1. ძირითადი აქტივები ბუღალტრულ ბალანსში წარმოდგენილია ისტორიული ღირებულებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 2 დეკემბრის №289 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ძირითადი აქტივების ისტორიულ ღირებულებად აღიარებას დაექვემდებარა პირვანდელი (თავდაპირველი) ღირებულება, ხარჯებში ჩამოწერილი ცვეთის თანხის აღდგენის გზით, ბუღალტრული გატარებით:

ა) დ – ანგარიში №1-22-1200 – „არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობები საკუთარი მიზნებისათვის“.

კ – ანგარიში №1-28-1200 – „საკუთარი მიზნებისათვის გამოყენებული არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობების აკუმულირებული ცვეთა“.

ბ) დ – ანგარიში №1-22-2100 – „სატრანსპორტო საშუალებები“.

კ – ანგარიში №1-28-2100 – „სატრანსპორტო საშუალებების აკუმულირებული ცვეთა“.

გ) დ – ანგარიში №1-22-2210 – „საინფორმაციო, კომპიუტერული, სატელეკომუნიკაციო და სხვა დანადგარები, ავეჯი და აღჭურვა“.

კ – ანგარიში №1-28-2210 – „საინფორმაციო, კომპიუტერული, სატელეკომუნიკაციო და სხვა დანადგარების, ავეჯის და აღჭურვის აკუმულირებული ცვეთა“.

დ) დ – ანგარიში №1-22-2220 – „სხვა დანარჩენი მანქანა-დანადგარები და ინვენტარი“.

კ – ანგარიში №1-28-2220 – „სხვა დანარჩენი მანქანა-დანადგარების და ინვენტარის აკუმულირებული ცვეთა.

2. ბალანსზე რიცხულ ძირითად აქტივებს, მათი მნიშვნელოვანი ღირებულებიდან გამომდინარე, ცვეთა დაერიცხება ინდივიდუალურად, წრფივი მეთოდით, საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. ცვეთის დარიცხვა წარმოებს აქტივის სასარგებლო მომსახურების ვადით განსაზღვრული ცვეთადი ღირებულებიდან (ისტორიული ღირებულების მომსახურების დარჩენილ ვადაზე გაყოფით).

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საივენტარიზაციო კომისია ახდენს აქტივების სასარგებლო მომსახურების ვადის გადახედვას და რეკომენდაციების შემუშავებას მის გაზრდაზე ან შემცირებაზე. ასევე, ვადის დადგენას იმ აქტივებზე, რომლებზეც ვერ ხერხდება ვადის განსაზღვრა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 2 დეკემბრის №289 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“
ინსტრუქციის შესაბამისად.

4. ერთეულ(ებ)ის
მიზნებისათვის აქტივის ისტორიული ღირებულება და ცვეთადი ღირებულება ერთმანეთის ტოლია (წინასწარ არ წარმოებს ნარჩენი ღირებულების განსაზღვრა).

5. აქტივების ცვეთის დარიცხვა მიეკუთვნება „ცვეთის ხარჯის – “№5-41-0000
ანგარიშის დებეტს, ძირითადი აქტივების მარეგულირებელი (კონტრაქტიური) შემდეგი ანგარიშების კრედიტებთან კორესპონდენციით:

ანგარიში №1-28-1200 – „საკუთარი მიზნებისათვის გამოყენებული არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობების აკუმულირებული ცვეთა“;

ანგარიში
№1-28-2100 – „სატრანსპორტო საშუალებების აკუმულირებული ცვეთა“;

ანგარიში
№1-28-2210 – „საინფორმაციო, კომპიუტერული, სატელეკომუნიკაციო და სხვა დანადგარების, ავეჯის და აღჭურვის აკუმულირებული ცვეთა“;

ანგარიში №1-28-2220 – „სხვა დანარჩენი მანქანა-დანადგარების და ინვენტარის აკუმულირებული ცვეთა.

6. ძირითადი აქტივების ცვეთის ხარჯი – №5-41-0000 ანგარიშის კრედიტის ჩანაწერით ჯერ მიეკუთვნება „საანგარიშო პერიოდის ნამეტი/დეფიციტი საბიუჯეტო სახსრებით საქმიანობისათვის“ – №3-23-1000 ანგარიშის დებეტს, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოს კრედიტის ჩანაწერით ამ ანგარიშის დახურვით შემცირდება „გაუნაწილებელი ნამეტი/დეფიციტი საბიუჯეტო სახსრებით საქმიანობისათვის“ – №3-21-1000 ანგარიში (დებეტის ჩანაწერით