1. ძირითადი აქტივების ერთეულის აღიარების შეწყვეტა წარმოებს, როდესაც აქტივი არის სრულად ამორტიზებული და მისი გამოყენებიდან შეუძლებელია ეკონომიკური სარგებლის და მომსახურების პოტენციალის მიღება. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების შემდეგ, ძირითადი აქტივის ლიკვიდაციიდან მიღებული სასარგებლო ნარჩენი, შესაბამისი უფლებამოსილი პირის ბრძანებით, განსაკარგავად გადაეცემა სსიპ – აფხაზეთის ქონების განგარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტოს და კლასიფიცირდება, როგორც „იმავე დონის სახელმწიფო ერთეულებზე სასაქონლო ფორმით გაცემული მიმდინარე გრანტები“ და მიეკუთვნება ნომინალური – №5-32-1310 ანგარიშის დებეტს, №1-14-1420 – „სხვა დანარჩენი მასალები და მარაგების“ ანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით.

2. უშუალოდ ძირითადი აქტივების გადაცემა კლასიფიცირდება, როგორც „იმავე დონის სახელმწიფო ერთეულებზე სასაქონლო ფორმით გაცემული კაპიტალური გრანტები“ და მიეკუთვნება ნომინალურ – №5-32-2310 ანგარიშის დებეტს – აქტივის საბალანსო ღირებულების თანხით, ასევე დებეტდება
„აკუმულირებული ცვეთა/ამორტიზაციის“ – №1-28-0000 ძირითადი ანგარიშის შესაბამისი ქვეანგარიში (აკუმულირებული ცვეთის თანხით) და „გრძელვადიანი აქტივების აკუმულირებული გაუფასურების ზარალის „ – №1-29-0000 ძირითადი ანგარიშის შესაბამისი ქვეანგარიში (დაგროვილი აკუმულირებული გაუფასურების ზარალის თანხით – არსებობის შემთხვევაში).

კ – 1-22-0000 – „ძირითადი აქტივების“ ამსახველი შესაბამისი ანგარიში
– აქტივის თავდაპირველი (ისტორიული) ღირებულების თანხით.

3. ბალანსიდან ძირითადი აქტივების ჩამოწერის დროს დებეტდება ნომინალური ანგარიში №5-93-0000 – „ძირითადი აქტივების გაუფასურების ხარჯები“, ასევე დებეტდება ანგარიში №1-28-0000 – „აკუმულირებული ცვეთა/ამორტიზაციის“ ძირითადი ანგარიშის შესაბამისი ქვეანგარიში (აკუმულირებული ცვეთის თანხით) და „გრძელვადიანი აქტივების აკუმულირებული გაუფასურების ზარალის“ – №1-29-0000 ძირითადი ანგარიშის შესაბამისი ქვეანგარიში (დაგროვილი აკუმულირებული გაუფასურების ზარალის თანხით), დაკრედიტდება „ძირითადი აქტივების“ – №1-22-0000 მთავარი ანგარიშის შესაბამისი ქვეანგარიშები (ძირითადი აქტივების ისტორიული ღირებულებით).

4. საანგარიშო პერიოდის ბოლოს ხარჯების ამსახველი ნომინალური ანგარიშები, კრედიტის ჩანაწერით ექვემდებარებიან გადახურვას საქმიანობის სახეების მიხედვით, საანგარიშო პერიოდის ნამეტი/დეფიციტის ნომინალურ ანგარიშებზე (დებეტის ჩანაწერით).

5. საანგარიშო პერიოდის ნამეტი/დეფიციტის ანგარიშები, ასევე პერიოდის ბოლოს კრედიტის ჩანაწერით შეამცირებენ გაუნაწილებელი ნამეტი/დეფიციტის ანგარიშებს (დებეტის ჩანაწერით