1. საგადასახადო ვალდებულებების, როგორც შეფასებითი ვალდებულებების გაანგარიშება და გადახდა წარმოებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად. „გადასახდელი გადასახადებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები” აისახება №2-13-2000 ძირითადი ანგარიშის ქვეანგარიშების კრედიტში, კერძოდ:
ა) ანგარიში №2-13-2100 – „საშემოსავლო გადასახადით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებების“ კრედიტში, „შტატით მომუშავეთა ხელფასებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებების“ – №2-13-3100 და „შტატგარეშე მომუშავეთა ხელფასებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებების“ – №2-13-3200 ანგარიშების დებეტებთან კორესპონდენციით;
ბ) ანგარიში №2-13-2200 – „მოგების გადასახადით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები“.
2. მხარჯავ დაწესებულებებს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს
შეიძლება დაეკისროს დღგ-ის გადამხდელის ვალდებულება. დასაბეგრი დღგ-ის თანხა გაიანგარიშება საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და მიეკუთვნება „დამატებითი ღირებულების გადასახადით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებების“ – №2-13-2400 ანგარიშის კრედიტს, „დამატებითი ღირებულების გადასახადით მოთხოვნების – №1-13-2400
ანგარიშის დებეტთან კორესპონდენციით. ვალდებულების ნამეტი თანხა დებეტის ჩანაწერით გადაირიცხება ბიუჯეტში, „საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით ეროვნულ ვალუტაში – №1-13-1230 ანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით.
კერძოდ:
ა) ანგარიში №2-13-2600 – „იმპორტის გადასახადით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები (განსაკუთრებულ შემთხვევებში, შესაბამისი ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში);
ბ) ანგარიში №2-13-2300 – „ქონების გადასახადით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები“.
3. არასაბიუჯეტო (საკუთარი) საქმიანობის ნაწილში, მხარჯავ დაწესებულებებს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საბიუჯეტო დაწესებულებებს წარმოექმნება ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება. გადასახადის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს კოეფიციენტი, რომელიც მიიღება არასაბიუჯეტო (საკუთარი) საქმიანობიდან მიღებული საკუთარი შემოსავლების შეფარდებით მთლიან (საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო) შემოსავლებთან. ორგანიზაციის ძირითადი აქტივების საშუალო ღირებულება (წლის დასაწყისისათვის და წლის ბოლოსათვის არსებული ნაშთების ჯამი/2), შეფასებული საგადასახადო კოდექსის მიხედვით, კორექტირდება კოეფიციენტით. მიღებული თანხა წარმოადგენს არასაბიუჯეტო (საკუთარი) საქმიანობით მიღებული შემოსავლის პროპორციულ, ქონების გადასახადის დასაბეგრ ბაზას.
4. ქონების გადასახადით ვალდებულება
მიეკუთვნება – „ქონების გადასახადით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებების“
№2-13-2300 ანგარიშის კრედიტს, „მიმდინარე ტრანსფერები და სხვა არაკლასიფიცირებული ხარჯები გაცვლითი ოპერაციებით“ – №5-73-1100 ნომინალური ანგარიშის დებეტთან კორესპონდენციით. აღნიშნული ანგარიში იხურება კრედიტის ჩანაწერით „საანგარიშო პერიოდის ნამეტი/დეფიციტი არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით საქმიანობისათვის“ – №3-23-2000 ნომინალური ანგარიშის დებეტთან კორესპონდენციით. საანგარიშო პერიოდის ბოლოს №3-23-2000 ანგარიში კრედიტის ჩანაწერით გადაიხურება „გაუნაწილებელი ნამეტი/დეფიციტი არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით საქმიანობისათვის“ – №3-21-2000 ანგარიშის დებეტთან კორესპონდენციი