1. ძირითადი აქტივების უსასყიდლოდ გადაცემა დაქვემდებარებულ სუბიექტებზე აღიარდება, როგორც „იმავე დონის სახელმწიფო ერთეულებზე სასაქონლო ფორმით გაცემული კაპიტალური გრანტების“ ხარჯები და მიეკუთვნება №5-32-2320 ანგარიშის დებეტს. ძირითადი აქტივების გადაცემა (ერთეულებს შორის) წარმოებს მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც ფორმდება კანონმდებლობით დადგენილი ფორმით (მიღება-ჩაბარების აქტი, შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ სათანადო მოხსენებით ბარათთან ერთად, დაუყოვნებლივ ექვემდებარება ატვირთვას ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში და გადაეცემა საფინანსო სამსახურს. ძირითადი აქტივების გამცემი ორგანიზაციის საფინანსო სამსახურს ევალება დოკუმენტებში ასახული მონაცემების რეალურობის დადასტურება).
2. ძირითადი აქტივების შესაძენად დაქვემდებარებულ სუბიექტებზე ფულადი სახსრების გადაცემა აღიარდება, როგორც „იმავე დონის სახელმწიფო ერთეულებზე ფულადი ფორმით გაცემული კაპიტალური გრანტების“ ხარჯები და მიეკუთვნება №5-31-2310 ნომინალური ანგარიშის დებეტს, „საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ მიზნობრივი დაფინანსებით ან გრანტებით ეროვნულ ვალუტაში“ – №1-13-1220 ანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციი