1. სსბასს 13
–
„იჯარა“
– შესაბამისად, ერთეულების მიერ, იჯარით გაცემული ძირითადი აქტივები ექვემდებარება საოპერაციო იჯარის კლასიფიკაციას და იჯარიდან მიღებული შემოსავალი აღიარდება, როგორც „არასაბაზრო დაწესებულებების მიერ განხორციელებული გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლები“ და მიეკუთვნება – №4-42-3000 ნომინალური ანგარიშის კრედიტს, „საქონლისა და მომსახურების გაყიდვებიდან მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებების“ – №1-13-6000 ანგარიშის დებეტთან კორესპონდენციით. იჯარიდან მიღებული შემოსავლები მიეკუთვნება არასაბიუჯეტო (საკუთარ) საქმიანობას და შესაბამისად მიეკუთვნება „საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ, არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით“ – №1-13-1230 ანგარიშის დებეტს, „საქონლისა და მომსახურების გაყიდვებიდან მოკლევადიანი (მიმდინარე) დავალიანებების“ – №1-13-6000 ანგარიშის კრედიტთან  კორესპონდენციით.

2. ერთეულ(ებ)ს იჯარიდან მიღებული შემოსავლის თანხით წარმოექმნება ვალდებულება ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის წინაშე. ბიუჯეტის სასარგებლოდ ვალდებულების წარმოქმნა მიეკუთვნება „შემოსავლების ამკრეფი ერთეულების მიერ ხაზინისათვის გაწეული მიმდინარე ტრანსფერებით ხარჯების – №5-52-1000 ანგარიშის დებეტს, „ხაზინისათვის გადასახდელები არასაგადასახადო შემოსავლებიდან“ – №2-13-1200 ანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით.

3. თანხის ბიუჯეტში გადარიცხვა გატარდება:

დ – 2-13-1200 – „ხაზინისათვის გადასახდელები არასაგადასახადო შემოსავლებიდან“.

კ – 1-13-1230 – „საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ, არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით“.

4. მხარჯავი დაწესებულებების მიერ საოპერაციო იჯარით აღებული ძირითადი აქტივები აღირიცხება ბალანსის საცნობარო მუხლში – „საოპერაციო იჯარით მიღებული ძირითადი აქტივები“, იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული აქტივის ღირებულებით და მათზე გაწეული დანახარჯებით. საიჯარო ხარჯების დარიცხვა მიეკუთვნება, „სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების ხარჯების“
– №5-20-9000 ნომინალური ანგარიშის დებეტს, „საქონლისა და მომსახურების მოწოდების შედეგად წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები საბიუჯეტო წლის ფარგლებში“ – №2-13-4100 ანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით. ვალდებულების დაფარვა წარმოებს ამ ანგარიშის დებეტის ჩანაწერით, ფულადი სახსრების ამსახველი შესაბამისი ანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით.

5. „საოპერაციო იჯარით მიღებული ქონების არსებითი გაუმჯობესება“ ექვემდებარება აღიარებას – №1-27-4300 ანგარიშის დებეტში, ფულადი სახსრების ან სხვა მატერიალური მარაგების ანგარიშების კრედიტთან კორესპონდენციით. საოპერაციო იჯარის აღრიცხვასთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯების ნომინალური ანგარიშები საანგარიშო პერიოდის ბოლოს ექვემდებარებიან გადახურვას საქმიანობის სახეების მიხედვით, საანგარიშო პერიოდის ნამეტი/დეფიციტის ნომინალურ ანგარიშებზე და შესაბამისად გაზრდიან/შეამცირებენ გაუნაწილებელი ნამეტი/დეფიციტის ანგარიშებ