და აღიარება

1. ერთეულ(ებ)ის მიერ უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაციები რეგულირდება სსბასს 4-ის მოთხოვნების შესაბამისად.

2. უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციის თავდაპირველი აღიარება წარმოებს ლარებში, ოპერაციის განხორციელების თარიღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის გამოყენებით.

3. საანგარიშო პერიოდის ბოლოს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური სავალუტო კურსით გადაანგარიშებას ექვემდებარება მოთხოვნებისა და ვალდებულებების ფულადი მუხლები.

4. საანგარიშო პერიოდის ბოლოს, გადაანგარიშებას არ ექვემდებარება არაფულადი მუხლები, რომლებიც შეფასებულია ისტორიული ღირებულებით, ოპერაციის განხორციელების დღისათვის არსებული გაცვლითი კურსის გამოყენებით.

5. ფულადი მუხლების დაფარვის დროს, ან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ამ მუხლების თავდაპირველი აღიარების დროს გამოყენებული კურსისაგან განსხვავებული კურსით წარმოქმნილი საკურსო სხვაობები მიეკუთვნება: დადებით საკურსო სხვაობას – „კურსთაშორის სხვაობით და გადაფასების შედეგად მიღებული სხვა მოგება“ და აღიარდება:

ა) ანგარიში
№4-81-0000
– „უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილების შედეგად ფლობიდან მიღებული მოგების“ კრედიტში (ან ამ ანგარიშის ქვეანგარიშზე – №4-81-1200 „ანგარიშებზე უცხოური ვალუტის ნაშთების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან მიღებული მოგების“ კრედიტში, „საბიუჯეტო ორგანიზაციის ანგარიში კომერციულ ბანკში უცხოურ ვალუტაში“ – №1-11-2420 ანგარიშის და „საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ, საბიუჯეტო სახსრებით უცხოურ ვალუტაში“ – №1-13-1240 ანგარიშის დებეტებთან კორესპონდენციით);

ბ) ანგარიში №4-81-2300 – „უცხოურ ვალუტაში კრედიტორული დავალიანებების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან მიღებული მოგების“ კრედიტში, შესაბამისი კრედიტორული დავალიანების ანგარიშის დებეტთან კორესპონდენციით;

გ) ანგარიში №4-81-1900 – „უცხოურ ვალუტაში დებიტორული დავალიანების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან მიღებული მოგების“ კრედიტში, შესაბამისი დებიტორული დავალიანების ანგარიშის დებეტთან კორესპონდენციით.

6. უარყოფითი საკურსო სხვაობა მიეკუთვნება „კურსთაშორის სხვაობით და გადაფასების შედეგად წარმოშობილ ხარჯებს“ და აღიარდება:

ა) „უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებით ფლობიდან წარმოქმნილი ზარალის“ – №5-81-0000 ანგარიშის დებეტში (ან ამ ანგარიშის ქვეანგარიშზე – №5-81-1200 – „ანგარიშებზე უცხოური ვალუტის ნაშთების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან წარმოქმნილი ზარალის“ კრედიტში, „საბიუჯეტო ორგანიზაციის ანგარიში კომერციულ ბანკში უცხოურ ვალუტაში“ – №1-11-2420 ანგარიშის და „საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ, საბიუჯეტო სახსრებით უცხოურ ვალუტაში“ – №1-13-1240 ანგარიშის კრედიტებთან კორესპონდენციით);

ბ) „უცხოურ ვალუტაში კრედიტორული დავალიანებების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან წარმოქმნილი ზარალის“ – №5-81-2300 ანგარიშის დებეტში, შესაბამისი კრედიტორული დავალიანებების ამსახველი ანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით;

გ) „უცხოურ ვალუტაში დებიტორული დავალიანებების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან წარმოქმნილი ზარალის“ – №5-81-1900 ანგარიშის დებეტში, შესაბამისი დებიტორული დავალიანების ანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით.

7. მოგებაში ან ზარალში აღიარებული საკურსო სხვაობები შემოსავლებისა (დებეტის ჩანაწერით) და ხარჯების (კრედიტის ჩანაწერით) ნომინალური ანგარიშებიდან ექვემდებარება გადატანას საანგარიშო პერიოდის ნამეტი/დეფიციტის ანგარიშზე, ხოლო ამ ანგარიშის დახურვით შემცირდება გაუნაწილებელი ნამეტი/დეფიციტის ანგარიში.

8. უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული შედეგები ექვემდებარება გამჟღავნებას ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში.

თავიVI. ვალდებულებე