1.
ერთეულ(ებ)ის მოთხოვნები და დებიტორული დავალიანებები შეესაბამება საბიუჯეტო კლასიფიკაციას და მიეკუთვნება მოკლევადიან მიმდინარე აქტივებს, ფინანსურ ანგარიშგებაში აღიარებულია ფაქტობრივი ღირებულებით და
ბალანსში ასახულია ნეტო თანხით. მოთხოვნის წარმოქმნის საფუძველია შემდგომი გადახდის პირობა.

2. საქონლისა და მომსახურების მოწოდებისას წარმოქმნილი დებიტორული დავალიანებების ღირებულებას წარმოადგენს მიწოდებული საქონლისა და მომსახურების ღირებულება.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო ფულადი სახსრები განთავსებულია „ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო ფულადი სახსრები ხაზინაში ეროვნულ ვალუტაში“ – №1-11-2121 ანგარიშის დებეტში, „საგადასახადო შემოსავლების“ – №4-10-0000 ნომინალური ანგარიშის შესაბამისი ქვეანგარიშების კრედიტთან კორესპონდენციით.

4. ცენტრალური ბიუჯეტიდან განხორციელებული ტრანსფერები მიეკუთვნება „შემოსავლები შიდა ტრანსფერებით“ – №4-50-0000 ნომინალური ანგარიშის კრედიტს. .„სხვა გადასახდელებით შემოსავლები“ მიეკუთვნება – №4-17-0000 ანგარიშის კრედიტს, ხოლო „გრძელვადიანი აქტივების გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლები“ – №4-43-0000 ანგარიშის კრედიტს.

5. ერთეულ(ებ)ის მიერ შიდა მიმდინარე ტრანსფერებით განხორციელებული ხარჯები მიეკუთვნება – „ხაზინიდან საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის გაწეული მიმდინარე ტრანსფერებით ხარჯების“ – №5-52-2000 ანგარიშის დებეტს, ხოლო კაპიტალური ტრანსფერებით განხორციელებული ხარჯები „ხაზინიდან საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის გაწეული კაპიტალური ტრანსფერებით ხარჯების“ – №5-51-2000 ანგარიშის დებეტს. აღნიშნული ოპერაციებით მცირდება ფულის ნაშთი – „ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო ფულადი სახსრები ხაზინაში ეროვნულ ვალუტაში“ – №1-11-2121 ანგარიშის კრედიტის ჩანაწერით.

6. საანგარიშო პერიოდის ბოლოს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების შედგენის დროს ელიმინირებას (ამოთიშვას) ექვემდებარება ტრანსფერებით მიღებული შემოსავლები და ხარჯები.

7.
ერთეულ(ებ)ის ფულადი სახსრები განთავსებულია ხაზინაში გახსნილ ანგარიშებზე:

ანგარიში №1-13-1210 – „საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ, საბიუჯეტო სახსრებით ეროვნულ ვალუტაში“;

ანგარიში №1-13-1220 – „საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ, მიზნობრივი დაფინანსებით და გრანტებით ეროვნულ ვალუტაში;

ანგარიში №1-13-1230 -„საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ,არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით ეროვნულ ვალუტაში“.

8.
„მოკლევადიანი (მიმდინარე) საგადასახადო დებიტორული დავალიანებების“ – №1-13-2000 ძირითადი ანგარიშის ქვეანგარიშების დებეტს მიეკუთვნება:

ანგარიში №1-13-2100 – „საშემოსავლო გადასახადით მოთხოვნები“ (როგორც საბიუჯეტო, ასევე არასაბიუჯეტო (საკუთარი) საქმიანობის ნაწილში);

ანგარიში№1-13-2200 – „მოგების გადასახადით მოთხოვნები“ (არასაბიუჯეტო (საკუთარი) საქმიანობის ნაწილში);

ანგარიში №1-13-2300 – „ქონების გადასახადით მოთხოვნები“(არასაბიუჯეტო (საკუთარი) საქმიანობის ნაწილში);

ანგარიში №1-13-2400 – „დამატებული ღირებულების გადასახადით მოთხოვნები“ არასაბიუჯეტო (საკუთარი) საქმიანობის ნაწილში);

ანგარიში №1-13-2700 – „სხვა გადასახადებით მოთხოვნები“;

ანგარიში
№1-13-2800 – „სხვა გადასახდელებით მოთხოვნები.

9. „მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები საპენსიო სქემაში დასაქმებულის შენატანებით“
მიეკუთვნება – №1-13-3200 ანგარიშის დებეტს.

10. „საქონლისა და მომსახურების გაყიდვებიდან მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებების“ – №1-13-6000 ანგარიშის დებეტში აისახება შემდგომი გადახდის პირობით წარმოქმნილი მოთხოვნები ფულად სახსრებზე, აქტივებისა და მომსახურების მიწოდებით. ანგარიში იხურება კრედიტის ჩანაწერით, ფულადი სახსრების ამსახველი ანგარიშების დებეტთან კორესპონდენციით, აქტივების მიღების, ან მომსახურების ღირებულების ფულადი სახსრების ამსახველ ანგარიშებზე ჩარიცხვის დროს.

11. „სხვა ჯარიმებზე, სანქციებსა და საურავებზე მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები ეროვნულ ვალუტაში“, რომელიც განსაზღვრულია შემოსავლების კლასიფიკატორში, აისახება №1-13-4610 ანგარიშის დებეტში, „შემოსავლები სანქციებით, ჯარიმებით და საურავებით“ – №4-44-0000 ანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით, ხოლო სახელშეკრულებო პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციები მიეკუთვნება
– №1-13-4610 ანგარიშის დებეტს, „მიმდინარე ტრანსფერები და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლების“ – №4-45-1000 ან „კაპიტალური ტრანსფერები და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლების“ – №4-45-2000 ნომინალური ანგარიშების ქვეანგარიშების კრედიტთან კორესპონდენციით.

12. სათანადო გარანტიების საფუძველზე წარმოებული წინასწარი გადახდები მატერიალური მარაგების და მომსახურების შესყიდვებზე აღიარდება №1-15-1100 ანგარიშზე – „საქონლისა და მომსახურების შესაძენად წინასწარი გადახდებით მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები“ – დებეტში. ანგარიში კორექტირდება მიღებული აქტივების ან მომსახურების ღირებულებით.
„გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების შესაძენად წინასწარი გადახდებით მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები“ აღირიცხება №1-15-1200 ანგარიშის დებეტში. ანგარიში კორექტირდება მიღებული აქტივების ღირებულებით.

13. №1-15-5000
ანგარიშს მიეკუთვნება – „მოკლევადიანი (მიმდინარე) არაფულადი მოთხოვნები, არაფინანსური აქტივების დანაკლისით“ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

14. №1-13-7400
ანგარიშის დებეტს მიეკუთვნება – „ანგარიშვალდებული პირებისაგან მისაღები სხვა თანხებით მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები“.

ანგარიშვალდებული პირის მიერ სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთების
და აბონემენტების,ასევე სხვა ნაბეჭდი პროდუქციის (ჟურნალების, ბუკლეტების და სხვა) ნაღდი ფულით რეალიზაცია გატარდება:

დ-1-13-7400 – „ანგარიშვალდებული პირებისაგან მისაღები სხვა თანხებით მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები“.

კ-2-15-1230 – „მოკლევადიანი (მიმდინარე) ავანსად მიღებული სხვა არასაგადასახადო შემოსავლები“.

ანგარიშვალდებული პირის მიერ თანხები ექვემდებარება შეტანას ხაზინაში არასაბიუჯეტო (საკუთარი) საქმიანობის ანგარიშზე:

დ-1-13-1230 – „საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ, არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით ეროვნულ ვალუტაში“.

კ-1-13-7400 – „ანგარიშვალდებული პირებისაგან მისაღები სხვა თანხებით მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები“.

მომსახურების გაწევის პროპორციულად (აბონემენტების რეალიზაციის შემთხვევაში) შემოსავალი ექვემდებარება აღიარებას, როგორც „არასაბაზრო დაწესებულებების მიერ განხორციელებული გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლები“ – №4-42-3000 ანგარიშის კრედიტში, „მოკლევადიანი (მიმდინარე) ავანსად მიღებული სხვა არასაგადასახადო შემოსავლების“ – №2-15-1230 ანგარიშის დებეტთან კორესპონდენციით.

15. ანგარიშვალდებული პირების მიერ ტერმინალით ბილეთების რეალიზაციის დროს მიღებული თანხები ჯერ აღიარდება, როგორც ავანსად მიღებული არასაგადასახადო შემოსავლები და გატარდება:

დ-1-13-6000 – „საქონლისა და მომსახურების გაყიდვებიდან მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები“.

კ-2-15-1230 – „მოკლევადიანი (მიმდინარე) ავანსად მიღებული სხვა არასაგადასახადო შემოსავლები“.

ტერმინალიდან რეალიზაციით მიღებული თანხები ექვემდებარება შეტანას ხაზინაში არასაბიუჯეტო (საკუთარი) საქმიანობის ანგარიშზე.

დ-1-13-1230 – „საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ, არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით ეროვნულ ვალუტაში“.

კ-1-13-6000 – „საქონლისა და მომსახურების გაყიდვებიდან მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები“.

მომსახურების გაწევის შემდეგ შემოსავალი ექვემდებარება აღიარებას, როგორც არასაბაზრო დაწესებულებების მიერ განხორციელებული გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლები და გატარდება:

დ-2-15-1230 – „მოკლევადიანი (მიმდინარე) ავანსად მიღებული სხვა არასაგადასახადო შემოსავლები“.

კ-2-13-2400 – „დღგ-ის გადასახადით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები“ (თუ ორგანიზაცია არის დღგ-ის გადამხდელი).

კ-4-42-3000 – „არასაბაზრო დაწესებულებების მიერ განხორციელებული გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლები“.

16. მივლინების ხარჯების ანაზღაურება ხდება „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილების შესაბამისად.

17. მივლინების საფუძველია სათანადო მიწვევები, მოხსენებითი ბარათები და შესაბამისი უფლებამოსილი პირების
ბრძანებები.

18. მივლინებიდან დაბრუნებული პირი ვალდებულია მივლინების შესახებ ანგარიში წარუდგინოს ხელმძღვანელ პირებს, ხოლო მივლინების ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია
- საფინანსო დეპარტამენტს
ქვეყნის შიგნით მივლინებისას – 14 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო ქვეყნის გარეთ მივლინებისას – 30 სამუშაო დღის ვადაში.

19. მივლინებული პირების მიმართ მოკლევადიანი მოთხოვნები საავანსო თანხების გაცემით აღიარდება: №1-13-7500 ანგარიშის დებეტში – „მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები მივლინებებით ქვეყნის შიგნით“ და №1-13-7600 ანგარიშის დებეტში – „მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები მივლინებებით ქვეყნის გარეთ“. ორივე შემთხვევაში კრედიტდება ფულადი სახსრების ამსახველი ანგარიშები.

20. მოთხოვნების დაფარვა ამ ანგარიშების კრედიტის ჩანაწერებით მიეკუთვნება „მივლინებებით ხარჯების“ – №5-20-2000 ნომინალური ანგარიშის დებეტს, რომელიც საანგარიშო პერიოდის ბოლოს კრედიტის ჩანაწერით გადაიხურება საანგარიშო პერიოდის ნამეტი/დეფიციტის ანგარიშებზე

21. ზედმეტად გაცემული საავანსო თანხებით კორექტირებას ექვემდებარება მივლინების ფაქტობრივი (საკასო) ხარჯები, ზედმეტად გაცემული თანხის ფულადი სახსრების შესაბამის ანგარიშზე დაბრუნებით. დებიტორული დავალიანების კონვერსია მიეკუთვნება №1-13-9400 ანგარიშის – „ზედმეტად/შეცდომით გადახდილი თანხებით მოკლევადიანი (მიმდინარე) ფულადი მოთხოვნების“ დებეტს,№1-13-7500 ან №1-13-7600 ანგარიშების კრედიტთან კორესპონდენციით.

22. თანხის დაბრუნება აისახება გატარებით – დებეტი, ანგარიში №1-13-1210 – „საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ, საბიუჯეტო სახსრებით“, კრედიტი – ანგარიში №1-13-9400 -
„ზედმეტად/შეცდომით გადახდილი თანხებით მოკლევადიანი (მიმდინარე) ფულადი მოთხოვნები“.

23. რესურსის აღდგენა გატარდება: დებეტი – ანგ.№4-52-2000 – „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ხაზინიდან მიღებული მიმდინარე ტრანსფერები“, კრედიტი – ანგარიში №1-13-1210 „საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ, საბიუჯეტო სახსრებით“. №4-52-2000 ნომინალური ანგარიში ექვემდებარება გადახურვას საანგარიშო პერიოდის ნამეტი/დეფიციტის ანგარიშებზე, ბიუჯეტის ნაწილში.

24. სხვა დანარჩენი მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები აღირიცხება №1-13-9900 ანგარიშის დებეტში.

25. ჩვეულებრივი საქმიანობის პროცესში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხარჯავი დაწესებულებები არ ქმნიან საეჭვო მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებების ანარიცხებს.

26.განსაკუთრებულ შემთხვევებში, მოკლევადიანი (მიმდინარე) აქტივების აკუმულირებული ღირებულების შემცირება მიეკუთვნება „მოკლევადიანი (მიმდინარე) აქტივების აკუმულირებული გაუფასურების ზარალის“ – №1-19-0000 ანგარიშის ქვეანგარიშების დებეტს, მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებების და მოთხოვნების შესაბამისი ანგარიშების კრედიტთან კორესპონდენციი