1. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებებს განიხილავს და გადაწყვეტილებას (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) იღებს კომისია, რომლის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგებიდან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კომისიის მიერ განსაზღვრული სახელმწიფოსთვის გადასარიცხი დივიდენდები, ამ კოდექსის დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) ცხრილის 9.1 გრაფის შესაბამისად, მთლიანად მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ კომისიას უფლება აქვს
, მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს წმინდა მოგებიდან საწარმოსათვის დატოვებული თანხების ხარჯვის მიზნობრიობის
შესახებ
.
4. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილების, გამოყენების და ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესისაგან განსხვავებულად მიმართვის შესახებ.
5. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს, რომლის აქციები განთავსებულია უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე, წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთანავე, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული საწარმოს წმინდა მოგებიდან სახელმწიფოსათვის გადასარიცხი დივიდენდების ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესისაგან განსხვავებულად მიმართვის თაობაზე.
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4210
–
ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6331 - ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
კარი
III.
სახელმწიფო
ბიუჯეტი
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6946
- 25.05.2012 კანონი №6331
- 28.10.2011 კანონი №5172
- 22.02.2011 კანონი №4210
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 261. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილება და გამოყენება 1. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებებს განიხილავს და გადაწყვეტილებას (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) იღებს კომისია, რომლის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგებიდან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კომისიის მიერ განსაზღვრული სახელმწიფოსათვისსახელმწიფოსთვის გადგადასარიცხი ა სარიცხი დივიდენდები, ამ კოდექსის დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივიმუნიციპალიტეტების თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) ცხრილის 9.1 გრაფის შესაბამისად, მთლიანად მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ კომისიას უფლება აქვს , მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს წმინდა მოგებიდან საწარმოსათვის დატოვებული თანხების ხარჯვის მიზნობრიობის შესახებ . 4. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილების, გამოყენების და ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესისაგან განსხვავებულად მიმართვის შესახებ. 5. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს, რომლის აქციები განთავსებულია უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე, წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთანავე, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული საწარმოს წმინდა მოგებიდან სახელმწიფოსათვის გადასარიცხი დივიდენდების ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესისაგან განსხვავებულად მიმართვის თაობაზე. კარი III. სახელმწიფო ბიუჯეტი თავი IV. ზოგადი ნორმები სახელმწიფო ბიუჯეტისათვის
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 47, 28/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება