-13-7700 ანგარიშის დებეტს, „მოკლევადიანი (მიმდინარე) არაფულადი მოთხოვნები არაფინანსური აქტივების დანაკლისებით“ №1-15-5000 ანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით. თუ დანაკლისზე პასუხისმგებელი კონკრეტული დამნაშავე პირი არ არის ცნობილი, ინვენტარიზაციის დასრულებიდან ხუთი დღის ვადაში, შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით, მასალები გადაეცემა სამართალდამცავ ორგანოებს. თუ კონკრეტული დამნაშავის დადგენა ვერ მოხერხდა, ან სასამართლოს გადაწყვეტილებით არ მოხდა დამნაშავის მიერ მისი დაფარვა, უფლებამოსილი პირის ბრძანებით დანაკლისი ექვემდებარება ჩამოწერას და მიეკუთვნება „კაპიტალური ტრანსფერები და სხვა არაკლასიფიცირებული ხარჯები გაცვლითი ოპერაციებით“ – №5-73-2100, ან „კაპიტალური ტრანსფერები და სხვა არაკლასიფიცირებული ხარჯები არაგაცვლითი ოპერაციებით“ – №5-73-2200 ნომინალური ანგარიშის დებეტს„ „მოკლევადიანი (მიმდინარე) არაფულადი მოთხოვნები არაფინანსური აქტივების დანაკლისებით“ №1-15-5000 ანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით.

4. საანგარიშო პერიოდის ბოლოს ნომინალური ანგარიშები ექვემდებარება
გადახურვას საქმიანობის სახეების მიხედვით, საანგარიშო პერიოდის ნამეტი/დეფიციტის
ანგარიშებზე და შესაბამისად, გაიზრდება/შემცირდება გაუნაწილებელი ნამეტი/დეფიციტის ანგარიშებ