1. ერთეულ(ებ)ი) ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებენ და ფინანსურ ანგარიშგებას ადგენენ დარიცხვის მეთოდით. ფინანსური ანგარიშგების შედგენაზე პასუხისმგებელნი არიან საფინანსო სტრუქტურები, რომლებიც ახორციელებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვას. აღნიშნული და სხვა ამოცანები განსაზღვრულია შესაბამისი დებულებებით.
2.ერთეულ(ებ)ი საბუღალტრო აღრიცხვას აწარმოებენ შემდეგ ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით:
ა)
საქართველოს კანონი
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“;
ბ)„საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილება;
გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“;
დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის №24 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია „საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ“;
ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 2 დეკემბრის №289 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“;
ვ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის №108 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“;
ზ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 იანვრის №17 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ“;
თ) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის №99 ბრძანება“;
ი) „საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის
№449 ბრძანება.
კ)
საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი (IPSAS);
3. სააღრიცხო პოლიტიკაში ასევე გამოიყენება შემდეგი ნორმატიულ აქტები:
ა) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
ე) საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“;
ვ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
ზ)აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წლიური
რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ;
თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთეულ(ებ)ის დებულებები და ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში მოქმედი
სხვა ნორმატიული აქტები.
4. მხარჯავი დაწესებულებების შიდა კონტროლს ახორციელებენ შესაბამისი შიდა აუდიტის სამსახურები „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა
და „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილების შესაბამისად.
5.ერთეულ(ებ)ი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებენ ელექტრონული ან მატერიალური ფორმით. სააღრიცხვო მონაცემების დამუშავებისათვის გამოიყენება კომპიუტერული პროგრამები, სადაც აღრიცხვა წარმოებს ცალკეული პროექტების მიხედვით. უმეტეს ერთეულ(ებ)ში მოქმედებს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა. პირველად დოკუმენტებში არსებული ინფორმაცია შენახულია ელექტრონულ საინფორმაციო ბაზებში.
6.
სააღრიცხვო ჩანაწერებში შეცდომების გასწორება წარმოებს სსბასს 3-ის სტანდარტის შესაბამისად, როგორც რეტროსპექტულად, ასევე პერსპექტიულად, სათანადო დოკუმენტის საფუძველზე, პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისად.
7. ბუღალტრულ ანგარიშებზე ჩანაწერების საფუძველს წარმოადგენს პირველადი აღრიცხვის (როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული) დანომრილი და ქრონოლოგიურად დალაგებული დოკუმენტები, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ
შემოწმებამდე 6 წლის განმავლობაში ინახება ერთეულ(ებ)ში, ხოლო შემდეგ მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად
ბარდება არქივს.
8. ფორმალურად და არითმეტიკულად შემოწმებულ ბუღალტრულ დოკუმენტებზე ხელს აწერენ შესაბამისი უფლებამოსილი პირები და
კონკრეტული ოპერაციების შემსრულებლები.
9. ერთეულ(ებ)ის მიერ შესყიდვები ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.