შეფასება

1. აქტივების აღიარების შემდგომი შეფასება წარმოებს თვითღირებულების მოდელით (ძირითადი აქტივების აღრიცხვა, მისი თვითღირებულებიდან დაგროვილი ცვეთის თანხისა და დაგროვილი გაუფასურების ზარალის გამოკლებით).

2. ძირითადი აქტივების სამართლიანი (რეალური) ღირებულების განსაზღვრის მიზნით, ერთჯერადი გადაფასების შედეგად მათი ღირებულების ზრდა (აფასება), განიხილება კაპიტალის კორექტირებად (რეტროსპექტული გაანგარიშება) და მიეკუთვნება :

კ – „კორექტირებები ერთჯერადი გადაფასების შედეგად საბიუჯეტო სახსრებით საქმიანობისათვის“ – №3-22-3100, ან კ – „კორექტირებები ერთჯერადი გადაფასების შედეგად არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით საქმიანობისათვის“ – №3-22-3200, „ძირითადი აქტივების“ – №1-22-0000 ძირითადი ანგარიშის შესაბამისი ქვეანგარიშების დებეტთან კორესპონდენციით.

3. ძირითადი აქტივების გადაფასების შედეგად მათი ღირებულების შემცირება (ჩამოფასება) ითვლება გაუფასურებად და გატარდება: დ
–

5-93-0000 – „ძირითადი აქტივების გაუფასურების ხარჯები“, „გრძელვადიანი აქტივების“ – №1-29-0000 ძირითადი ანგარიშის შესაბამისი ქვეანგარიშების კრედიტთან კორესპონდენციით.

4. „კორექტირებების და გაუფასურების ხარჯების ნომინალური ანგარიშები საანგარიშო პერიოდის ბოლოს გადაიხურება და გაზრდის/შეამცირებს „გაუნაწილებელი ნამეტი/დეფიციტის“ – №3-21-0000 ძირითადი ანგარიშის შესაბამის ქვეანგარიშებ