პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (27)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №211 |
|
2017 წლის 25 აპრილი ქ. თბილისი |
|
მუხლი 1. პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის მიზანი
პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს პროფესიულ საჯარო მოხელეთა (შემდგომში – მოხელე) მივლინებით გაგზავნის წესს, სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებას, კომპენსაციის ოდენობასა და მივლინებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2. მოხელის მივლინებით გაგზავნის წესი და საფუძვლები
1. მოხელე შესაძლებელია, საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გაგზავნილ იქნეს სამსახურებრივი მივლინებით როგორც ქვეყნის ფარგლებში, ისე მისი ფარგლების გარეთ. 2. მოხელის მივლინებით გაგზავნის საფუძვლებია: ა) ოფიციალური მოწვევა სამსახურებრივი საჭიროების მიზნით; ბ) სამსახურებრივი საჭიროება; გ) საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი უფლებამოსილებების საჯარო დაწესებულების ადგილმდებარეობის ფარგლებს გარეთ განხორციელების აუცილებლობა. 3. მოხელის მივლინების თაობაზე საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს წარედგინება შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. 4. მივლინების თაობაზე ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს მივლინებაში გასამგზავრებელი პირის (პირების) შესახებ, მივლინების მიზანს, მივლინების დაწყებისა და დასრულების თარიღს, მივლინების ადგილს (ადგილებს), მივლინებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებსა და მათი ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო ხარჯების ჩამონათვალს, გასამართი ღონისძიების დაწყებისა და დასრულების თარიღს, აგრეთვე ინფორმაციას მომწვევი მხარის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასანაზღაურებელი თანხების შესახებ. 5. მოხელის მივლინების თაობაზე ხელმძღვანელი/მის მიერ უფლებამოსილი პირი გამოსცემს ბრძანებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. 6. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესაძლებელია დამტკიცდეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოხელის მივლინების ანგარიშის ფორმა და განისაზღვროს მისი შევსების ინსტრუქცია.
მუხლი 3. მოხელეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი
1. სამსახურებრივ მივლინებად მიიჩნევა შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით მოხელის გამგზავრება სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ. 2. ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინება შეიძლება იყოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი. 3. ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელვადიან მივლინებად ითვლება მოხელის გაგზავნა უცხო სახელმწიფოში ერთ თვეზე მეტი ვადით. 4. საქართველოს მთავრობის წევრი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მიმართვაში უნდა აღინიშნოს ვიზიტის მიზანი და ხანგრძლივობა. 5. იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ საქართველოს დაწესებულებები აკრედიტებული არიან ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში, მათი აკრედიტაციის ქვეყნებში ამ დაწესებულების მოხელეთა მივლინება ჩაითვლება მივლინებად იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც ეს დაწესებულება მდებარეობს. 6. მივლინებაში ყოფნის პერიოდში მოხელეს უნარჩუნდება დაკავებული თანამდებობა და შრომითი გასამრჯელო. 7. მოხელეს, რომელსაც გზავნიან სამსახურებრივ მივლინებაში, სრულად უნდა აუნაზღაურდეს სამივლინებო ხარჯები მივლინებაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, გარდა ამ წესით დადგენილი გამონაკლისებისა. 8. სამივლინებო ხარჯები შედგება სადღეღამისო, მგზავრობის, საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისა და, საჭიროების შემთხვევაში, საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის ვიზის მიღებისათვის გაწეული ხარჯებისაგან, ხოლო 30 კმ-მდე მანძილზე მივლინებისას, როდესაც შესაძლებელია სამუშაო (საცხოვრებელ) ადგილზე იმავე დღეს დაბრუნება, ანაზღაურდება მხოლოდ მგზავრობის ხარჯები. შესაბამის თანამდებობის პირს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას ყოველდღიურად აგრეთვე მიეცემა ამ წესის №2 დანართით გათვალისწინებული სადღეღამისო ნორმის დანამატი. ამასთან, №2 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის თანამდებობის პირებს აუნაზღაურდებათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები. სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მოხელეს ასევე აუნაზღაურდება მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები, ხოლო სამთავრობო დელეგაციის წევრებს – მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის ხარჯები. 9. სადღეღამისო ხარჯები იანგარიშება სამსახურებრივ მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების ჩათვლით. 10. ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა განისაზღვრება დღეში 15 ლარის ოდენობით, ხოლო ქვეყნის გარეთ – ამ წესის №1 დანართის შესაბამისად. 11. მოხელეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინებისას პირველი 30 დღის განმავლობაში სადღეღამისო ხარჯები უნაზღაურდება ამ წესის №1 დანართის მიხედვით მოკლევადიანი მივლინებისათვის დადგენილი ნორმებით, სვეტი №3-ით, ხოლო 30 დღის შემდეგ – ამავე დანართის სვეტი №4-ით (საზღვარგარეთ საქართველოს დაწესებულების მოსამსახურესათვის მოკლევადიანი მივლინებისას იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც მდებარეობს ეს დაწესებულება) განსაზღვრული ნორმებით. 12 . საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინების ხარჯები შესაძლებელია აუნაზღაურდეს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურებისათვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. 13. თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოხელის მივლინებას მიმღები მხარე უზრუნველყოფს კვების ხარჯებით, მოხელეს უნაზღაურდება სადღეღამისო ნორმის მხოლოდ 30%, ხოლო ქვეყნის შიგნით მივლინებისას განსაზღვრული სადღეღამისო ხარჯები გაიცემა სრულად. 14. მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამის მიმართულებაზე არსებული მგზავრობის ღირებულების გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს ეკონომკლასის ბილეთის ღირებულებისა, გარდა ამ დადგენილებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. ამ დადგენილებით გათვალისწინებული გამონაკლისების მიუხედავად, ბიზნესკლასის ბილეთის ღირებულების ანაზღაურება დაუშვებელია, თუ ფრენის მთლიანი ხანგრძლივობა (მათ შორის, ტრანზიტული მგზავრობის დროს) 5 საათზე ნაკლებია (მათ შორის, მგზავრობის ხარჯის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების შესაბამისად ანაზღაურებისას). 15. მოხელემ, რომელიც მიემგზავრება მივლინებაში, სამგზავრო თანხების მისაღებად საჯარო დაწესებულებაში უნდა წარადგინოს მგზავრობის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი. 16. ქვეყნის შიგნით მივლინებისას საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურებისათვის მოხელეს ეძლევა თანხა არა უმეტეს საშუალო კლასის სასტუმროს ნომრის ღირებულებისა, ხოლო ქვეყნის გარეთ მივლინებისას – ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. 17. საქართველოს პრეზიდენტის დაცვითი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, ქვეყნის შიგნით მივლინებულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს სადღეღამისო ხარჯებისა და საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისათვის ეძლევათ დღეში 50 ლარი, ხოლო მივლინებიდან დაბრუნების დღეს უნაზღაურდებათ მხოლოდ ამ დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა. 18. სამთავრობო დელეგაციის წევრებს, ამ წესის №2 დანართში ჩამოთვლილ თანამდებობის პირებს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლებსა და დიპლომატიურ მისიათა ხელმძღვანელებს, NATO/PfP/SOFA-ს ფარგლებსა და NATO-ს უსაფრთხოების კონფერენციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეებს, ამ წესის მე-2 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილ თანამდებობის პირთა თანმხლებ პირებსა და უმაღლესი რანგის თანამდებობის პირთა პირად დაცვას სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება შესაძლებელია აუნაზღაურდეთ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთის მიხედვით. 19. „ღია ცის შესახებ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად დადგენილი ნორმებით, ამასთან, მოსამსახურეს დამატებით უნაზღაურდება ამ წესის №1 დანართით დაწესებული სადღეღამისო ნორმის 30%. 20. უცხო ქვეყნებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მცურავი საშუალებებით მივლინებისას მოხელეთა კვებით უზრუნველყოფა ხორციელდება შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების საფუძველზე. ამასთანავე, მოხელეებს უნაზღაურდებათ ამ წესის №1 დანართით დაწესებული სადღეღამისო ნორმის მხოლოდ 30%. 21. უცხო სახელმწიფოებსა და საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცრის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების საფუძველზე. 22. იმ შემთხვევაში, როდესაც მიმღები მხარე უზრუნველყოფს მოხელის მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების სრულად დაფარვას, თანამდებობის პირს მიეცემა მხოლოდ ამ წესის №2 დანართით განსაზღვრული დანამატი, ხოლო ქვეყნის შიგნით მივლინებისას გაიცემა მხოლოდ ნორმით განსაზღვრული სადღეღამისო ხარჯები. 23. მოხელეს სამივლინებო თანხა ავანსის სახით უნდა მიეცეს მივლინებაში გამგზავრებამდე, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისებისა. 24. ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინებისას მოხელეს სამივლინებო თანხა შეიძლება მიეცეს მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, ფაქტობრივად გაწეული შესაბამისი ხარჯების დამადასტურებელი საბუთების წარდგენიდან არაუგვიანეს 30 დღისა. 25. მივლინების დამთავრებიდან : ა) არაუგვიანეს 60 დღისა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებიდან დაბრუნებულმა მოხელემ საჯარო დაწესებულებას უნდა წარუდგინოს მგზავრობისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები, ხოლო ამ მუხლის მე-19 პუნქტითა და ამ წესის №2 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულმა თანამდებობის პირებმა საჯარო დაწესებულებას ასევე უნდა წარუდგინონ ამავე პუნქტებით განსაზღვრული ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები; ბ) არაუგვიანეს 1 თვისა ქვეყნის შიგნით მივლინებიდან დაბრუნებულმა მოხელემ საჯარო დაწესებულებას უნდა წარუდგინოს მგზავრობისა და საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები, ხოლო ამ მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა მხოლოდ მგზავრობისათვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები – არასამსახურებრივი ტრანსპორტით მგზავრობის შემთხვევაში. 26. ამ წესის №2 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებს ამავე დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ფაქტობრივად გაწეული ხარჯები შესაძლებელია აუნაზღაურდეთ შესაბამისი საბუთების ამ მუხლის 25-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ წარდგენის შემთხვევაშიც. 27. იმ შემთხვევაში, თუ მოხელე ვერ წარუდგენს საჯარო დაწესებულებას მისთვის ავანსის სახით გაცემული თანხის სრულად დახარჯვის დამადასტურებელ საბუთებს ამ მუხლის 25-ე პუნქტის შესაბამისად, მოხელე ვალდებულია, საჯარო დაწესებულებას დაუბრუნოს ავანსის სახით გაცემულ თანხასა და ფაქტობრივად გაწეულ ხარჯებს შორის არსებული სხვაობა. ანგარიშვალდებულ პირებს მორიგი მივლინების ხარჯები არ მიეცემათ ამ პუნქტით გათვალისწინებული სხვაობის დაფარვის გარეშე. 28. ქვეყნის შიგნით მგზავრობისათვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების წარუდგენლობის შემთხვევაში, მოხელისათვის მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება ქვეყანაში მოქმედი რკინიგზის ან საავტომობილო ტრანსპორტის მინიმალური ტარიფების ფარგლებში. 29. საქართველოს პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს დანართი №3-ის შესაბამისად. 30. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის, საერთო სასამართლოს მოსამართლის, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ნორმები განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 31. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს №4 დანართის შესაბამისად. 32. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების ნორმები განისაზღვროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 33. სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმები და სხვა სოციალური პირობები განისაზღვრება „სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 აგვისტოს №490 დადგენილების შესაბამისად. 34. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური ნორმები განისაზღვრება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების №9 დანართის შესაბამისად. 35. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა მივლინების ანაზღაურების ნორმები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსების მიერ დადგენილი წესით. 36. საზღვარგარეთ როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული კომერციული ატაშეების გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესი და ნორმები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
შენიშვნა: 1. სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად მოხელის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება შეიძლება მოხდეს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების შესაბამისად. 2. შესაბამისი საჯარო დაწესებულებისა და საქართველოს პარლამენტის წევრთა ან საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეთა ერთობლივი წარმომადგენლობითი დელეგაციის სამსახურებრივი მივლინებისას სამივლინებო ხარჯები შესაძლებელია ანაზღაურდეს შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიერ წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. 3. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვიზიტთან დაკავშირებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საზღვარგარეთ მივლინებულ თანამშრომლებს ეძლევათ სადღეღამისო ნორმაზე დანამატი 30%-ის ოდენობით. 4. ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას, №2 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის თანამდებობის პირებს – მგზავრობის, ხოლო დასაცავი პირების ვიზიტთან დაკავშირებით საზღვარგარეთ მივლინებულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები აუნაზღაურდებათ ამ წესის მე-3 მუხლის 25-ე პუნქტის შესაბამისად, საჯარო დაწესებულებაში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, წლიური საბიუჯეტო კანონით შესაბამისი უწყებებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. 5. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით წარგზავნილ (მივლინებულ) იმ პირთა სამივლინებო ხარჯები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები, შესაძლებელია ანაზღაურდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული ნორმების გათვალისწინებით, შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 6. ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი საჯარო მოსამსახურეების სამივლინებო ხარჯები შესაძლებელია ანაზღაურდეს დადგენილებით განსაზღვრული ნორმების გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 7. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სამშვიდობო ან სხვა სახის ოპერაციების განხორციელების ადგილას საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით წარგზავნილ (მივლინებულ) იმ პირთა სამივლინებო ხარჯები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები, შესაძლებელია ანაზღაურდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 8. ამ წესის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მივლინების შემთხვევებზე.
დანართი №1
ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების დროს სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების შესახებ
დანართი №2 შესაბამისი თანამდებობის პირთათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი
შენიშვნები: 1. საქართველოს პრეზიდენტის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი შესაბამისი ვალუტით. 2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 150 აშშ დოლარის ეკვივალენტი შესაბამისი ვალუტით. 3. სამთავრობო დელეგაციებს მიეკუთვნებიან ის დელეგაციები, რომელთაც მიენიჭათ უფლება გამოვიდნენ საქართველოს სახელით. 4. მოხელეებს უფლება აქვთ, მიიღონ ამ დანართით გათვალისწინებული მხოლოდ ერთი დანამატი. 5. საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მინისტრსა და სახელმწიფო მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები, აგრეთვე სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მოხელის მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები, ხოლო სამთავრობო დელეგაციის წევრებს – მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის ხარჯები აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით შესაბამისი უწყებებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მივლინების შემთხვევაში – საქართველოს ეროვნული ბანკის სახსრებით. 6. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტით შესაძლებელია განისაზღვროს შესაბამის თანამდებობის პირთა სადღეღამისო ნორმის დანამატის ამ დანართით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ოდენობა, ამავე სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში.
დანართი №3 საქართველოს პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი
შენიშვნები: 1. საპარლამენტო დელეგაცია არის ის დელეგაცია, რომელსაც მიენიჭა საქართველოს პარლამენტის სახელით გამოსვლის უფლება. 2. საქართველოს პარლამენტის წევრსა და პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეს (ერთზე მეტი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში) უფლება აქვთ, მიიღონ ამ დანართით გათვალისწინებული სადღეღამისო ნორმის მხოლოდ ერთი, უფრო მაღალი დანამატი. 3. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მივლინების პირველ სამ დღეზე (თითოეულ ქვეყანაში) სადღეღამისო ნორმის დანამატი (თითოეულ დღეზე) განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: ა) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისათვის – 230 ევროს ეკვივალენტით შესაბამის ვალუტაში; ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისათვის – 200 ევროს ეკვივალენტით შესაბამის ვალუტაში. 4. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებს, კომიტეტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეს, საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარესა და საპარლამენტო დელეგაციის წევრს სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების შესაბამისად. 5. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საპარლამენტო დელეგაციების წევრებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას მგზავრობის ხარჯები აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების შესაბამისად. 6. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას კავშირგაბმულობის ხარჯები აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების შესაბამისად.
დანართი №4 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი:
შენიშვნა: 1. თუ მივლინების ხანგრძლივობა 3 დღეზე ნაკლებია ან 3 დღეა: ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 280 აშშ დოლარის ეკვივალენტი შესაბამისი ვალუტით; ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებისა და წევრების სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 130 აშშ დოლარის ეკვივალენტი შესაბამისი ვალუტით. 2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას მგზავრობისა და სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. 3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს აუნაზღაურდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები, წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-80 მუხლის მე-3 პუნქტისა და 84-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დადგენილება ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით ჩამოთვლილ პირებზე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებსა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებმუხლი 1. პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის მიზანი
პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს პროფესიულ საჯარო მოხელეთა (შემდგომში – მოხელე) მივლინებით გაგზავნის წესს, სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებას, კომპენსაციის ოდენობასა და მივლინებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2. მოხელის მივლინებით გაგზავნის წესი და საფუძვლები
1. მოხელე შესაძლებელია, საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გაგზავნილ იქნეს სამსახურებრივი მივლინებით როგორც ქვეყნის ფარგლებში, ისე მისი ფარგლების გარეთ.
2. მოხელის მივლინებით გაგზავნის საფუძვლებია:
ა) ოფიციალური მოწვევა სამსახურებრივი საჭიროების მიზნით;
ბ) სამსახურებრივი საჭიროება;
გ) საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი უფლებამოსილებების საჯარო დაწესებულების ადგილმდებარეობის ფარგლებს გარეთ განხორციელების აუცილებლობა.
3. მოხელის მივლინების თაობაზე საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს წარედგინება შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.
4. მივლინების თაობაზე ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს მივლინებაში გასამგზავრებელი პირის (პირების) შესახებ, მივლინების მიზანს, მივლინების დაწყებისა და დასრულების თარიღს, მივლინების ადგილს (ადგილებს), მივლინებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებსა და მათი ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო ხარჯების ჩამონათვალს, გასამართი ღონისძიების დაწყებისა და დასრულების თარიღს, აგრეთვე ინფორმაციას მომწვევი მხარის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასანაზღაურებელი თანხების შესახებ.
5. მოხელის მივლინების თაობაზე ხელმძღვანელი/მის მიერ უფლებამოსილი პირი გამოსცემს ბრძანებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.
6. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესაძლებელია დამტკიცდეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოხელის მივლინების ანგარიშის ფორმა და განისაზღვროს მისი შევსების ინსტრუქცია.
მუხლი 3. მოხელეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი
1. სამსახურებრივ მივლინებად მიიჩნევა შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით მოხელის გამგზავრება სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ.
2. ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინება შეიძლება იყოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი.
3. ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელვადიან მივლინებად ითვლება მოხელის გაგზავნა უცხო სახელმწიფოში ერთ თვეზე მეტი ვადით.
4. საქართველოს მთავრობის წევრი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მიმართვაში უნდა აღინიშნოს ვიზიტის მიზანი და ხანგრძლივობა.
5. იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ საქართველოს დაწესებულებები აკრედიტებული არიან ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში, მათი აკრედიტაციის ქვეყნებში ამ დაწესებულების მოხელეთა მივლინება ჩაითვლება მივლინებად იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც ეს დაწესებულება მდებარეობს.
6. მივლინებაში ყოფნის პერიოდში მოხელეს უნარჩუნდება დაკავებული თანამდებობა და შრომითი გასამრჯელო.
7. მოხელეს, რომელსაც გზავნიან სამსახურებრივ მივლინებაში, სრულად უნდა აუნაზღაურდეს სამივლინებო ხარჯები მივლინებაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, გარდა ამ წესით დადგენილი გამონაკლისებისა.
8. სამივლინებო ხარჯები შედგება სადღეღამისო, მგზავრობის, საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისა და, საჭიროების შემთხვევაში, საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის ვიზის მიღებისათვის გაწეული ხარჯებისაგან, ხოლო 30 კმ-მდე მანძილზე მივლინებისას, როდესაც შესაძლებელია სამუშაო (საცხოვრებელ) ადგილზე იმავე დღეს დაბრუნება, ანაზღაურდება მხოლოდ მგზავრობის ხარჯები. შესაბამის თანამდებობის პირს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას ყოველდღიურად აგრეთვე მიეცემა ამ წესის №2 დანართით გათვალისწინებული სადღეღამისო ნორმის დანამატი. ამასთან, №2 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის თანამდებობის პირებს აუნაზღაურდებათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები. სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მოხელეს ასევე აუნაზღაურდება მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები, ხოლო სამთავრობო დელეგაციის წევრებს – მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის ხარჯები.
9. სადღეღამისო ხარჯები იანგარიშება სამსახურებრივ მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების ჩათვლით.
10. ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა განისაზღვრება დღეში 15 ლარის ოდენობით, ხოლო ქვეყნის გარეთ – ამ წესის №1 დანართის შესაბამისად.
11. მოხელეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინებისას პირველი 30 დღის განმავლობაში სადღეღამისო ხარჯები უნაზღაურდება ამ წესის №1 დანართის მიხედვით მოკლევადიანი მივლინებისათვის დადგენილი ნორმებით, სვეტი №3-ით, ხოლო 30 დღის შემდეგ – ამავე დანართის სვეტი №4-ით (საზღვარგარეთ საქართველოს დაწესებულების მოსამსახურესათვის მოკლევადიანი მივლინებისას იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც მდებარეობს ეს დაწესებულება) განსაზღვრული ნორმებით.
12 . საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინების ხარჯები შესაძლებელია აუნაზღაურდეს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურებისათვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
13. თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოხელის მივლინებას მიმღები მხარე უზრუნველყოფს კვების ხარჯებით, მოხელეს უნაზღაურდება სადღეღამისო ნორმის მხოლოდ 30%, ხოლო ქვეყნის შიგნით მივლინებისას განსაზღვრული სადღეღამისო ხარჯები გაიცემა სრულად.
14. მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამის მიმართულებაზე არსებული მგზავრობის ღირებულების გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს ეკონომკლასის ბილეთის ღირებულებისა, გარდა ამ დადგენილებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. ამ დადგენილებით გათვალისწინებული გამონაკლისების მიუხედავად, ბიზნესკლასის ბილეთის ღირებულების ანაზღაურება დაუშვებელია, თუ ფრენის მთლიანი ხანგრძლივობა (მათ შორის, ტრანზიტული მგზავრობის დროს) 5 საათზე ნაკლებია (მათ შორის, მგზავრობის ხარჯის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების შესაბამისად ანაზღაურებისას).
15. მოხელემ, რომელიც მიემგზავრება მივლინებაში, სამგზავრო თანხების მისაღებად საჯარო დაწესებულებაში უნდა წარადგინოს მგზავრობის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი.
16. ქვეყნის შიგნით მივლინებისას საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურებისათვის მოხელეს ეძლევა თანხა არა უმეტეს საშუალო კლასის სასტუმროს ნომრის ღირებულებისა, ხოლო ქვეყნის გარეთ მივლინებისას – ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
17. საქართველოს პრეზიდენტის დაცვითი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, ქვეყნის შიგნით მივლინებულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს სადღეღამისო ხარჯებისა და საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისათვის ეძლევათ დღეში 50 ლარი, ხოლო მივლინებიდან დაბრუნების დღეს უნაზღაურდებათ მხოლოდ ამ დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა.
18. სამთავრობო დელეგაციის წევრებს, ამ წესის №2 დანართში ჩამოთვლილ თანამდებობის პირებს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლებსა და დიპლომატიურ მისიათა ხელმძღვანელებს, NATO/PfP/SOFA-ს ფარგლებსა და NATO-ს უსაფრთხოების კონფერენციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეებს, ამ წესის მე-2 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილ თანამდებობის პირთა თანმხლებ პირებსა და უმაღლესი რანგის თანამდებობის პირთა პირად დაცვას სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება შესაძლებელია აუნაზღაურდეთ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთის მიხედვით.
19. „ღია ცის შესახებ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად დადგენილი ნორმებით, ამასთან, მოსამსახურეს დამატებით უნაზღაურდება ამ წესის №1 დანართით დაწესებული სადღეღამისო ნორმის 30%.
20. უცხო ქვეყნებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მცურავი საშუალებებით მივლინებისას მოხელეთა კვებით უზრუნველყოფა ხორციელდება შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების საფუძველზე. ამასთანავე, მოხელეებს უნაზღაურდებათ ამ წესის №1 დანართით დაწესებული სადღეღამისო ნორმის მხოლოდ 30%.
21. უცხო სახელმწიფოებსა და საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მეკავშირე ოფიცრის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების საფუძველზე.
22. იმ შემთხვევაში, როდესაც მიმღები მხარე უზრუნველყოფს მოხელის მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების სრულად დაფარვას, თანამდებობის პირს მიეცემა მხოლოდ ამ წესის №2 დანართით განსაზღვრული დანამატი, ხოლო ქვეყნის შიგნით მივლინებისას გაიცემა მხოლოდ ნორმით განსაზღვრული სადღეღამისო ხარჯები.
23. მოხელეს სამივლინებო თანხა ავანსის სახით უნდა მიეცეს მივლინებაში გამგზავრებამდე, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისებისა.
24. ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინებისას მოხელეს სამივლინებო თანხა შეიძლება მიეცეს მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ, ფაქტობრივად გაწეული შესაბამისი ხარჯების დამადასტურებელი საბუთების წარდგენიდან არაუგვიანეს 30 დღისა.
25. მივლინების დამთავრებიდან :
ა) არაუგვიანეს 60 დღისა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებიდან დაბრუნებულმა მოხელემ საჯარო დაწესებულებას უნდა წარუდგინოს მგზავრობისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები, ხოლო ამ მუხლის მე-19 პუნქტითა და ამ წესის №2 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულმა თანამდებობის პირებმა საჯარო დაწესებულებას ასევე უნდა წარუდგინონ ამავე პუნქტებით განსაზღვრული ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები;
ბ) არაუგვიანეს 1 თვისა ქვეყნის შიგნით მივლინებიდან დაბრუნებულმა მოხელემ საჯარო დაწესებულებას უნდა წარუდგინოს მგზავრობისა და საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები, ხოლო ამ მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა მხოლოდ მგზავრობისათვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები – არასამსახურებრივი ტრანსპორტით მგზავრობის შემთხვევაში.
26. ამ წესის №2 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებს ამავე დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ფაქტობრივად გაწეული ხარჯები შესაძლებელია აუნაზღაურდეთ შესაბამისი საბუთების ამ მუხლის 25-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ წარდგენის შემთხვევაშიც.
27. იმ შემთხვევაში, თუ მოხელე ვერ წარუდგენს საჯარო დაწესებულებას მისთვის ავანსის სახით გაცემული თანხის სრულად დახარჯვის დამადასტურებელ საბუთებს ამ მუხლის 25-ე პუნქტის შესაბამისად, მოხელე ვალდებულია, საჯარო დაწესებულებას დაუბრუნოს ავანსის სახით გაცემულ თანხასა და ფაქტობრივად გაწეულ ხარჯებს შორის არსებული სხვაობა. ანგარიშვალდებულ პირებს მორიგი მივლინების ხარჯები არ მიეცემათ ამ პუნქტით გათვალისწინებული სხვაობის დაფარვის გარეშე.
28. ქვეყნის შიგნით მგზავრობისათვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების წარუდგენლობის შემთხვევაში, მოხელისათვის მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება ქვეყანაში მოქმედი რკინიგზის ან საავტომობილო ტრანსპორტის მინიმალური ტარიფების ფარგლებში.
29. საქართველოს პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს დანართი №3-ის შესაბამისად.
30. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის, საერთო სასამართლოს მოსამართლის, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ნორმები განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
31. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს №4 დანართის შესაბამისად.
32. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების ნორმები განისაზღვროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
33. სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმები და სხვა სოციალური პირობები განისაზღვრება „სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 აგვისტოს №490 დადგენილების შესაბამისად.
34. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური ნორმები განისაზღვრება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების №9 დანართის შესაბამისად.
35. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული პოლიციის ატაშეს, უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა მივლინების ანაზღაურების ნორმები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსების მიერ დადგენილი წესით.
36. საზღვარგარეთ როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული კომერციული ატაშეების გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესი და ნორმები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
შენიშვნა:
1. სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად მოხელის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება შეიძლება მოხდეს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების შესაბამისად.
2. შესაბამისი საჯარო დაწესებულებისა და საქართველოს პარლამენტის წევრთა ან საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეთა ერთობლივი წარმომადგენლობითი დელეგაციის სამსახურებრივი მივლინებისას სამივლინებო ხარჯები შესაძლებელია ანაზღაურდეს შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიერ წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
3. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვიზიტთან დაკავშირებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საზღვარგარეთ მივლინებულ თანამშრომლებს ეძლევათ სადღეღამისო ნორმაზე დანამატი 30%-ის ოდენობით.
4. ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას, №2 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის თანამდებობის პირებს – მგზავრობის, ხოლო დასაცავი პირების ვიზიტთან დაკავშირებით საზღვარგარეთ მივლინებულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები აუნაზღაურდებათ ამ წესის მე-3 მუხლის 25-ე პუნქტის შესაბამისად, საჯარო დაწესებულებაში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, წლიური საბიუჯეტო კანონით შესაბამისი უწყებებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
5. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით წარგზავნილ (მივლინებულ) იმ პირთა სამივლინებო ხარჯები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები, შესაძლებელია ანაზღაურდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული ნორმების გათვალისწინებით, შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
6. ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი საჯარო მოსამსახურეების სამივლინებო ხარჯები შესაძლებელია ანაზღაურდეს დადგენილებით განსაზღვრული ნორმების გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
7. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სამშვიდობო ან სხვა სახის ოპერაციების განხორციელების ადგილას საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით წარგზავნილ (მივლინებულ) იმ პირთა სამივლინებო ხარჯები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები, შესაძლებელია ანაზღაურდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
8. ამ წესის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მივლინების შემთხვევებზე.
დანართი №1 ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების დროს სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების შესახებ სადღეღამისო ნორმები ქვეყნის დასახელება უცხოური ვალუტის დასახელება მოკლევადიანი მივლინებისას საზღვარგარეთ საქ. დაწესებულების მოსამსახურეთათვის მოკლევადიანი მივლინებისას იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც მდებარეობს ეს დაწესებულება საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების სადღეღამისო ნორმა1 2 3 4 5 ავსტრალიის თანამეგობრობა ავსტრალიური დოლარი43 30 220 კანბერაში, 200 დანარჩენ ტერიტორიაზე ავსტრია ევრო49 35 89 ავღანეთი აშშ დოლარი30 21 75 აზერბაიჯანი აშშ დოლარი35 25 125 ბაქოში, 60 დანარჩენ ტერიტორიაზე ალბანეთი აშშ დოლარი48 34 120 ალჟირი აშშ დოლარი41 29 45 ამერიკის შეერთებული შტატები აშშ დოლარი60 43 235 ნიუ-იორკში, 180 დანარჩენ ტერიტორიაზე ანგოლა აშშ დოლარი44 31 70 ანდორა შვეიცარული ფრანკი66 - 109 ანტიგუა და ბარბუდა აშშ დოლარი34 - 80 არაბეთის გაერთიანებული საემიროები აშშ დოლარი33 23 159 არგენტინა აშშ დოლარი35 25 115 ახალი ზელანდია აშშ დოლარი40 28 120 ბანგლადეში ევრო34 24 63 ბარბადოსი აშშ დოლარი31 - 132 ბახრეინი აშშ დოლარი31 - 161 ბაჰამის კუნძულები აშშ დოლარი32 - 165 ბელარუსი აშშ დოლარი35 25 112 მინსკში, 76 დანარჩენ ტერიტორიაზე ბელგია ევრო38 27 165 ბელიზი აშშ დოლარი31 - 85 ბენინი ევრო36 25 110 ბერმუდის კუნძულები აშშ დოლარი37 - 112 ბოლივია აშშ დოლარი30 21 50 ბოსნია და ჰერცოგოვინა აშშ დოლარი44 31 79 ბოტსვანა აშშ დოლარი37 26 118 ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა აშშ დოლარი5 7 40 3 0 0 ბრუნეი აშშ დოლარი31 - 140 ბულგარეთის რესპუბლიკა ევრო32 2 2 100 ბურკინა ფასო ევრო36 25 65 გაბონი ევრო35 25 95 გაიანა აშშ დოლარი35 25 159 გამბია ევრო28 19 72 განა აშშ დოლარი36 25 64 გერმანია ევრო57 40 153 გვატემალა აშშ დოლარი31 22 98 გვინეა აშშ დოლარი43 30 155 გვინეა ბისაუ აშშ დოლარი36 25 67 გიბრალტარი აშშ დოლარი32 - 64 გრენადა აშშ დოლარი32 - 148 დანია დანიური კრონა258 181 1070 დიდი ბრიტანეთი ინგლისური გირვანქა სტერლინგი27 19 135 ლონდონში, 100 დანარჩენ ტერიტორიაზე დომინიკის რესპუბლიკა აშშ დოლარი31 - 40 დომინიკის თანამეგობრობა აშშ დოლარი55 - 120 ეგვიპტე აშშ დოლარი32 22 105 ეთიოპია ევრო43 31 51 ეკვადორი აშშ დოლარი26 18 155 ეკვატორიალური გვინეა აშშ დოლარი35 25 82 ერაყი აშშ დოლარი30 21 70 ესპანეთი ევრო45 31 134 ესტონეთის რესპუბლიკა ევრო27 23 110 ტალინში, 60 დანარჩენ ტერიტორიაზე ვანუატუს რესპუბლიკა აშშ დოლარი4 4 - 140 ვენესუელა აშშ დოლარი39 27 103 ვიეტნამი აშშ დოლარი29 20 70 ზამბია აშშ დოლარი32 22 87 ზიმბაბვე აშშ დოლარი40 28 70 თურქეთის რესპუბლიკა ევრო3 3 2 3 65 თურქმენეთი აშშ დოლარი35 25 52 იამაიკა აშშ დოლარი34 24 125 იაპონია იაპონური იენა 12150 8500 21500 იემენი ევრო42 29 38 ინდოეთი აშშ დოლარი30 21 124 ინდონეზია აშშ დოლარი31 22 52 იორდანია აშშ დოლარი34 24 102 ირანის ისლამური რესპუბლიკა ევრო19 1 3 6 0 ირლანდია ევრო32 23 150 ისლანდია აშშ დოლარი39 27 185 ისრაელი აშშ დოლარი49 34 117 იტალია ევრო45 32 102 სერბია და ჩერნოგორია აშშ დოლარი44 31 100 ბელგრადში, 49 დანარჩენ ტერიტორიაზე კაბო ვერდე აშშ დოლარი34 24 50 კაიმანის კუნძულები აშშ დოლარი43 - 85 კამბოჯა აშშ დოლარი31 22 65 კანადა აშშ დოლარი56 39 135 კატარი აშშ დოლარი41 29 95 კენია აშშ დოლარი28 20 124 კვიპროსის რესპუბლიკა ევრო87 60 1 4 5 კირიბატის რესპუბლიკა აშშ დოლარი35 - 85 კოლუმბია აშშ დოლარი31 22 59 კომორის კუნძულები აშშ დოლარი35 25 34 კონგო ევრო41 29 38 კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა აშშ დოლარი44 31 38 კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა აშშ დოლარი32 22 96 კოსტა-რიკა აშშ დოლარი29 20 60 კოტ დიუვარი ევრო42 29 98 კუბა აშშ დოლარი32 22 70 ლაოსი აშშ დოლარი33 23 75 ლატვიის რესპუბლიკა ევრო27 23 110 რიგაში, 60 დანარჩენ ტერიტორიაზე ლესოტო აშშ დოლარი32 22 61 ლიბანი აშშ დოლარი25 18 65 ლიბერია აშშ დოლარი43 30 39 ლიბია აშშ დოლარი24 17 54 ლიტვის რესპუბლიკა ევრო27 23 110 ვილნიუსში, 80 დანარჩენ ტერიტორიაზე ლიხტენშტეინი შვეიცარული ფრანკი56 - 65 ლუქსემბურგი ევრო38 27 102 მადაგასკარი აშშ დოლარი39 27 70 მავრიკია აშშ დოლარი30 - 75 მავრიტანია აშშ დოლარი37 - 35 მაკაო აშშ დოლარი28 - 53 მაკედონია აშშ დოლარი44 31 117 მალავი აშშ დოლარი29 20 44 მალაიზია მალაიზიური რინგიტი69 48 200 მალდივი აშშ დოლარი23 16 25 მალი ევრო34 24 60 მალტა ევრო45 32 110 მარშალის კუნძულების რესპუბლიკა აშშ დოლარი5 5 - 270 მაროკო ევრო36 25 50 მექსიკა აშშ დოლარი29 20 102 მიანმა ევრო32 22 45 მიკრონეზიის ფედერაციული სახელმწიფო აშშ დოლარი45 - 13 5 მოზამბიკი აშშ დოლარი37 26 45 მოლდოვას რესპუბლიკა ევრო27 19 105 კიშინიოვში, 30 დანარჩენ ტერიტორიაზე მონაკო ევრო38 - 121 მონტენეგრო ევრო30 - 120 მონღოლეთი აშშ დოლარი34 24 39 ნამიბია აშშ დოლარი41 29 43 ნეპალი აშშ დოლარი24 17 45 ნიგერი ევრო33 24 60 ნიგერია აშშ დოლარი44 31 92 ნიდერლანდები ევრო41 29 125 ნიკარაგუა აშშ დოლარი33 23 55 ნორვეგია ნორვეგიული კრონა252 176 1013 ომანი აშშ დოლარი39 27 85 პაკისტანი აშშ დოლარი34 24 50 პალაუს რესპუბლიკა აშშ დოლარი29 - 170 პანამა აშშ დოლარი35 25 93 პაპუა-ახალი გვინეას დამოუკიდებელი სახელმწიფო აშშ დოლარი36 25 300 პარაგვაი აშშ დოლარი27 - 80 პერუ აშშ დოლარი31 21 85 პოლონეთის რესპუბლიკა ევრო27 19 115 პორტუგალია ევრო34 24 127 პუერტო-რიკო აშშ დოლარი32 - 120 რუანდა აშშ დოლარი37 26 75 რუმინეთი ევრო28 2 0 90 რუსეთის ფედერაცია აშშ დოლარი 50 მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში, 35 დანარჩენ ტერიტორიაზე 35 მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში, 25 დანარჩენ ტერიტორიაზე 233 მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში, 77 დანარჩენ ტერიტორიაზე საბერძნეთი ევრო39 28 98 სალვადორი აშშ დოლარი28 - 46 სამოას დამოუკიდებელი სახელმწიფო აშშ დოლარი27 - 150 სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა აშშ დოლარი41 29 79 სამხრეთ კორეა აშშ დოლარი54 38 137 სან-მარინო ევრო24 - 81 სან-ტომე და პრინსიპი აშშ დოლარი34 24 50 საუდის არაბეთი აშშ დოლარი51 35 75 საფრანგეთი ევრო56 40 134 პარიზში, 97 დანარჩენ ტერიტორიაზე საფრანგეთის ზღვის იქითა ტერიტორია ევრო38 - 84 სეიშელის კუნძულები ევრო47 33 128 სენეგალი ევრო38 27 65 სენტ-ლუსია აშშ დოლარი32 22 133 სვაზილენდი აშშ დოლარი27 - 83 სიერა-ლეონე აშშ დოლარი33 23 31 სინგაპური სინგაპურული დოლარი64 45 288 სირია აშშ დოლარი34 24 61 სლოვაკეთის რესპუბლიკა ევრო18 1 3 8 0 სლოვენიის რესპუბლიკა ევრო3 4 24 65 სოლომონის კუნძულები აშშ დოლარი45 - 1 5 0 სომალი აშშ დოლარი39 27 25 სომხეთი აშშ დოლარი35 25 105 ერევანში, 53 დანარჩენ ტერიტორიაზე სუდანი შვეიცარული ფრანკი60 42 125 სურინამი აშშ დოლარი51 36 90 ტაივანი აშშ დოლარი28 20 120 ტაილანდი შვეიცარული ფრანკი61 43 115 ტანზანია აშშ დოლარი39 27 75 ტაჯიკეთი აშშ დოლარი35 25 67 დუშანბეში, 15 დანარჩენ ტერიტორიაზე ტოგო ევრო36 25 34 ტონგას სამეფო აშშ დოლარი27 - 165 ტრინიდადი და ტაბაგო აშშ დოლარი34 - 135 ტუნისი ინგლისური გირვანქა სტერლინგი24 17 35 უგანდა აშშ დოლარი36 25 75 უზბეკეთი აშშ დოლარი35 25 100 ტაშკენტში, 60 დანარჩენ ტერიტორიაზე უკრაინა აშშ დოლარი35 25 185 კიევში, 82 დანარჩენ ტერიტორიაზე უნგრეთი ევრო2 1 1 5 130 ურუგვაი აშშ დოლარი27 19 44 ფილიპინები აშშ დოლარი28 20 105 ფინეთი ევრო39 27 110 ფიჯის რესპუბლიკა აშშ დოლარი27 - 100 ქუვეითი ქუვეითური დინარი8 6 45 ყაზახეთი აშშ დოლარი40 28 160 ალმა-ათასა და ასტანაში, 45 დანარჩენ ტერიტორიაზე ყირგიზეთი აშშ დოლარი35 25 189 ბიშკეკში, 55 დანარჩენ ტერიტორიაზე შვეიცარია შვეიცარული ფრანკი80 56 191 შვედეთი შვედური კრონა310 220 750 შრი-ლანკა შვეიცარული ფრანკი49 34 95 ჩადი ევრო40 13 65 ჩეხეთის რესპუბლიკა ევრო27 19 130 ჩილე აშშ დოლარი28 20 91 ჩინეთი აშშ დოლარი30 20 131 ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა ევრო44 31 70 ხორვატიის რესპუბლიკა ევრო34 24 120 ზაგრებში, 60 დანარჩენ ტერიტორიაზე ჰაიტი აშშ დოლარი34 - 60 ჰონდურასი აშშ დოლარი31 - 57 დანართი №2 შესაბამისი თანამდებობის პირთათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი თანამდებობის დასახელება სადღეღამისო ნორმაზე დანამატის ოდენობა პროცენტობით საქართველოს მინისტრი და სახელმწიფო მინისტრი80 საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი80 საქართველოს მთავარი პროკურორი80 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი80 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი80 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი80 ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე80 ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე80 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი80 საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი80 საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი80 საქართველოს დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარე და წევრები70 საქართველოს სახალხო დამცველი8 0 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე70 საქართველოს მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი70 საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე70 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი70 სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი70 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილე70 საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე70 საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი70 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე70 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილეები, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე70 სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი70 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე70 ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე70 საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი70 საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი70 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი60 ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე და მინისტრი60 საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე60 საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი60 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთავარი და წამყვანი საჯარო თანამდებობის პირები40 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მთავარი საჯარო თანამდებობის პირი40 ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მთავარი საჯარო თანამდებობის პირი40 საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელი40 საქართველოს სამთავრობო დელეგაციის წევრი30 შენიშვნები: 1. საქართველოს პრეზიდენტის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი შესაბამისი ვალუტით. 2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 150 აშშ დოლარის ეკვივალენტი შესაბამისი ვალუტით. 3. სამთავრობო დელეგაციებს მიეკუთვნებიან ის დელეგაციები, რომელთაც მიენიჭათ უფლება გამოვიდნენ საქართველოს სახელით. 4. მოხელეებს უფლება აქვთ, მიიღონ ამ დანართით გათვალისწინებული მხოლოდ ერთი დანამატი. 5. საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მინისტრსა და სახელმწიფო მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები, აგრეთვე სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მოხელის მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები, ხოლო სამთავრობო დელეგაციის წევრებს – მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის ხარჯები აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით შესაბამისი უწყებებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მივლინების შემთხვევაში – საქართველოს ეროვნული ბანკის სახსრებით. 6. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტით შესაძლებელია განისაზღვროს შესაბამის თანამდებობის პირთა სადღეღამისო ნორმის დანამატის ამ დანართით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ოდენობა, ამავე სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში.დანართი №3 საქართველოს პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი№ თანამდებობრივი დასახელება სადღეღამისო ნორმაზე დანამატის ოდენობა პროცენტობით1 პარლამენტის თავმჯდომარე100 2 პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე90 3 პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე80 4 პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეები50 5 საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარე50 6 პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერთა მოადგილეები და მდივნები, საპარლამენტო ფრაქციის მდივანი, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეთა მოადგილეები და მდივნები, პარლამენტის წევრი, პარლამენტის აპარატის უფროსი45 7 პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე, პარლამენტის აპარატის დეპარტამენტის უფროსი, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, საბიუჯეტო ოფისის უფროსი, მანდატურთუხუცესი40 8 პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე, კომიტეტის აპარატის უფროსი, პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე, მთავარი ბუღალტერი, სასწავლო ცენტრის უფროსი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის სამდივნოთა უფროსები, პარლამენტის აპარატის უფროსის სამდივნოს უფროსი, განყოფილების უფროსი35 შენიშვნები: 1. საპარლამენტო დელეგაცია არის ის დელეგაცია, რომელსაც მიენიჭა საქართველოს პარლამენტის სახელით გამოსვლის უფლება. 2. საქართველოს პარლამენტის წევრსა და პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეს (ერთზე მეტი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში) უფლება აქვთ, მიიღონ ამ დანართით გათვალისწინებული სადღეღამისო ნორმის მხოლოდ ერთი, უფრო მაღალი დანამატი. 3. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მივლინების პირველ სამ დღეზე (თითოეულ ქვეყანაში) სადღეღამისო ნორმის დანამატი (თითოეულ დღეზე) განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: ა) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისათვის – 230 ევროს ეკვივალენტით შესაბამის ვალუტაში; ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისათვის – 200 ევროს ეკვივალენტით შესაბამის ვალუტაში. 4. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებს, კომიტეტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეს, საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარესა და საპარლამენტო დელეგაციის წევრს სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების შესაბამისად. 5. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საპარლამენტო დელეგაციების წევრებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას მგზავრობის ხარჯები აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების შესაბამისად. 6. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას კავშირგაბმულობის ხარჯები აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების შესაბამისად.დანართი №4 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი:№ თანამდებობრივი დასახელება სადღეღამისო ნორმაზე დანამატის ოდენობა პროცენტებით1 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე100 2 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე85 3 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი80 შენიშვნა: 1. თუ მივლინების ხანგრძლივობა 3 დღეზე ნაკლებია ან 3 დღეა: ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 280 აშშ დოლარის ეკვივალენტი შესაბამისი ვალუტით; ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებისა და წევრების სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 130 აშშ დოლარის ეკვივალენტი შესაბამისი ვალუტით. 2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას მგზავრობისა და სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. 3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს აუნაზღაურდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები, წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. |