1. ერთეულ(ებ)ის ძირითადი აქტივებით ოპერაციები რეგულირდება სსბასს 17 – „ძირითადი აქტივების“
მოთხოვნების შესაბამისად.

2.
ძირითად აქტივებად აღიარებას ექვემდებარება 500 ლარზე მეტი ღირებულების მქონე აქტივები, რომელთა გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია, იდენტიფიცირებადია, განცალკევებადია, შეფასებულია საიმედოდ და მათი ექსპლუატაციიდან შესაძლებელია ეკონომიკური სარგებლის მიღება.

3. შეძენილი ძირითადი აქტივების შეფასება წარმოებს თვითღირებულებით და მოიცავს ყველა იმ კომპონენტს, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული აქტივის სამუშაო მდგომარეობაში მოყვანასთან. სსბასს 17-ის მოთხოვნების გათვალისწინებით, ძირითადი აქტივები თავდაპირველი აღიარების შემდგომ აისახება თვითღირებულების მოდელის გამოყენებით და ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვას ექვემდებარება საბალანსო ღირებულებით საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის №108 ბრძანებით დამტკიცებული
„საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს – ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის მე-10 მუხლის
23 -ე
პუნქტის შესაბამისად.

4.ცალკეულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ან მაკონტროლებელი ერთეულის გადაწყვეტილებით, აქტივის სამართლიანი (რეალური) ღირებულების განსაზღვრის მიზნით, მიზანშეწონილია გადაფასების მოდელის გამოყენება (აქტივის ღირებულება ექვემდებარება შეფასებას სათანადო კვალიფიკაციის ექსპერტების მიერ საბაზრო ღირებულებით). აღრიცხვაში ასახვის მიზნით გამოიყენება „კოეფიციენტის მეთოდი“ და გადაანგარიშებას ექვემდებარება ძირითადი აქტივის ცვეთაც და გაუფასურება