საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობამდე ან კანონით დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადებამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 12/01/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №6

2009 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობამდე ან კანონით დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადებამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევის შესახებ

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობამდე ან კანონით დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადებამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეთა თაობაზე ინფორმაციის წარდგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში.

2. განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოუყოს შესაბამისი თანხა საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობამდე ან კანონით დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადებამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გასაცემად თითოეული ოჯახისათვის 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                          გ. მგალობლიშვილი