1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საინვენტარიზაციო კომისია ახდენს ისეთი ძირითადი აქტივების გამოვლენას, რომელთაც ორგანიზაციისათვის არ მოაქვთ ეკონომიკური სარგებელი და განსაზღვრავს შემდგომ ღონისძიებებს ამ აქტივებთან მიმართებაში. სრულად გაცვეთილი (ამორტიზებული) და შემდგომი ექსპლოატაციისათვის გამოუსადეგარი ძირითადი აქტივები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოწერამდე, პირვანდელი ღირებულებით ექვემდებარება ასახვას ბალანსის საცნობარო მუხლში „ამორტიზებული ძირითადი აქტივები“.
2. ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივები არ წარმოადგენს კომერციული მოგების მიღების წყაროს და სსბასს 21 – „ფულადი სახსრების არწარმომქმნელი აქტივების გაუფასურების“ მოთხოვნების შესაბამისად, მიეკუთვნება ფულადი სახსრების არწარმომქმნელ აქტივებს.
3. სსბასს 21-ის „ფულადი სახსრების არწარმომქმნელი აქტივების გაუფასურების“ შესაბამისად, როდესაც სახეზეა ძირითადი აქტივის გამოყენების ეკონომიკური მაჩვენებლების არსებითი გაუარესება (ფიზიკური დაზიანების ან სხვა მოვლენების გამო),საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საინვენტარიზაციო კომისია ახორციელებს ძირითადი აქტივების ფიზიკური მდგომარეობის შემოწმებას და ადგენს შესაძლო გაუფასურებას. ასეთი აქტივი ექვემდებარება შეზღუდული სასარგებლო მომსახურების აქტივად კლასიფიცირებას. აქტივი გაუფასურებულად ითვლება, თუ გაყიდვის დანახარჯებით შემცირებული სამართლიანი (ნეტო სარეალიზაციო) ღირებულება, ან მისი გამოყენების ღირებულება (ძირითადი აქტივის დარჩენილი მომსახურების პოტენციალის დღევანდელი ღირებულება) მეტია ძირითადი აქტივის საბალანსო ღირებულებაზე.
4. ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების დარჩენილი მომსახურების პოტენციალის დღევანდელი ღირებულების განსაზღვრა წარმოებს სათანადო საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, შესაბამისი უფლებამოსილი პირის ბრძანების შესაბამისად, „აღდგენითი ღირებულების“ მეთოდით.
5. განსაკუთრებულ შემთხვევებში, შესაძლებელია „ცვეთას დაქვემდებარებული ჩანაცვლების ღირებულების“ მეთოდის გამოყენება.
6. ძირითადი აქტივების გაუფასურების ზარალი (საბალანსო ღირებულებას მინუს მომსახურების აღდგენითი ღირებულება) მიეკუთვნება „ძირითადი აქტივების გაუფასურების ხარჯების“ – №5-93-0000 ანგარიშის დებეტს და დაკრედიტდება შემდეგი მარეგულირებელი (კონტრაქტიური) ანგარიშები:
ანგარიში №1-29-1200 – „საკუთარი მიზნებისათვის გამოყენებული არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი“.
ანგარიში №1-29-2100 – „სატრანსპორტო საშუალებების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი“.
ანგარიში
№1-29-2210 –
„საინფორმაციო, კომპიუტერული, სატელეკომუნიკაციო და სხვა დანადგარების, ავეჯის და აღჭურვის აკუმულირებული გაუფასურების ზარალი“.
ანგარიში №1-29-2220 – „სხვა დანარჩენი მანქანა-დანადგარებისა და ინვენტარის აკუმულირებული გაუფასურების ზარალი