1. „საქონლისა და მომსახურების მოწოდების შედეგად წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები საბიუჯეტო წლის ფარგლებში“ მიეკუთვნება – №2-13-4100 ანგარიშის კრედიტს, ხოლო საბიუჯეტო წლის ფარგლებს გარეთ – №2-13-4200 ანგარიშის კრედიტს. ამ ანგარიშზე ვალდებულება აღიარდება იმ შემთხვევაში, თუ მარაგების მიღების ან მომსახურების გაწევის ოპერაცია განხორციელდა მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, მაგრამ ხელშეკრულებით ვალდებულების დაფარვა გათვალისწინებულია მომდევნო საანგარიშგებო პერიოდში.
2. მხარჯავი დაწესებულებების მიერ ავანსად მიღებული თანხები ექვემდებარება აღიარებას „ავანსად მიღებული მოკლევადიანი (მიმდინარე) შემოსავლების“ – №2-15-1000 ანგარიშის ქვეანგარიშების კრედიტში, შესაბამისი აქტივების ამსახველი ანგარიშების დებეტთან კორესპონდენციით. მომსახურების გაწევის შემდგომ – №2-15-1000 ანგარიში დებეტის ჩანაწერით იხურება „არასაბაზრო დაწესებულებების მიერ განხორციელებული გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლების“ – №4-42-3000 ნომინალური ანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით. №4-42-3000 ანგარიში დებეტის ჩანაწერით გადაიხურება – №3-23-2000 ანგარიშზე – „საანგარიშო პერიოდის ნამეტი/დეფიციტი არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით საქმიანობისათვის“ კრედიტში. საანგარიშო პერიოდის ბოლოს ეს ანგარიში დებეტის ჩანაწერით დაიხურება, „გაუნაწილებელი ნამეტი/დეფიციტი არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით საქმიანობისათვის“ – №3-21-2000 ანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით.
3. „გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების მოწოდებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები საბიუჯეტო წლის ფარგლებში“, ასევე ძირითადი აქტივების შექმნის მიზნით მატერიალური მარაგების შეძენა საბიუჯეტო წლის ფარგლებში, მიეკუთვნება-№2-13-6100 ანგარიშის კრედიტს. თუ ძირითადი აქტივების შეძენის, ან შექმნის ოპერაციები განხორციელდა მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, ხოლო ხელშეკრულებით თანხის ანაზღაურება გათვალისწინებულია მომდევნო საანგარიშგებო პერიოდში, ვალდებულება აღიარდება „გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების მოწოდებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები საბიუჯეტო წლის ფარგლებს გარეთ“ – №2-13-6200 ანგარიშის კრედიტში.
4. ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესში, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან წარმოქმნილ ვალდებულებებზე და კრედიტორულ დავალიანებებზე წარმოებს შედარების აქტები, რომლებიც თან დაერთვის ფინანსურ ანგარიშგება