1.თანამშრომლებთან დაკავშირებული გადასახდელები წარმოადგენს დარიცხულ ვალდებულებებს და მიეკუთვნება – №2-13-3000 ძირითადი ანგარიშის ქვეანგარიშებს, კერძოდ:
ა) „შტატით მომუშავეთა ხელფასებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები“ აღირიცხება – №2-13-3100 ანგარიშის კრედიტში, „ხელფასების ხარჯები ფულადი ფორმით“ – №5-11-0000 ანგარიშის დებეტთან კორესპონდენციით. პერსონალის შრომის ანაზღაურება წარმოებს დამტკიცებული საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოების შესაბამისად, ფულადი ფორმით ხელფასების გაცემით. ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს შესაბამის უფლებამოსილ პირთა ბრძანებები. ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვა წარმოებს ელექტრონული და მატერიალური ტაბელებით;
ბ) „შტატგარეშე მომუშავეთა ხელფასებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები“ მიეკუთვნება – №2-13-3200 ანგარიშის კრედიტს, „შრომითი ხელშეკრულებებით დასაქმებულ პირთა ანაზღაურებების“ – №5-20-1000 ანგარიშის დებეტთან კორესპონდენციით. შტატგარეშე პერსონალის შრომის ანაზღაურება წარმოებს
ფულადი ფორმით ხელფასების გაცემით. ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს შესაბამის უფლებამოსილ პირთა ბრძანებები და ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებები;
გ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამის უფლებამოსილ პირთა ბრძანებებით გაიცემა ხელფასზე დანამატები, ასევე მათი ბრძანებებით
წარმოებს პერსონალის მატერიალური წახალისება.
2. „მივლინებებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები“ მიეკუთვნება: ქვეყნის შიგნით მივლინებისას – №2-13-3300 ანგარიშის კრედიტს, ხოლო ქვეყნის გარეთ მივლინებისას – №2-13-3400 ანგარიშის კრედიტს, „მივლინებებით ხარჯების“ – №5-20-2000 ანგარიშის დებეტთან კორესპონდენციით.
3. „დამსაქმებლის მიერ ფულადი სახით გაწეული სოციალური დახმარებებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები“ აღირიცხება – №2-13-3500 ანგარიშის კრედიტში, „დამქირავებლის მიერ გაწეული სოციალური დახმარებით ხარჯების“ – №5-62-0000 ანგარიშის დებეტთან კორესპონდენციით. დახმარების გაცემის საფუძველს წარმოადგენს საავადმყოფო ფურცელი და შესაბამის უფლებამოსილ პირთა
ბრძანებები.
4. „თანამშრომელთა ხელფასიდან დაკავებული თანხებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები“ მიეკუთვნება
– №2-13-3700 ანგარიშის კრედიტს, „შტატით მომუშავეთა ხელფასებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებების“ – №2-13-3100, ან „შტატგარეშე მომუშავეთა ხელფასებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებების“ – №2-13-3200 ანგარიშების დებეტთან კორესპონდენციით.
5. „დასაქმებულის მიერ საპენსიო სქემაში შენატანით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული
დავალიანებები“ აღირიცხება
– №2-13-3950 ანგარიშის კრედიტში, „შტატით მომუშავეთა ხელფასებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებების“ – №2-13-3100, ან „შტატგარეშე მომუშავეთა ხელფასებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებების“ – №2-13-3200 ანგარიშების დებეტთან კორესპონდენციი