1. ერთეულ(ებ)ის მავალდებულებელი მოვლენის წარმოქმნის საფუძველს წარმოადგენს შემდგომი გადახდის პირობა.

2.
ვალდებულებები წარმოდგენილია, როგორც მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები და სხვა მოკლევადიანი (მიმდინარე) ვალდებულებები, გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებები და გრძელვადიანი ვალდებულებები.

3. ვალდებულების ოპერაციებზე გადასახდელები გამოირიცხება კრედიტორული დავალიანებების ოპერაციებისაგან და განიხილება, როგორც ხარჯვითი ოპერაციები.

4. საქონლისა და მომსახურების შესყიდვისას წარმოქმნილი კრედიტორული დავალიანებების ღირებულებას წარმოადგენს მიღებული საქონლისა და მომსახურების ღირებულება.

5. ვალდებულების დაფარვა წარმოებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში. ძირითადი აქტივების და მატერიალური მარაგების მოწოდებით წარმოქმნილი ვალდებულების დაფარვის დოკუმენტს წარმოადგენს მიღება-ჩაბარების აქტი, სასაქონლო ზედნადები და ვალდებულება აღრიცხვაში აღიარდება არაფინანსური აქტივების მიღების მომენტში. მომსახურების გაწევით წარმოქმნილი ვალდებულების დაფარვის დოკუმენტია
მიღება-ჩაბარების აქტ