1. შემოსავლების აღრიცხვა გაცვლითი ოპერაციებით რეგულირდება სსბასს 9 – „შემოსავალი გაცვლითი ოპერაციებიდან“ და შემოსავლების აღრიცხვა არაგაცვლითი ოპერაციებით რეგულირდება სსბასს 23 – „შემოსავალი არაგაცვლითი ოპერაციებიდან“.
2. შემოსავლების შეფასება წარმოებს მიღებული ან მისაღები ანაზღაურების თანხის სამართლიანი ღირებულებით, როდესაც შეიძლება შემოსავლის ოდენობის საიმედოდ განსაზღვრა და მოცემული ოპერაციიდან ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის შემოდინება.
3. ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებით მიღებული შემოსავლების საიმედოდ შეფასების პირობების დასაკმაყოფილებლად, ერთეულ(ებ)ს სხვა მხარეებთან შეთანხმებული აქვს შემდეგი საკითხები:
ა) თითოეული მხარის უფლებები, მომსახურების მიწოდებასა და მიღებასთან დაკავშირებით;
ბ) გასაცვლელი ანაზღაურების პირობები;
გ) ანგარიშსწორების წესი და ვადები.
4. ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურებით მიღებული შემოსავლის აღიარება წარმოებს კონკრეტული საანგარიშგებო თარიღისთვის. შემოსავალი აღიარდება იმ საანგარიშგებო პერიოდში, რომელშიც ხდება მომსახურების გაწევა, მიუხედავად პირველადი აღრიცხვის დოკუმენტის შედგენისა და საბუღალტრო სამსახურში მისი წარდგენის თარიღისა.
5. თუ შეუძლებელია მომსახურების გაწევის ოპერაციის შედეგის საიმედოდ შეფასება, შემოსავალი არ
აღიარდება.
6. გაცვლითი ოპერაციით მიღებული შემოსავლების კლასიფიცირების კრიტერიუმად გამოყენებულია საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაცია.
შემოსავლების სახეები და შემოსავლების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა შესაბამისობაშია შემოსავლების საბიუჯეტო კლასიფიკაციასთან.
7. შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება. დაფინანსების მიღება ფინანსურ ანგარიშგებაში აისახება – №1-13-1210 ანგარიშის
–
„საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ, საბიუჯეტო სახსრებით“ – დებეტში, რომელიც კორესპონდენტდება: კრედიტი – ანგარიში №4-52-2000 – „საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ხაზინიდან მიღებული მიმდინარე ტრანსფერები“ ან კრედიტი – ანგარიში №4-51-2000 – „საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ხაზინიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერები“. ასიგნებების ფარგლებში გაწეული ფაქტობრივი (საკასო) გადახდები აისახება №1-13-1210 ანგარიშის კრედიტში.
8. „შემოსავლები გრანტებით“ მიეკუთვნება – №4-30-0000 ნომინალური ანგარიშის ქვეანგარიშებს, კერძოდ:
ა) „ფულადი ფორმით მიღებული მიმდინარე გრანტები“ აისახება №4-31-1000 ნომინალური ანგარიშის შესაბამისი ქვეანგარიშების კრედიტში, ხოლო „ფულადი ფორმით მიღებული კაპიტალური გრანტები“ მიეკუთვნება – №4-31-2000 ნომინალური ანგარიშის შესაბამისი ქვეანგარიშების კრედიტს.
ორივე შემთხვევაში დებეტდება „საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ მიზნობრივი დაფინანსებით და გრანტებით ეროვნულ ვალუტაში“ – №1-13-1220 ანგარიში;
ბ) საერთაშორისო ან დონორი ორგანიზაციებიდან პირობით, ხელშეკრულების საფუძველზე მიზნობრივი ფულადი გრანტების მიღების შემთხვევაში, გრანტის მიმღების მიერ აღიარდება ვალდებულებად და მიეკუთვნება „მოკლევადიანი (მიმდინარე) ფულადი ვალდებულებები არაგაცვლით ოპერაციებთან დაკავშირებით“ – №2-13-9500 ანგარიშის კრედიტს, „საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიანი მიმდინარე დავალიანებები ხაზინის მიმართ“ – №1-13-1200 ანგარიშის დებეტთან კორესპონდენციით.
9. გრანტის თანხების შემოსავლად აღიარების საფუძველია შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წარდგენა დონორის წინაშე თანხის მიზნობრივად ხარჯვაზე. შემოსავალი მიეკუთვნება „ფულადი ფორმით მიღებული კაპიტალური გრანტების“ – №4-31-2000 ანგარიშის შესაბამისი ქვეანგარიშების კრედიტს, „მოკლევადიანი (მიმდინარე) ფულადი ვალდებულებები არაგაცვლით ოპერაციებთან დაკავშირებით“ – №2-13-9500 ანგარიშის დებეტთან კორესპონდენციით. პირობის არარსებობის შემთხვევაში, პირდაპირ აღიარდება შემოსავალი „ფულადი ფორმით მიღებული კაპიტალური გრანტების“ №4-31-2000 ანგარიშის კრედიტში. გრანტის თანხები ექვემდებარება ჩართვას ერთეულის ასიგნებებში და ამ გზით განხორციელდება მათი ხარჯვა როგორც
შიდა კაპიტალური
ტრანსფერები.
ფინანსური ანგარიშგების შედგენის დროს, შემოსავლები და ხარჯები ექვემდებარება ელიმინირებას
(ამოთიშვას).
10. აღნიშნული თანხების შესახებ ინფორმაცია ექვემდებარება გამჟღავნებას ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში.
11. „სასაქონლო ფორმით მიღებული მიმდინარე გრანტები“ აისახება – №4-32-1000 ნომინალური ანგარიშის შესაბამისი ქვეანგარიშების კრედიტში, მიღებული მატერიალური მარაგების შესაბამისი ანგარიშების დებეტთან კორესპონდენციით, ხოლო „სასაქონლო ფორმით მიღებული კაპიტალური გრანტები“ მიეკუთვნება – №4-32-2000 ნომინალური ანგარიშის კრედიტს, მიღებული ძირითადი აქტივების ან არამატერიალური აქტივების შესაბამისი ანგარიშების დებეტთან კორესპონდენციით.
12. ერთეულ(ებ)ის
ნებაყოფლობით ტრანსფერებს მიეკუთვნება №4-45-1000 ნომინალურ ანგარიშის კრედიტში რიცხული „მიმდინარე ტრანსფერები და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლების“ (შესაბამისი ფულადი სახსრების ან მატერიალური მარაგების ამსახველი ანგარიშების დებეტთან კორესპონდენციით) და №4-45-2000 ნომინალური ანგარიშის „კაპიტალური ტრანსფერები და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები“, კრედიტში რიცხული თანხები (შესაბამისი ძირითადი და არამატერიალური აქტივების ანგარიშების დებეტთან კორესპონდენციით).
13.
სამინისტროს კომერციულ ბანკში
გახსნილი აქვს ანგარიში დეპოზიტზე შეტანილ თანხებზე. დეპოზიტზე თანხის შეტანა წარმოებს ხაზინის ანგარიშზე რიცხული თავისუფალი ნაშთიდან. დეპოზიტიდან მიღებული შემოსავალი აღიარდება, როგორც „საპროცენტო შემოსავლები“ და მიეკუთვნება – „რეზიდენტებისგან, გარდა სახელმწიფო სექტორის ერთეულებისა საპროცენტო შემოსავლების“ – №4-41-1200 ნომინალური ანგარიშის კრედიტს,„ანგარიშებზე, დეპოზიტებზე და სხვა ფინანსურ აქტივებზე დარიცხული მოკლევადიანი (მიმდინარე) საპროცენტო მოთხოვნები“ – №1-13-4300 ანგარიშის დებეტთან კორესპონდენციით. შემოსავლის აღიარება წარმოებს მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრულ დროს, როცა მხარჯავ დაწესებულებებს წარმოეშობათ უპირობო მოთხოვნის უფლება. შემოსავალი ექვემდებარება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხვას ბუღალტრული გატარებით:
დ – 5-52-1000 – „შემოსავლების ამკრეფი ერთეულების მიერ ხაზინისთვის გაწეული მიმდინარე ტრანსფერებით ხარჯები“.
კ – 2-13-1200 – „ხაზინისათვის გადასახდელები არასაგადასახადო შემოსავლებიდან“.
ბიუჯეტში თანხის გადარიცხვა გატარდება:
დ – 2-13-1200 – „ხაზინისათვის გადასახდელები არასაგადასახადო შემოსავლებიდან“.
კ – 1-13-4300
– „ანგარიშებზე, დეპოზიტებზე და სხვა ფინანსურ აქტივებზე დარიცხული მოკლევადიანი (მიმდინარე) საპროცენტო მოთხოვნები“.
ხარჯების ამსახველი №5-52-1000 ანგარიში ექვემდებარება გადახურვას ნამეტი/დეფიციტის ანგარიშებზე.
14. ერთეულ(ებ)ის იჯარიდან შემოსავლები მიეკუთვნება „არასაბაზრო დაწესებულებების მიერ განხორციელებული გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლების“ – №4-42-3000 ანგარიშის კრედიტს და მიიმართება ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შემოსავლებში, „საქონლისა და მომსახურების გაყიდვებიდან მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებების“ – №1-13-6000 ანგარიშის დებეტთან კორესპონდენციით.
ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დარიცხვა გატარდება:
დ – 5-52-1000 – „შემოსავლების ამკრეფი ერთეულების მიერ ხაზინისთვის გაწეული მიმდინარე ტრანსფერებით ხარჯები“.
კ – 2-13-1200 – „ხაზინისათვის გადასახდელები არასაგადასახადო შემოსავლებიდან“.
ბიუჯეტში თანხის გადარიცხვა გატარდება:
დ – 2-13-1200 – „ხაზინისათვის გადასახდელები არასაგადასახადო შემოსავლებიდან“.
კ – 1-13-6000 – „საბიუჯეტო ორგანიზაციების სხვა მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ“.
15. ერთეულ(ებ)ის მიწის გაქირავებიდან მიღებული შემოსავლები აღიარდება „რენტიდან შემოსავლების“ – №4-41-3000 ანგარიშის კრედიტში, „მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები რენტით“ – №1-13-9600 ანგარიშის დებეტთან კორესპონდენციით.
ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დარიცხვა გატარდება:
დ – 5-52-1000 – „შემოსავლების ამკრეფი ერთეულების მიერ ხაზინისთვის გაწეული მიმდინარე ტრანსფერებით ხარჯები“.
კ – 2-13-1200 – „ხაზინისათვის გადასახდელები არასაგადასახადო შემოსავლებიდან“.
ბიუჯეტში თანხის გადარიცხვა გატარდება:
დ – 2-13-1200 – „ხაზინისათვის გადასახდელები არასაგადასახადო შემოსავლებიდან“.
კ – 1-13-9600 – „მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები რენტით“.
ხარჯების ამსახველი №5-52-1000 ანგარიში ექვემდებარება გადახურვას ნამეტი/დეფიციტის ანგარიშებზე.
16. ადმინისტრირებად შემოსავლებს მიეკუთვნება სამხედრო სავალდებულო სამსახურის (გაწვევის) გადავადების მოსაკრებელი და საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი. აღნიშნული შემოსავლების აღიარების საფუძველია რესპუბლიკურ ბიუჯეტში თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი და შემოსავლები მიეკუთვნება „ადმინისტრაციული მოსაკრებლების და გადასახდელების სახით მიღებული შემოსავლების“ – №4-42-2000 ანგარიშის კრედიტს, „საბიუჯეტო ორგანიზაციების სხვა მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ“ – №1-13-6000 ანგარიშის დებეტთან კორესპონდენციით.
ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დარიცხვა გატარდება:
დ – 5-52-1000 – „შემოსავლების ამკრეფი ერთეულების მიერ ხაზინისთვის გაწეული მიმდინარე ტრანსფერებით ხარჯები“.
კ – 2-13-1200 – „ხაზინისათვის გადასახდელები არასაგადასახადო შემოსავლებიდან“.
ბიუჯეტში თანხის გადარიცხვა გატარდება:
დ – 2-13-1200 – „ხაზინისათვის გადასახდელები არასაგადასახადო შემოსავლებიდან“.
კ – 1-13-6000 – „საბიუჯეტო ორგანიზაციების სხვა მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ“.
17. აღნიშნული შემოსავლები ხაზინის მიერ აღიარდება საკასო მეთოდით და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების შედგენის დროს ექვემდებარება ელიმინირებას (როგორც მხარჯავი დაწესებულებების ხარჯები შიდა მიმდინარე ტრანსფერებით და ხაზინის მიერ აღიარებული შემოსავლები).
18. ერთეულ(ებ)ის ადმინისტრაციული ჯარიმები, სანქციები და საურავები მიეკუთვნება „შემოსავლები სანქციებით, ჯარიმებით და საურავებით“ – №4-44-0000 ანგარიშის კრედიტს, „სხვა ჯარიმებზე, სანქციებსა და საურავებზე მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები ეროვნულ ვალუტაში“ – №1-13-4610 ანგარიშის დებეტთან კორესპონდენციით. სახელშეკრულებო პირობების დარღვევის შედეგად დაკისრებული სანქციები ასევე მიეკუთვნება აღნიშნული ანგარიშის დებეტს, „მიმდინარე ტრანსფერები და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლების“ – №4-45-1000 ან „კაპიტალური ტრანსფერები და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლების“ – №4-45-2000 ანგარიშების კრედიტთან კორესპონდენციით.
19. აღნიშნული შემოსავლები აღიარებას ექვემდებარება მათზე შესაბამისი კანონიერი უფლების მოპოვების შემდგომ და ექვემდებარება ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებად აღიარებას:
დ – 5-52-1000 – „შემოსავლების ამკრეფი ერთეულების მიერ ხაზინისთვის გაწეული მიმდინარე ტრანსფერებით ხარჯები“.
კ – 2-13-1200 – „ხაზინისათვის გადასახდელები არასაგადასახადო შემოსავლებიდან“.
ბიუჯეტში თანხის გადარიცხვა გატარდება:
დ – 2-13-1200 – „ხაზინისათვის გადასახდელები არასაგადასახადო შემოსავლებიდან“.
კ – 1-13-4610 – „სხვა ჯარიმებზე, სანქციებსა და საურავებზე მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები ეროვნულ ვალუტაში“.
20. საანგარიშო პერიოდის ბოლოს საოპერაციო შემოსავლების ნომინალური ანგარიშები დებეტის ჩანაწერებით ექვემდებარება დახურვას „საანგარიშო პერიოდის ნამეტი/დეფიციტის“ – №3-23-0000 ანგარიშის შესაბამის ქვეანგარიშებზე (საქმიანობის სახეების მიხედვით). აღნიშნული ანგარიში, ასევე საანგარიშო პერიოდის ბოლოს, დებეტის ჩანაწერით ექვემდებარება დახურვას „გაუნაწილებელი ნამეტი/დეფიციტის“ – №3-21-000 ანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით (საქმიანობის სახეების მიხედვით).
21. ერთეულ(ებ)ის არასაოპერაციო შემოსავლებს
მიეკუთვნება – №4-81-0000 ნომინალური ანგარიშის – „უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილების შედეგად ფლობიდან მიღებული მოგების“ კრედიტის ჩანაწერი (შესაბამისი ფულადი სახსრების ამსახველი ანგარიშების დებეტთან კორესპონდენციით), „უცხოურ ვალუტაში კრედიტორული დავალიანებების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან მიღებული მოგების“ – №4-81-2300 ნომინალური ანგარიშის კრედიტის ჩანაწერი (შესაბამისი კრედიტორული დავალიანების ანგარიშის დებეტთან კორესპონდენციით), „უცხოურ ვალუტაში დებიტორული დავალიანებების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან მიღებული მოგების“ – №4-81-1900 ნომინალური ანგარიშის კრედიტის ჩანაწერი (შესაბამისი დებიტორული დავალიანების ამსახველი ანგარიშის დებეტთან კორესპონდენციით). №4-90-0000 ნომინალური ანგარიშის ქვეანგარიშების კრედიტში ირიცხება უკუგატარებებით წარმოქმნილი შემოსავლები. აღნიშნული ანგარიშები საანგარიშო პერიოდის ბოლოს დებეტის ჩანაწერით გადაიხურება საანგარიშო პერიოდის ნამეტი/დეფიციტის ანგარიშზე (კრედიტის ჩანაწერით) და
საანგარიშო პერიოდის ბოლოს ამ ანგარიშის დახურვით გაიზრდება გაუნაწილებელი ნამეტი/დეფიციტის ანგარიში.
22. შემოსავლების ოპერაციების არსებითი მონაცემები ექვემდებარება გამჟღავნებას ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში.