„პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №106 |
|
2020 წლის 11 თებერვალი ქ. თბილისი |
„41. საქართველოს მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები, საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ან ანგარიშვალდებული, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დირექტორი და მისი მოადგილე (მოადგილეები), საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, სახელმწიფო რწმუნებულები/მათი პირველი მოადგილეები/მოადგილეები, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით, როგორც წესი, 10 სამუშაო დღით ადრე მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანხმობის მისაღებად. მიმართვაში უნდა აღინიშნოს მივლინების მიზანი, მივლინების დაწყებისა და დასრულების თარიღი, მივლინების დღის წესრიგი (მათ შორის, მოსალოდნელი შეხვედრები და განსახილველი საკითხები), ასევე ინფორმაცია დელეგაციის შემადგენლობის, მივლინების ხარჯების ოდენობისა და ანაზღაურების თაობაზე. მივლინებაში გამგზავრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წერილობითი თანხმობის გაცემის შემთხვევაში.“.
|