1. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელები არის წლიურ ბიუჯეტში პირველი თანრიგის კოდით გათვალისწინებული ასიგნება, რომელიც ცალკეულ კოდებად მოიცავს:

ა) საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებას და დაფარვას;

ბ) საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებას და დაფარვას;

გ) საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს;

დ) საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდს;

ე) საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს;

ვ) წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს;

ზ) ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემ ტრანსფერებს.

2. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების სხვა კატეგორიები შესაძლებელია განისაზღვროს წლიური ბიუჯეტით.

3. ამ
თავით
გათვალისწინებული ფონდების გარდა, სხვა საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების განმკარგავი განისაზღვრება წლიური ბიუჯეტით.

საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020