განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/1754-18, 330310017002156774
განჩინება
საქართველოს სახელით
30 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე გელა ბადრიაშვილი
სხდომის მდივანი ხვთისო აზარაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი - თ----------–-----
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ--------------
წარმომადგენელი - ს-----------–------
მესამე პირი - საქართველოს მთავრობა
წარმომადგენელი - გ---------–--–---
მესამე პირი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლე)
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით თ--------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2017 წლის 13 ოქტომბრის N3-- ბრძანება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა თ--------------სათვის ფულადი თანხის - 10 000 ლარის გამოყოფის თაობაზე საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე დაყენება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2016 წლის 12 ოქტომბერს, თ--------------ს წარმომადგენელმა ს-----------–------მ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა გარდაცვალების თაობაზე იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა შემდეგი მონაცემებით: მ---------------ა, გარდაცვალების თარიღი - 08.08.2008 წელი.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 07 დეკემბრის N0----------- გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა მ---------------ას გარდაცვალების შესახებ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენაზე.
2016 წლის 30 დეკემბერს, თ--------------ს წარმომადგენლმა ს-----------–------მ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 07 დეკემბრის N0----------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და გარდაცვალების თაობაზე იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა შემდეგი მონაცემებით: მ---------------ა, გარდაცვალების თარიღი - 08.08.2008 წელი. საჩივარში სოფიო ალექსიძემ აღნიშნა, რომ მ---------------ა გარდაიცვალა 2008 წლის 08 აგვისტოს ქ.ცხინვალში, საომარი მოქმედებების დროს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 24 თებერვლის N0--------- გადაწყვეტილებით, თ--------------ს წარმომადგენლის - ს-----------–-----ის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 07 დეკემბრის N0----------- გადაწყვეტილება და დადგინდა მ---------------ას გარდაცვალების შესახებ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი შემდეგი მონაცემებით: მ---------------ა, დაბადების თარიღი - 1922 წელი, გარდაცვალების ადგილი - ქ.ც------–-, გარდაცვალების თარიღი - 2008 წლის 08 აგვისტო.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: დაინტერესებული მხარის - თ---------------ს და მოწმეების: ე------------ის, ა-–----------------ის, ს------------------ის ახსნა-განმარტებების თანახმად, მ---------------ა შვილებთან - ი-----–----------თან და ა-–----------------თან და მის მეუღლესთან - ბ--–----------თან ერთად ცხოვრობდა ცხინვალში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 დეკემბრის N2------ გადაწყვეტილებით, ა-–---------------ი და ბ--–----------ი გამოცხადდნენ გარდაცვლილებად და გარდაცვალების თარიღად მიეთითა 2008 წლის 8 აგვისტო. კონფლიქტის დროს - 2008 წლის 8 აგვისტოს, მ---------------ას გარდაცვალების ფაქტს ასევე ადასტურებდა სასამართლოს გადაწყვეტილების საქმის წარმოების მასალაში არსებული მოწმის - მ---------–--------ას დაკითხვის ოქმი, რომლის თანახმად, მ---------–--------ა განმარტავს, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს ე-----------თან ერთად იმყოფებოდა დაბა ურეკში, როდესაც ე--ს დაურე-- მეგობარმა და შეატყობინა მშობლებისა და ბებიის გარდაცვალების შესახებ.
საქმეში არსებული გარდაცვალების მოწმობის თანახმად, ძ--------------------–------------–- გარდაიცვალა 2008 წლის 08 აგვისტოს, თავისა და კისრის არეში ნაღმის ნამსხვრევების ნაიარევით, ნაღმ-ფეთქებადი ტრავმით, ქალაქ ცხინვალში.
2017 წლის 09 მარტს, თ--------------ს წარმომადგენელმა ს-----------–------მ განცხადებით მიმართა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას და მიუთითა, რომ 2008 წლის 08 აგვისტოს, საომარი მოქმედებების დროს, ქ.ცხინვალში, ვ-–----–----–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ჭურვის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა თ--------------ს დედა - მ---------------ა, ოჯახის წევრებთან ერთად. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 24 თებერვლის N0--------- გადაწყვეტილებით დადგინდა გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი შემდეგი მონაცემებით: მ---------------ა, დაბადების თარიღი - 1922 წელი, გარდაცვალების ადგილი - ქ.ც------–-, გარდაცვალების თარიღი - 2008 წლის 08 აგვისტო. მითითებულ გადაწყვეტილებაში დეტალურად არის აღწერილი თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა თ---------------ს დედა - მ----------------ა. განმცხადებელმა მიუთითა ,,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებისათვის ფულადი დახმარების გაწევის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს N547-ე განკარგულებაზე, რომელიც ითვალისწინებს ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით სამოქალაქო პირთა იმ ოჯახებისათვის, რომელთა ოჯახის წევრები 2008 წლის აგვისტოს თვეში განვითარებული მოვლენების შედეგად გარდაიცვალნენ. შესაბამისად, მოითხოვა მითითებული განკარგულებით გათვალისწინებული თანხის - 10000 ლარის თ--------------ს სასარგებლოდ გაცემა.
2017 წლის 19 მაისს, თ--------------ს წარმომადგენელმა ს-----------–------მ განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მოითხოვა საქართველოს მთავრობის N547-ე განკარგულების საფუძველზე თ--------------სათვის ფულადი დახმარების გაცემა. განმცხადებლის განმარტებით, საქართველოს მთავრობის N547-ე განკარგულებით გათვალისწინებული ფულადი დახმარების გაცემისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს გარდაცვლილი სამოქალაქო პირის მიზეზობრივი კავშირის არსებობა ომთან, კერძოდ, სამოქალაქო პირის გარდაცვალების მიზეზი უნდა იყოს 2008 წლის საომარი მოქმედებები. მოცემულ შემთხვევაში, თ---------------ს გარდაცვლილი დედის - მ---------------ას იდენტიფიკაციისა და მისი გარდაცვალების ფაქტის ომთან მიზეზობრივი კავშირის არსებობა დადასტურებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით და ადმინისტრაციული წარმოების მასალებით. აღნიშნული კი თანხის გაცემის წინაპირობას წარმოადგენდა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა 2017 წლის 8 აგვისტოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ,,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებისთვის ფულადი დახმარების გაწევის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს N547 განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან 2008 წლის 11 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნილია წერილი N0-------------, რომლითაც წარდგენილია სამედიცინო დაწესებულებებში გარდაცვლილ იდენტიფიცირებულ მოქალაქეთა სია, შესაბამისი დოკუმენტაციის თანხლებით.
მითითებული წერილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კვლავ გაეგზავნა სამინისტროს დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ პროგრამაში დაცული 2008 წლის 11 სექტემბრის N0------------- წერილის ასლი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2017 წლის 05 სექტემბრის N0----------- წერილობითი პასუხით განმცხადებელს ეცნობა, რომ ,,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებისთვის ფულადი დახმარების გაწევის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს N547 განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში აღრიცხულ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა იდენტიფიკაცია და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა. აღნიშნულის შესრულების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან 2008 წლის 11 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნილი იქნა წერილი N0-------------, რომლითაც წარდგენილ იქნა სამედიცინო დაწესებულებებში გარდაცვლილ იდენტიფიცირებულ მოქალაქეთა სია. მითითებული სიის შემადგენლობაში კი განცხადებაში მითითებული მოქალაქე შეყვანილი არ იყო. ამდენად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა თ--------------ს მოთხოვნა. ამასთან, განმცხადებელს განემარტა, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით შეეძლო მიემართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის.
2017 წლის 8 სექტემბერს, თ--------------ს წარმომადგენელმა ს-----------–------მ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრს და განმარტა, რომ სამინისტროს 2017 წლის 05 სექტემბერის N0----------- წერილობითი პასუხით თ-------------ს უარი ეთქვა ფულადი დახმარების - 10000 ლარის ჩარიცხვის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომების განხორციელებაზე. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა მხოლოდ ის გარემოება, რომ მ---------------ა არ იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ აღრიცხულ პირთა სიაში. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს N547-ე განკარგულება კი ითვალისწინებს ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას იმ ოჯახებისათვის, რომელთა ოჯახის წევრები 2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად გარდაიცვალნენ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 24 თებერვლის N0--------- გადაწყვეტილების თანახმად, თ--------------ს დედა - მ---------------ა სწორედ 2008 წლის აგვისტოს თვეში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაიცვალა.
ამდენად, საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს N547-ე განკარგულების საფუძველზე, თ-------------მა მოითხოვა მითითებული განკარგულებით გათვალისწინებული თანხის - 10000 (ათი ათასი) ლარის გასაცემად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2017 წლის 13 ოქტომბრის N3-- ბრძანების თანახმად, თ--------------ს წარმომადგენლის განცხადება არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: ,,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებისათვის ფულად დახმარების გაწევის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს N547-ე განკარგულების შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში აღრიცხულ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა იდენტიფიკაცია და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა, ხოლო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გამოყოფა, თითოეული ოჯახისათვის 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. ამდენად, ორგანო, რომლის კომპეტენციაც შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში აღრიცხული საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა იდენტიფიკაციას წარმოადგენდა, იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ხოლო რაც შეეხება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, არცერთი სამართლებრივი აქტი არ განსაზღვრავდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა იდენტიფიკაციის განმახორციელებელ ორგანოს. ამასთან, რაც შეეხებოდა საქმეზე წარდგენილ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 24 თებერვლის 0--------- გადაწყვეტილებას, აღნიშნულის შესაბამისად, დადგინდა გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი შემდეგი მონაცემებით: მ---------------ა, დაბადების თარიღი - 1922 წელი, გარდაცვალების ადგილი - ქ. ც------–-, გარდაცვალების თარიღი - 2008 წლის 8 აგვისტო. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, რომ მ---------------ა საომარი მოქმედებების შედეგად გარდაიცვალა ქ.ცხინვალში, 2008 წლის 08 აგვისტოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობდა მოქალაქე თ--------------ს წარმომადგენლის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2017 წლის 13 ოქტომბრის N3-- ბრძანება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შე--ვების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან თ--------------ს მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ფულადი თანხის - 10 000 ლარის გამოყოფის თაობაზე საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე დაყენების შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად უთითებს ,,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებისათვის ფულადი დახმარების გაწევის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს №547 განკარგულებას.
მითითებული განკარგულების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა.კვიტაშვილი) უნდა უზრუნველყოს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში აღრიცხულ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა იდენტიფიკაცია და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა. ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის თანახმად, ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ.გილაური) «საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ» საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, «საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს უნდა გამოუყოს შესაბამისი თანხა გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გასაცემად, თითოეული ოჯახისათვის 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის (მითითებული განკარგულებების გამოცემის დროს მოქმედი ნორმა) მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისეთი საგანგებო შემთხვევებისათვის, როგორებიცაა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი სახელმწიფო გადასახდელების დასაფინანსებლად. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდების ხარჯების მიმართულებებს განსაზღვრავენ შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავრობა, წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული მოცულობებისა და პირობების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხებს შესაბამისად პრეზიდენტის და მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს მინისტრი.
ამდენად, მითითებული განკარგულების გამოცემის დროისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა წარმოადგენდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის კომპეტენციას, თუმცა ამჟამად აღნიშნულ საკითხს კანონმდებლობა განსახვავებულად არეგულირებს. კერძოდ, ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემების შესახებ’’ საქართველოს კანონი ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს კანონით ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით“.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტში იქმნება საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდები. ორივე ფონდის მოცულობა, ერთად აღებული, არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2%-ს. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად. სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდების ხარჯების მიმართულებებს განსაზღვრავენ შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავრობა დაზუსტებული ბიუჯეტით განსაზღვრული მოცულობის მიხედვით. ხოლო ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხებს საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. თუ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოსაყოფი თანხა არ აღემატება 100 000 ლარს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თანხის გამოყოფის თაობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ითხოვს 10 000 ლარის გამოყოფას. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 28-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, აღნიშნული თანხის გამოყოფა უნდა მოხდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარდგინების საფუძველზე.
საქმის მასალების თანახმად, თ--------------ს წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრს და განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს N547-ე განკარგულება ,,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებისათვის ფულადი დახმარების გაწევის შესახებ’’ ითვალისწინებს ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით სამოქალაქო პირთა იმ ოჯახებისათვის, რომელთა ოჯახის წევრები 2008 წლის აგვისტოს თვეში განვითარებული მოვლენების შედეგად გარდაიცვალნენ. განმცხადებელმა წარადგინა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 24 თებერვლის N0--------- გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი შემდეგი მონაცემებით: მ---------------ა, დაბადების თარიღი - 1922 წელი, გარდაცვალების ადგილი - ქ. ც------–-, გარდაცვალების თარიღი - 2008 წლის 08 აგვისტო და მიუთითა, რომ გადაწყვეტილებაში დეტალურად იყო აღწერილი, თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა თ--------------ს დედა - მ---------------ა. მ---------------ა სწორედ 2008 წლის აგვისტოს თვეში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაიცვალა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს N547-ე განკარგულების საფუძველზე, თ-------------მა მოითხოვა დედის - მ---------------ას გარდაცვალებიდან გამომდინარე, მითითებული განკარგულებით გათვალისწინებული თანხის 10000 (ათი ათასი) ლარის გასაცემად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება - თანხის გამოყოფის მიზნით საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე დაყენება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2017 წლის 13 ოქტომბრის N3-- ბრძანების თანახმად, თ--------------ს წარმომადგენლის განცხადება არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: ,,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებისათვის ფულად დახმარების გაწევის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს N547-ე განკარგულების შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში აღრიცხულ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა იდენტიფიკაცია და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა. ხოლო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს 2008 წლის სახელწმიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გამოყოფა, თითოეული ოჯახისათვის 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ორგანო, რომლის კომპეტენციასაც შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში აღრიცხული საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა იდენტიფიკაცია წარმოადგენდა, იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ ყურადღება გაამახვილა სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 24 თებერვლის 0--------- გადაწყვეტილებაზე და მიუთითა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მითითებული გადაწყვეტილებით ვერ დაადასტურა მ---------------ას 2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვალების ფაქტი. აღნიშნული კი გამორიცხავდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მისი ოჯახის წევრის სასარგებლოდ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესაძლებლობას.
ამდენად, გასაჩივრებული აქტის შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარდგინებით მიმართვაზე უარი განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ არ დგინდებოდა მ---------------ას საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვალების ფაქტი (არ იყო შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში აღრიცხული, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილი პირი). სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს №547 განკარგულების საფუძველზე, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს გარდაცვლილი პირის გარდაცვალების ფაქტსა და საომარ მოქმედებებს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა, თუმცა არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია მ---------------ას შემთხვევაში აღნიშნული მიზეზობრივი კავშირის არარსებობის შესახებ. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის მიერ სასამართლო სხდომაზე გაჟღერებული არგუმენტი, რომ მ---------------ა არ იყო საქართველოს მოქალაქე, რის გამოც თითქოს მისი საკითხი ვერ მოექცევა საქართველოს მთავრობის მითითებული განკარგულების რეგულაციაში, ვინაიდან საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს №547 განკარგულება ითვალისწინებს შესაბამისი თანხის გაცემას გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებისათვის.
როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშია მითითებული, საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა, რომ მ---------------ა გარდაიცვალა 2008 წლის 08 აგვისტოს, ქალაქ ცხინვალში. საყოველთაოდ ცნობილ ფაქტს წარმოადგენს ის გარემოება, თუ რა მოვლენები განვითარდა 2008 წლის აგვისტოში ც------–-ს რეგიონში. შესაბამისად, აღნიშნულ პირობებში, დაუშვებელია მოსარჩელისთვის მოთხოვილი იქნეს მტკიცებულებათა მაღალი ხარისხი, რამდენადაც მათი წარმოდგენის შეუძლებლობა გამოწვეულია ისეთი ობიექტური მიზეზებით, როგორიცაა საომარი მოქმედებების არსებობა. ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ც------–-ს რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიას და მასზე საქართველოს იურისდიქციის გავრცელება შეზღუდულია, რის გამოც, არათუ მოსარჩელე, სახელმწიფოც, მათ შორის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მოკლებულია შესაძლებლობას მოიპოვოს მტკიცებულებები ქალაქ ც------–-ს სამედიცინო დაწესებულებიდან მ---------------ას გარდაცვალების მიზეზების შესახებ.
მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 24 თებერვლის N0--------- გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დადგინდა გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი შემდეგი მონაცემებით: მ---------------ა, დაბადების თარიღი - 1922 წელი, გარდაცვალების ადგილი - ქ.ც------–-, გარდაცვალების თარიღი - 2008 წლის 08 აგვისტო. მითითებულ გადაწყვეტილებაში დეტალურად არის აღწერილი, თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა თ--------------ს დედა - მ---------------ა. იგი გარდაიცვალა 2008 წლის აგვისტოს თვეში განვითარებული მოვლენების შედეგად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მითითებით, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ გააჩნია დედის - მ---------------ას გარდაცვალების მიზეზების დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულებები, ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებების მოპოვება ამ ეტაპზე ობიექტური მიზეზების გამო შეუძლებელია, გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ წარმოადგენს იმ სათანადო მტკიცებულებას, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს სადავო საკითხის გადაწყვეტა - მ---------------ას გარდაცვალების ფაქტსა და საომარ მოქმედებებს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე–2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანასთა სამინისტრომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და თ-------------ს დაუსაბუთებლად უთხრა უარი მისი უფლების რეალიზებაზე. შესაბამისად, თ--------------ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე - ერთჯერადი დახმარების გაცემის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაზე ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი უარი, უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. ამდენად, იმისთვის, რომ სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედება უკანონოდ მიიჩნიოს, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების (უმოქმედობის) კანონშეუსაბამობა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უსაფუძვლოდ ეთქვა თ-------------ს უარი ქმედების განხორციელების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ თ--------------ს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა თ---------------ს სასარგებლოდ ფულადი თანხის გამოყოფის თაობაზე საკითხი წარედგინა მთავრობის წინაშე ,,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებისთვის ფულადი დახმარების გაწევის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს N547 განკარგულების შესაბამისად.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ ერთადერთი სამართლებრივი საფუძველი, რომელზეც თ-------------- თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს, არის საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებისათვის ფულადი დახმარების გაწევის შესახებ“ N547 განკარგულება. ამდენად, სასამართლოს სწორედ აღნიშნული განკარგულების ფაქტობრივი მოცემულობა და განკარგულებით დადგენილი წინაპირობების არსებობა უნდა შეემოწმებინა გადაწყვეტილების მიღებისას.
ხსენებული განკარგულებით გასაცემი ფულადი თანხები გათვალისწინებული იყო „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო მოქმედი კანონმდებლობით, სარეზერვო ფონდებიდან თანხის გამოყოფის საკითხი რეგულირდება „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესახებ“ საქართველოს კანონის 280-ე მუხლით, რომლის მე-4 პუქნტის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოსაყოფი თანხა არ აღემატება 10 000 ლარს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თანხის გამოყოფის თაობაზე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სამინისტროს მიერ ფულადი თანხის გამოყოფის თაობაზე საქართველოს მთავრობის წინაშე საკითხის დაყენების აუცილებელ პირობას წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახებისათვის ფულადი დახმარების გაწევის შესახებ“ N547 განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად, ინფორმაციის წარდგენა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების მოთხოვნა. სამინისტროში ადმინისტრაციული წარმოების დროს კი, მთავრობის განკარგულების არცერთი მოთხოვნა არ იყო სახეზე, შესაბამისად, სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას ფულადი თანხის გამოყოფის თაობაზე საკითხი დაეყენებინა საქართველოს მთავრობის წინაშე.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 24 თებერვლის N0--------- გადაწყვეტილებით დადგინდა გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი შემდეგი მონაცემებით: სახელი და გვარი - მ---------------ა, დაბადების თარიღი - 1922 წელი, გარდაცვალების ადგილი - ქ.ც------–-, გარდაცვალების თარიღი - 2018 წლის 08 აგვისტო. ამ მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მ---------------ა საომარი მოქმედებების შედეგად გარდაიცვალა 2008 წელს.
აპელანტი ასევე მიუთითებს, რომ დღეისათვის მოქმედი არცერთი სამართლებრივი აქტი არ განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა იდენტიფიკაციის განმახორციელებელ ორგანოს. ამდენად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2017 წლის 13 ოქტომბრის N3-- ბრძანება გამოსცა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და ის სრულად შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
აპელანტის მოსაზრებით, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 90-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ადგენს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს, კერძოდ, პირის განსაზღვრულ დროსა და ვითარებაში გარდაცვალების ფაქტს იმისდა მიუხედავად, არის თუ არა გარდაცვლილი პირი საქართველოს მოქალაქე. ამასთან საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახებისათვის ფულადი დახმარების გაწევის შესახებ“ N547 განკარგულება ცალსახად მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს მოიაზრებს. შესაბამისად, აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა შეეფასებინა მ---------------ას სამართლებრივი მდგომარეობა და მისი კავშირი საქართველოს სახელმწიფოსთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახებისათვის ფულადი დახმარების გაწევის შესახებ“ N547 განკარგულების შესაბამისად, არ არსებობს ფულადი თანხის გამოყოფის თაობაზე საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე დაყენების საფუძველი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს:
ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
სააპელაციო სასამართლო აპელანტის ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 12 ოქტომბერს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს განცხადებით მიმართა თ--------------ს წარმომადგენელმა ს-----------–------მ და მოითხოვა გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა შემდეგი მონაცემებით: მ---------------ა, გარდაცვალების თარიღი - 08.08.2008 წელი.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 07 დეკემბრის N0----------- გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა მ---------------ას გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენაზე.
2016 წლის 30 დეკემბერს, თ--------------ს წარმომადგენლმა ს-----------–------მ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მოითხოვა თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 07 დეკემბრის N0----------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მ---------------ას გარდაცვალების თაობაზე იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა შემდეგი მონაცემებით: მ---------------ა, გარდაცვალების თარიღი - 08.08.2008 წელი. საჩივარში სოფიო ალექსიძემ აღნიშნა, რომ მ---------------ა გარდაიცვალა 2008 წლის 08 აგვისტოს ქ.ცხინვალში, საომარი მოქმედებების დროს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 24 თებერვლის N0--------- გადაწყვეტილებით, თ--------------ს წარმომადგენლის - ს-----------–-----ის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 07 დეკემბრის N0----------- გადაწყვეტილება და დადგინდა გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი შემდეგი მონაცემებით: მ---------------ა, დაბადების თარიღი - 1922 წელი, გარდაცვალების ადგილი - ქ. ც------–-, გარდაცვალების თარიღი - 2008 წლის 08 აგვისტო.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: დაინტერესებული მხარის - თ---------------ს და მოწმეების: ე------------ის, ა-–----------------ის, ს------------------ის ახსნა-განმარტებების თანახმად, მ---------------ა შვილებთან - ირაკლი კოზაევთან და ა-–----------------თან და მის მეუღლესთან - ბ--–----------თან ერთად ცხოვრობდა ცხინვალში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 დეკემბრის N2------ გადაწყვეტილებით, ა-–---------------ი და ბ--–----------ი გამოცხადდნენ გარდაცვლილებად და გარდაცვალების თარიღად მიეთითა 2008 წლის 8 აგვისტო. 2008 წლის 8 აგვისტოს კონფლიქტის დროს მ---------------ას გარდაცვალების ფაქტს ასევე ადასტურებდა სასამართლოს გადაწყვეტილების საქმის წარმოების მასალაში არსებული მოწმის - მ---------–--------ას დაკითხვის ოქმი, რომლის თანახმად, მ---------–--------ა განმარტავს, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს ე-----------თან ერთად იმყოფებოდა დაბა ურეკში როდესაც ე--ს დაურე-- მეგობარმა და შეატყობინა მშობლებისა და ბებიის გარდაცვალების შესახებ (ტ.1. ს.ფ. 14-17).
საქმეში არსებული გარდაცვალების მოწმობის თანახმად, ძ--------------------–------------–- გარდაიცვალა 2008 წლის 08 აგვისტოს, თავისა და კისრის არეში ნაღმის ნამსხვრევების ნაიარევით, ნაღმ-ფეთქებადი ტრავმით, ქალაქ ცხინვალში (ტ.1., ს.ფ. 48-49).
2017 წლის 09 მარტს, თ--------------ს წარმომადგენელმა ს-----------–------მ განცხადებით მიმართა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას და მიუთითა, რომ 2008 წლის 08 აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს, ქ.ცხინვალში, ვ-–----–----–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ჭურვის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა თ--------------ს დედა - მ---------------ა, ოჯახის წევრებთან ერთად. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 24 თებერვლის N0--------- გადაწყვეტილებით დადგინდა გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი შემდეგი მონაცემებით: მ---------------ა, დაბადების თარიღი - 1922 წელი, გარდაცვალების ადგილი - ქ.ც------–-, გარდაცვალების თარიღი - 2008 წლის 08 აგვისტო. მითითებულ გადაწყვეტილებაში დეტალურად არის აღწერილი თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა თ--------------ს დედა - მ----------------ა. განმცხადებელმა მიუთითა ,,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებისათვის ფულადი დახმარების გაწევის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს N547-ე განკარგულებაზე, რომელიც ითვალისწინებს ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით სამოქალაქო პირთა იმ ოჯახებისათვის, რომელთა ოჯახის წევრები 2008 წლის აგვისტოს თვეში განვითარებული მოვლენების შედეგად გარდაიცვალნენ. შესაბამისად, მოითხოვა მითითებული განკარგულებით გათვალისწინებული თანხის - 10000 ლარის თ--------------ს სასარგებლოდ გაცემა (ტ.1. ს.ფ. 18-19).
2017 წლის 19 მაისს, თ--------------ს წარმომადგენელმა ს-----------–------მ განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს მთავრობის N547-ე განკარგულების საფუძველზე მოითხოვა თ--------------სათვის ფულადი დახმარების გაცემა. განმცხადებლის განმარტებით, საქართველოს მთავრობის N547-ე განკარგულებით გათვალისწინებული ფულადი დახმარების გაცემისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს გარდაცვლილი სამოქალაქო პირის მიზეზობრივი კავშირის არსებობა ომთან, კერძოდ, სამოქალაქო პირის გარდაცვალების მიზეზი უნდა იყოს 2008 წლის საომარი მოქმედებები. მოცემულ შემთხვევაში, თ--------------ს გარდაცვლილი დედის - მ---------------ას იდენტიფიკაციისა და მისი გარდაცვალების ფაქტის ომთან მიზეზობრივი კავშირის არსებობა დადასტურებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით და ადმინისტრაციული წარმოების მასალებით. აღნიშნული კი თანხის გაცემის წინაპირობას წარმოადგენდა (ტ.1. ს.ფ. 20-21).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა 2017 წლის 8 აგვისტოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ,,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებისთვის ფულადი დახმარების გაწევის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს N547 განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან 2008 წლის 11 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნილია წერილი N0-------------, რომლითაც წარდგენილია სამედიცინო დაწესებულებებში გარდაცვლილ იდენტიფიცირებულ მოქალაქეთა სია, შესაბამისი დოკუმენტაციის თანხლებით.
მითითებული წერილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კვლავ გაეგზავნა სამინისტროს დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ პროგრამაში დაცული 2008 წლის 11 სექტემბრის N0------------- წერილის ასლი (ტ.1. ს.ფ. 107-108).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2017 წლის 05 სექტემბრის N0----------- წერილობითი პასუხით განმცხადებელს ეცნობა, რომ ,,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებისთვის ფულადი დახმარების გაწევის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს N547 განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში აღრიცხულ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა იდენტიფიკაცია და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა. აღნიშნულის შესრულების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან 2008 წლის 11 სექტემბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნილ იქნა წერილი N0-------------, რომლითაც წარდგენილ იქნა სამედიცინო დაწესებულებებში გარდაცვლილ იდენტიფიცირებულ მოქალაქეთა სია. დასახელებულ სიაში განცხადებაში მითითებული მოქალაქე შეყვანილი არ იყო. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიუთითა, რომ მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა თ-------------ას მოთხოვნა. ამასთან, განმცხადებელს განუმარტა, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით შეეძლო მიემართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის (ტ.1. ს.ფ. 22).
2017 წლის 8 სექტემბერს, თ--------------ს წარმომადგენელმა ს-----------–------მ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრს და განმარტა, რომ სამინისტროს 2017 წლის 05 სექტემბერის N0----------- წერილობითი პასუხით თ-------------ს უარი ეთქვა ფულადი დახმარების - 10 000 ლარის ჩარიცხვის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომების განხორციელებაზე. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა მხოლოდ ის გარემოება, რომ მ---------------ა არ იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ აღრიცხულ პირთა სიაში. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს N547-ე განკარგულება კი ითვალისწინებს ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას იმ ოჯახებისათვის, რომელთა ოჯახის წევრები 2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად გარდაიცვალნენ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 24 თებერვლის N0--------- გადაწყვეტილების თანახმად, თ--------------ს დედა - მ---------------ა სწორედ 2008 წლის აგვისტოს თვეში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაიცვალა.
შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს N547-ე განკარგულების საფუძველზე, თ-------------მა მოითხოვა მითითებული განკარგულებით გათვალისწინებული თანხის - 10000 (ათი ათასი) ლარის გასაცემად შესაბამისი ღონისძიებების გატარება (ტ.1. ს.ფ. 24-25).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2017 წლის 13 ოქტომბრის N3-- ბრძანების თანახმად, თ--------------ს წარმომადგენლის განცხადება არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: ,,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებისათვის ფულადი დახმარების გაწევის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს N547-ე განკარგულების შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში აღრიცხულ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა იდენტიფიკაცია და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა. ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გამოყოფა, თითოეული ოჯახისათვის 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. ამდენად, ორგანო, რომლის კომპეტენციასაც შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში აღრიცხული საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა იდენტიფიკაცია წარმოადგენდა, იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ხოლო, რაც შეეხება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, არცერთი სამართლებრივი აქტი არ მოიაზრებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა იდენტიფიკაციის განმახორციელებელ ორგანოს. ამასთან, რაც შეეხებოდა საქმეზე წარდგენილ სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 24 თებერვლის 0--------- გადაწყვეტილებას, აღნიშნულის შესაბამისად, დადგინდა გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი შემდეგი მონაცემებით: მ---------------ა, დაბადების თარიღი - 1922 წელი, გარდაცვალების ადგილი - ქ.ც------–-, გარდაცვალების თარიღი - 2008 წლის 8 აგვისტო. ამდენად, სამინისტროს პოზიციის მიხედვით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, რომ მ---------------ა საომარი მოქმედებების შედეგად გარდაიცვალა ქ.ცხინვალში, 2008 წლის 08 აგვისტოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტრომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოქალაქე თ--------------ს წარმომადგენლის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი (ტ.1. ს.ფ. 112-116).
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებითი მნიშვნელობა აქვს იმის დადგენას, „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახებისათვის ფულადი დახმარების გაწევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს N547 განკარგულებიდან გამომდინარე, არსებობს თუ არა ფულადი თანხის გამოყოფის თაობაზე საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე დაყენების საფუძველი.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ,,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებისათვის ფულადი დახმარების გაწევის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს №547 განკარგულების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (ა.კვიტაშვილი) უნდა უზრუნველეყო შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში აღრიცხულ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა იდენტიფიკაცია და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა. ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის თანახმად, ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (ნ.გილაური) «საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ» საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, «საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის უნდა გამოეყო შესაბამისი თანხა გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გასაცემად, თითოეული ოჯახისათვის 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
მოსარჩელე საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ითხოვს 10 000 ლარის გამოყოფას. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 28-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული თანხის გამოყოფა უნდა მოხდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარდგინების საფუძველზე.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტში იქმნება საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდები. ორივე ფონდის მოცულობა, ერთად აღებული, არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2%-ს. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად. სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდების ხარჯების მიმართულებებს განსაზღვრავენ შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავრობა დაზუსტებული ბიუჯეტით განსაზღვრული მოცულობის მიხედვით. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხებს საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. თუ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოსაყოფი თანხა არ აღემატება 100 000 ლარს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თანხის გამოყოფის თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარდგინებით მიმართვაზე უარი განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ თითქოს არ დგინდებოდა მ---------------ას საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვალების ფაქტი.
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 24 თებერვლის N0--------- გადაწყვეტილებით დადგენილია გარდაცვალების თაობაზე იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი შემდეგი მონაცემებით: მ---------------ა, დაბადების თარიღი - 1922 წელი, გარდაცვალების ადგილი - ქ.ც------–-, გარდაცვალების თარიღი - 2008 წლის 08 აგვისტო და დეტალურად არის აღწერილი, თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა ის (2008 წლის აგვისტოს თვეში განვითარებული მოვლენების შედეგად), ამასთან, როდესაც მოსარჩელეს მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ გააჩნია მ---------------ას გარდაცვალების მიზეზების დამადასტურებელი სხვა წერილობითი მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებების მოპოვება დღეის მდგომარეობით, ობიექტური მიზეზების გამო შეუძლებელია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 24 თებერვლის N0--------- გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ, წარმოადგენს იმ სათანადო მტკიცებულებას, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს მ---------------ას გარდაცვალების ფაქტსა და საომარ მოქმედებებს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა და სადავო საკითხის გადაწყვეტა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ც------–-ს რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) დღეის მდგომარეობით წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიას და მასზე საქართველოს იურისდიქციის გავრცელება შეზღუდულია, რის გამოც, არათუ მოსარჩელე, არამედ, სახელმწიფოც, კონკრეტულად კი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მოკლებულია მ---------------ას გარდაცვალების მიზეზების შესახებ მტკიცებულებების ქ.ც------–-ს სამედიცინო დაწესებულებიდან მოპოვების შესაძლებლობას.
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა ასევე განმარტავს, რომ ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას, საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს N547 განკარგულების („საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებისათვის ფულადი დახმარების გაწევის შესახებ“) მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე გავრცელების შესახებ და იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს მ---------------ას სამართლებრივი მდგომარეობა და კავშირი საქართველოს სახელმწიფოსთან, ვინაიდან ზემოაღნიშნულ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს N547 განკარგულებში ფულადი დახმარების გასაწევ სუბიექტებად მიჩნეულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილი ყველა სამოქალაქო პირი მათი მოქალაქეობრივი კუთვნილების მიუხედავად. შესაბამისად, პალატის შეფასებით, მითითებული დანაწესის სხვაგვარად განმარტება სცილდება განკარგულების გამოცემის მიზანს და არსს.
დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, პალატის მოსაზრებითაც, აღნიშნულ პირობებში, დაუშვებელია მოსარჩელეს მოეთხოვოს წარდგენილზე უფრო მაღალი მტკიცების სტანდარტი, ვინაიდან სხვა, დამატებით მტკიცებულებათა წარუდგენლობა გამოწვეულია ისეთი ობიექტური მიზეზებით, როგორიცაა საომარი მოქმედებების არსებობა და სახელმწიფოს იურისდიქციის გავრცელების შეზღუდვა ც------–-ს რეგიონში. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანასთა სამინისტრომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და თ-------------ს დაუსაბუთებლად უთხრა უარი მისი უფლების რეალიზებაზე.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
სასამართლო ხარჯები:
აპელანტი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე გელა ბადრიაშვილი