1. შემოსულობები სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის ნაწილდება ამ კოდექსის დანართის შესაბამისად. ამ დანართში მითითებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და სახელმწიფო ქონების ნუსხას ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
2. ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ ბიუჯეტებში ჩარიცხული შემოსულობები ამ რესპუბლიკების სხვა დონის ბიუჯეტებს შორის ნაწილდება ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ დადგენილი წესით.
4. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საქმიანობის განხორციელებისას კონტრაქტორებისთვის დაკისრებული ჯარიმები/სანქციები/საურავები და სხვა შემოსულობები მიიმართება შესაბამის ბიუჯეტში (სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი). შესაბამის ბიუჯეტში მიიმართება აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დონორისგან მიღებული დაფინანსების ფარგლებში საქმიანობის განხორციელებისას კონტრაქტორებისთვის დაკისრებული ჯარიმები/სანქციები/საურავები, თუ დონორთან გაფორმებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4108 - სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.483
საქართველოს 2014
წლის
12 დეკემბრის
კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6946
- 12.12.2014 კანონი №2935
წინა რედაქცია (28.12.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 25. შემოსულობების ბიუჯეტებს შორის განაწილების წესი 1. შემოსულობები სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგმუნილობრცივი თვითმმპართველიტერთტეულების ბიუჯეტებს შორის ნაწილდება ამ კოდექსის დანართის შესაბამისად. ამ დანართში მითითებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და სახელმწიფო ქონების ნუსხას ადგენს საქართველოს ეკონომიკუისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2. ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები სრულად ირიცხება ადგმუნილობრცივი თვითმმპართველიტერთეულტის ბიუჯეტში. 3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ ბიუჯეტებში ჩარიცხული შემოსულობები ამ რესპუბლიკების სხვა დონის ბიუჯეტებს შორის ნაწილდება ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ დადგენილი წესით. 4. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საქმიანობის განხორციელებისას კონტრაქტორებისთვის დაკისრებული ჯარიმები/სანქციები/საურავები და სხვა შემოსულობები მიიმართება შესაბამის ბიუჯეტში (სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი). შესაბამის ბიუჯეტში მიიმართება აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დონორისგან მიღებული დაფინანსების ფარგლებში საქმიანობის განხორციელებისას კონტრაქტორებისთვის დაკისრებული ჯარიმები/სანქციები/საურავები, თუ დონორთან გაფორმებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4108 - სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.483