ფლობილი აქტივები
1. სსიპ – აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტო ახორციელებს პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებზე
(შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოები).
2. სსიპ – აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტოს მიერ ფინანსური ანგარიშგების შედგენის დროს, ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოების ფინანსური ანგარიშგებები არ ექვემდებარება კონსოლიდაციას. პარტნიორის გადაწყვეტილებით წარმოებს ამ საწარმოების ინვესტირება და მიღებული მოგების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეინვესტირება.
3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების, კერძოდ, ძირითადი აქტივების შეტანა წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში კლასიფიცირდება როგორც დაუმთავრებელი ან გასაყიდად გამიზნული/გადასაცემი ძირითადი აქტივი და მიეკუთვენება „აქტივები, რომელთა საკუთრების უფლება ჯერ არ არის მოპოვებული, ან სხვა ერთეულებზე გადასაცემადაა მიღებული/განკუთვნილი“ – №1-27-4200 ანგარიშის დებეტს, „ძირითადი აქტივების“ – №1-22-0000 ანგარიშის შესაბამისი ქვეანგარიშების კრედიტთან კორესპონდენციით. უშუალოდ ქონების გადაცემა კლასიფიცირდება როგორც „ინვესტიციები წილობრივ ინსტრუმენტებში“ და მიეკუთვნება – №1-21-2000 ანგარიშის დებეტს, „აქტივები, რომელთა საკუთრების უფლება ჯერ არ არის მოპოვებული, ან სხვა ერთეულებზე გადასაცემადაა მიღებული/განკუთვნილი“ – №1-27-4200 ანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით.
4. თუ პარტნიორის მიერ გადაცემული ქონებიდან არ წარმოებს დივიდენდის მიღება, ამ შემთხვევაში ქონების გადაცემა კლასიფიცირდება როგორც „კაპიტალური ტრანსფერები და სხვა არაკლასიფიცირებული ხარჯები არაგაცვლითი ოპერაციებით“ და მიეკუთვნება – №5-73-2000 ანგარიშის დებეტს, „აქტივები, რომელთა საკუთრების უფლება ჯერ არ არის მოპოვებული, ან სხვა ერთეულებზე გადასაცემადაა მიღებული/განკუთვნილი“ – №1-27-4200 ანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით.
5. პარტნიორი უფლებამოსილია შეუზღუდავად გაასხვისოს წილობრივად შექმნილი საწარმოების საკუთრებაში არსებული საწესდებო კაპიტალი(ქონება). საწარმოების კაპიტალიდან ამოღებული ქონება კლასიფიცირდება როგორც „აქტივები, რომელთა საკუთრების უფლება ჯერ არ არის მოპოვებული, ან სხვა ერთეულებზე გადასაცემადაა მიღებული/განკუთვნილი“ და მიეკუთვნება – №1-27-4200 ანგარიშის დებეტს, „ინვესტიციები წილობრივ ინსტრუმენტებში“ – №1-21-2000 ანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით. ქონების გადაცემა კლასიფიცირდება როგორც „სასაქონლო ფორმით გაცემული კაპიტალური გრანტები“ და მიეკუთვნება №5-32-2000, ან „“კაპიტალური ტრანსფერები და სხვა არაკლასიფიცირებული ხარჯები არაგაცვლითი ოპერაციებით“ – №5-73-2000 ანგარიშების დებეტს, „აქტივები, რომელთა საკუთრების უფლება ჯერ არ არის მოპოვებული, ან სხვა ერთეულებზე გადასაცემადაა მიღებული/განკუთვნილი“ – №1-27-4200 ანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით.
6. პარტნიორს/აქციონერს უფლება აქვს, ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი მოგების/ქონების განაწილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მიიღოს წლიური, ან შუალედური დივიდენდი, ასევე გადაწყვეტილება
მოგების რეინვესტიცირების შესახებ. დივიდენდის თანხების ამოღება ამცირებს „ინვესტიციები წილობრივ ინსტრუმენტებში“ – №1-21-2000 ანგარიშს, კრედიტის ჩანაწერით, „მოკლევადიანი (მიმდინარე) მისაღები დივიდენდების“ – №1-13-5000 ანგარიშის დებეტთან კორესპონდენციით. დივიდენდის თანხები მიიმართება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბიკურ ბიუჯეტში და მიეკუთვნება „შემოსავლების ამკრეფი ერთეულების მიერ ხაზინისათვის გაწეული მიმდინარე ტრანსფერებით ხარჯების“ – №5-52-1000 ანგარიშის დებეტს, „ხაზინისათვის გადასახდელები არასაგადასახადო შემოსავლებიდან“ – №2-13-1200 ანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით.
ვალდებულების დაფარვა აღიარდება „ხაზინისათვის გადასახდელები არასაგადასახადო შემოსავლებიდან“ – №2-13-1200 ანგარიშის დებეტში, „მოკლევადიანი (მიმდინარე) მისაღები დივიდენდების“ – №1-13-5000 ანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით. დივიდენდის თანხის რეინვესტიცირების დროს კრედიტდება ანგარიში – №1-13-5000 – „მოკლევადიანი (მიმდინარე) მისაღები დივიდენდები“, „ინვესტიციები წილობრივ ინსტრუმენტებში“ – №1-21-2000 ანგარიშის დებეტთან კორესპონდენციით.
7. ძირითადი აქტივებით ოპერაციებთან დაკავშირებული ყველა არსებითი მოვლენები, ექვემდებარება გამჟღავნებას ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში.