კლასიფიკაცია და აღრიცხვა

1.
ერთეულ(ებ)ის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაწეული დარიცხული ხარჯები კლასიფიცირდება საოპერაციო და არასაოპერაციო ხარჯებად.

2.
ერთეულ(ებ)ისათვის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში გამოყოფილი სახსრები მიეკუთვნება მიმდინარე და კაპიტალურ შიდა ტრანსფერებს და მიეკუთვნება – №1-13-1210 – „საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ, საბიუჯეტო სახსრებით ეროვნულ ვალუტაში“ ანგარიშის დებეტს, „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ხაზინიდან მიღებული მიმდინარე ტრანსფერების“ – №4-52-2000 და „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ხაზინიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერების“ – №4-51-2000 ნომინალური ანგარიშების კრედიტთან კორესპონდენციით.

3. ხაზინის მიერ პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების საფუძველზე წარმოებს ერთეულ(ებ)ის ვალდებულებების აღიარება. მოთხოვნების საფუძველზე, ხაზინის მიერ დაფარული ვალდებულებები ერთეულ(ებ)ის მიერ აღიარდება საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში გაწეულ ფაქტობრივ (საკასო) მიმდინარე, ან კაპიტალურ შიდა ტრანსფერებით ხარჯებად და მიეკუთვნება – №1-13-1210 – „საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ, საბიუჯეტო სახსრებით ეროვნულ ვალუტაში“ ანგარიშის კრედიტს. ვალდებულების დაფარვის ოპერაციებით წარმოებს მხარჯავი დაწესებულებების ბიუჯეტის ფულადი ნაშთების შემცირება.

4. შიდა ტრანსფერებით ხარჯები ერთეულ(ებ)ის მიერ აღიარდება კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიზნებისათვის და არ უკავშირდება სახაზინო ოპერაციებს. აღნიშნული ხარჯები გაიწევა გაწეული ფაქტობრივი (საკასო) ხარჯების აღიარების მიზნით. ანგარიში №5-52-2000 – „ხაზინიდან საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის გაწეული მიმდინარე ტრანსფერებით ხარჯების“, ან „ხაზინიდან საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის გაწეული კაპიტალური ტრანსფერებით ხარჯების“
– №5-51-2000 ანგარიშების დებეტს.

5. დარიცხული საოპერაციო ხარჯები აღრიცხვაში და ფინანსურ ანგარიშგებაში აისახება დარიცხვის მეთოდით, ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისად და მიეკუთვნება „ხარჯების“ ნომინალური
№5-00-0000 ანგარიშის შემდეგი ქვეანგარიშების დებეტის ჩანაწერებს:

ანგარიში
№5-11-0000 – „ხელფასების ხარჯები ფულადი ფორმით“;

ანგარიში №5-20-0000 – „საქონლისა და მომსახურების ხარჯების“ ნომინალური ანგარიშის ქვეანგარიშები;

ანგარიში №5-31-1000 – „ფულადი ფორმით გაცემული მიმდინარე გრანტების“ ნომინალური ანგარიშის ქვეანგარიშები;

ანგარიში №5-31-2000 – „ფულადი ფორმით გაცემული კაპიტალური გრანტების“ ნომინალური ანგარიშის ქვეანგარიშები;

ანგარიში №5-32-1000 – „სასაქონლო ფორმით გაცემული მიმდინარე გრანტების“ ნომინალური ანგარიშის ქვეანგარიშები;

ანგარიში №5-32-2000 – „სასაქონლო ფორმით გაცემული კაპიტალური გრანტების“ ნომინალური ანგარიშის ქვეანგარიშები;

ანგარიში
№5-40-0000 – „ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯების“
ნომინალური ანგარიშის ქვეანგარიშები;

ანგარიში №5-60-0000 – „სოციალური დახმარება/უზრუნველყოფის“ ნომინალური ანგარიშის ქვეანგარიშები;

ანგარიში
№5-70-0000
–
„სხვა ხარჯების“ ნომინალური ანგარიში;

ანგარიში №5-73-0000 – „ხარჯები გარე ტრანსფერებით, რომლებიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული“,ნომინალური ანგარიშის ქვეანგარიშები;

ანგარიში
№5-74-0000 – „ქონებასთან დაკავშირებული ხარჯები, გარდა პროცენტისა“.

6. საანგარიშო პერიოდის დარიცხული საოპერაციო ხარჯები ბიუჯეტის ნაწილში ექვემდებარება გადახურვას კრედიტის ჩანაწერებით, „საანგარიშო პერიოდის ნამეტი/დეფიციტი საბიუჯეტო სახსრებით საქმიანობისათვის“ – №3-23-1000 ნომინალური ანგარიშის დებეტში, რომელიც საანგარიშო პერიოდის ბოლოს კრედიტის ჩანაწერით იხურება „გაუნაწილებელი ნამეტი/დეფიციტი საბიუჯეტო სახსრებით საქმიანობისათვის“ – №3-21-1000 ანგარიშის დებეტთან კორესპონდენციით.

7. დარიცხული საოპერაციო ხარჯები გაიწევა საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. სამეურნეო ოპერაციასთან დაკავშირებული მომსახურების საფასური, საკომისიო და სხვა გადახდები განიხილება როგორც ხარჯვითი ოპერაცია.

8.
ხარჯვით ოპერაციას არ მიეკუთვნება საკუთარი სახსრებით აქტივების (კაპიტალის) შექმნა, რომელიც რეგულირდება სსბასს 17-ის „ძირითადი აქტივების“ ან სსბასს 12-ის „მატერიალური მარაგების“ შესაბამისად.

9. ერთეულ(ებ)ის არასაოპერაციო ხარჯებს მიეკუთვნება „უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილების შედეგად ფლობიდან წარმოქმნილი ზარალის“ – №5-81-0000 ნომინალური ანგარიშის ქვეანგარიშების დებეტში რიცხული თანხები, „უცხოურ ვალუტაში კრედიტორული დავალიანებების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან წარმოქმნილი ზარალის“ – №5-81-2300 ნომინალური ანგარიშის დებეტში რიცხული თანხები, „უცხოურ ვალუტაში დებიტორული დავალიანებების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან წარმოქმნილი ზარალის“ – №5-81-1900 ნომინალური ანგარიშის დებეტში რიცხული თანხები. №5-90-0000 ანგარიშის დებეტს მიეკუთვნება „სხვა ეკონომიკური ნაკადებიდან წარმოქმნილი ხარჯები (აკუმულირებული გაუფასურების ზარალის ანგარიშების კრედიტთან კორესპონდენციით).

10.
არასაოპერაციო ხარჯების ანგარიშები საანგარიშო პერიოდის ბოლოს, გადაიხურება საანგარიშო პერიოდის ნამეტი/დეფიციტის ანგარიშებზე.

11. ხარჯებით ოპერაციების მნიშვნელოვანი მონაცემები ექვემდებარება გამჟღავნებას ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში.

თავი IV. ფულადი სახსრები, მოთხოვნები და დებიტორული დავალიანებე