საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებისათვის ფულადი დახმარების გაწევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№547
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 25/08/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№547

2008 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებისათვის ფულადი დახმარების გაწევის შესახებ

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. კვიტაშვილი) უზრუნველყოს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში აღრიცხულ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა იდენტიფიკაცია და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებს გამოუყოს ერთჯერადი ფულადი დახმარება, თითოეული ოჯახისათვის 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                      ვ. გურგენიძე