1. სახელმწიფო ბიუჯეტში იქმნება საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი. ამ, ორივე სარეზერვო ფონდის მოცულობა, ერთად აღებული, არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 1%-ს. ამ კოდექსით დადგენილი წესით სარეზერვო ფონდების მთლიანი მოცულობის გაზრდა შესაძლებელია თითოეული სარეზერვო ფონდის დამტკიცებულ მოცულობასთან შედარებით არაუმეტეს 20%-ით.
2. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად. სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდების ხარჯების მიმართულებებს განსაზღვრავენ შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავრობა დაზუსტებული ბიუჯეტით განსაზღვრული მოცულობის მიხედვით.
3. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხებს საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
4. თუ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოსაყოფი თანხა არ აღემატება 100 000 ლარს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თანხის გამოყოფის თაობაზე.
საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3114 - სსმ I, №29 22.06.2010 წ., მუხ.189
საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის კანონი №4017 – ვებგვერდი, 25.12.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.12.2018-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.12.2018 კანონი №4017
წინა რედაქცია (28.12.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 28. სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდები 1. სახელმწიფო ბიუჯეტში იქმნება საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდები. ამ, ორივე სარეზერვო ფონდის მოცულობა, ერთად აღებული, არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 21%-ს. ამ კოდექსით დადგენილი წესით სარეზერვო ფონდების მთლიანი მოცულობის გაზრდა შესაძლებელია თითოეული სარეზერვო ფონდის დამტკიცებულ მოცულობასთან შედარებით არაუმეტეს 20%-ით. 2. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად. სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდების ხარჯების მიმართულებებს განსაზღვრავენ შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავრობა დაზუსტებული ბიუჯეტით განსაზღვრული მოცულობის მიხედვით. 3. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხებს საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 4. თუ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოსაყოფი თანხა არ აღემატება 100 000 ლარს, თანხის გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თანხის გამოყოფის თაობაზე. საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3114 - სსმ I, №29 22.06.2010 წ., მუხ.189