„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებისათვის ფულადი დახმარების გაწევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს №547 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობ ი ს
განკარგულება№592
2008 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებისათვის ფულადი დახმარების გაწევის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს № 547 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებისათვის ფულადი დახმარების გაწევის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 აგვისტოს № 547 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს შესაბამისი თანხა გარდაცვლილ სამოქალაქო პირთა ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გასაცემად თითოეული ოჯახისათვის 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ.გურგენიძე