1. საანგარიშო წელს და წინა პერიოდებში წარმოქმნილი და დაუფარავი ყველა სახის კრედიტორული დავალიანება, რომელთა დაფარვის ალბათობა ნულის ტოლია, ექვემდებარება უიმედო ვალად აღიარებას და ბალანსიდან ამოღებას საინვენტარიზაციო კომისიის მიერ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-11 მუხლის მე-9 პუნქტში მოცემული გარემოებების შესაბამისად, მე-10 პუნქტის საფუძველზე მომზადებული დასკვნით, მიეკუთვნება „სხვა ეკონომიკური ნაკადებიდან მიღებული შემოსავლების“ – №4-90-0000 ნომინალური ანგარიშის კრედიტს და ექვემდებარება ასახვას ბალანსის საცნობარო მუხლში – „ვადაგადაცილებული დავალიანებები. №4-90-0000 ანგარიში პერიოდის ბოლოს ექვემდებარება გადახურვას საქმიანობის სახეების მიხედვით, საანგარიშო პერიოდის ნამეტი/დეფიციტის ანგარიშებზე.
2. ერთეულ(ებ)ს არ გააჩნია უდავო მავალდებულებელი მოვლენა და როცა ვალდებულების მოცულობა, ან დაფარვის თარიღი არ არის ცნობილი, არ აღიარებს ანარიცხებს.
3. პირობითი ვალდებულებები, არსებობის შემთხვევაში, სსბასს 19-ის – „ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივების“ შესაბამისად, თუ არ ექვემდებარება ერთეულის კონტროლს, სანამ არ გაირკვევა ერთეულის მიმდინარე მოვალეობა და შეუძლებელი იქნება ვალდებულების თანხის საიმედო შეფასება, მიეკუთვნება პოტენციურ ვალდებულებებს. ასეთი ვალდებულებები არ აღიარდება აღრიცხვაში და ექვემდებარება ასახვას ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში.
4. ვალდებულებებით და კრედიტორული დავალიანებებით ოპერაციების არსებითი მახასიათებლები ექვემდებარება გამჟღავნებას ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში.