1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკა (შემდგომში – სააღრიცხვო პოლიტიკა) საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს) საფუძველზე არეგულირებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებებისა და მათ სისტემაში შემავალი/კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების (შემდგომში – ერთეულ(ებ)ი) მიერ ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესებს და პირობებს.

2. სააღრიცხვო პოლიტიკის მიზანია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
სახსრების სწორი, გამჭვირვალე აღრიცხვა, ფინანსური ანგარიშგების უზრუნველსაყოფად ერთეულ(ებ)ისათვის ერთიანი ძირითადი პრინციპების, საფუძვლების, დაშვებების, წესებისა და მეთოდების განსაზღვრა და ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შედეგად მიღებული ფინანსური შედეგების შესახებ საიმედო ინფორმაციის მიწოდება როგორც შიდა, ასევე გარე მომხმარებლებისათვის.

3.ერთეულ(ებ)ის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები. ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციების შემოსავლების წყაროს ასევე წარმოადგენს არასაბიუჯეტო (საკუთარი) შემოსავლები.

4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახაზინო დეპარტამენტი ადგენს ნაერთ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურ